თამარ შუკვანი 01.06.2019
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მუდმივი თანამდებობაა, უფრო მყარი თანამდებობაც გახლავთ. გენერალური პროკურორი უვადოდ არ ინიშენება, შესაძლებელია, თუნდაც პოსტიდან მისი გადაყენება თუ სხვა. თადუმაძის არჩევის შემთხვევაში, იგი ისევ იურიდიულ საქმიანობას გააგრძელებს, სადაც მას შესაბამისი გამოცდილება მიღებული აქვს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნას.
|
თამარ შუკვანი 01.06.2019
„მან ჩათვალა, რომ უმჯობესია კარიერა უზენაეს სასამართლოში გააგრძელოს. ეს რა რისკებს აჩენს, სხვა საკითხია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნას.
|
ეკატერინე ბასილაია 31.05.2019
რუსული „უკვდავი პოლკი“ 9 მაისს თბილისში ჭავჭავაძეზე, ბათუმში, გორსა და ახალციხეში; 26 მაისს რუსული დროშები ბათუმში საბავშო ფესტივალზე და ახლა უკვე პიონერის ყელსახვევები ახალციხის სკოლაში - ბოლო ერთ თვეში ქვეყანაში რუსული და საბჭოთა სიმბოლოებით გამოსვლა ძალიან გააქტიურდა.
|
თამარ შუკვანი 31.05.2019
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, შსს-ს თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, გეგმების შეცვლას არ აპირებენ. მათი თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი არ შეიცლება. „ქართულ მარში“ კი აცხადებს, რომ მათ ამის საშუალებას არ მისცემს.
|
ია აბულაშვილი 31.05.2019
„შედეგების მიხედვით, რომელიც შუალედურ არჩევნებში დაიდო, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე არ წავა. თუმცა, გამორიცხული არ არის აქცენტი გააკეთოს სამთავრობო ცვლილებებზე და ერთწლიან სამოქმედო გეგმაზე“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 31.05.2019
„ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. შევეხეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციას შევუქმენით პრობლემები, რაც არის მძიმე დანაშაული. ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ სკანდალს.
|
თამარ შუკვანი 31.05.2019
„ოპოზიციის როლი უბიძგებს თვითონ ადამიანს უფრო მეტი რადიკალურობისკენ. ადამიანს, როდესაც მასწავლებლის როლი აქვს, ჭკუის დარიგება უყვარს, როდესაც პოლიციელი როლი აქვს, აგრესიული ხდება და ა.შ. ასე რომ, მათ აიღეს როლი ოპოზიციისგან და მოქმედებენ ისე, როგორც ოპოზიციას შეეფერება საქართველოში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების დღევანდელ კრიტიკულ განცხადებებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მისამართით.
|
ელზა პაპოშვილი 31.05.2019
საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო საზღვრის სადაო დავით გარეჯის მონაკვეთზე მორიგი შეხვედრა ივნისშია დაგეგმილი, თუმცა მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანს“ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა აწვდის.
|
ეკატერინე ბასილაია 31.05.2019
„არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ახლო პერიოდში გაიზრდება", - განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში. თუმცა პრემიერს არ აქვს პასუხი, ერთი წლის წინ მიღებულ ამ „შავ სიაში" ამ დრომდე რატომ არ არის შეყვანილი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თუნდაც ერთი წარმომადგენელი.
|
ია აბულაშვილი 31.05.2019
„უდანაშაულობის პრეზუმციას არ ვარღვევ და არც იმას ვამბობ, რომ ყველანი უნდა დაიჭირონ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს გვქონდა - 2 მილიონი ლარი ისეა გამქრალი, რომ სახლის ბალავარიც არ არის გაკეთებული“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე, ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დაკავებას.
|
თამარ შუკვანი 31.05.2019
„ვისაც უნდა დარბაზს დატოვებს, ძალით არავინ არავის დაიჭერს. კითხვები დასვეს და პასუხებს აღარ მოუსმინეს - ეს მათი საქმეა, არ არის მნიშვნელოვანი," - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ყოფილი თანაპარტიელების, ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის მხრიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებას, სადაც ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.
|
ია აბულაშვილი 31.05.2019
„უკრაინაში 4 წელი გავატარე და მას შემდეგ კონტაქტი არ გამიწყვეტია იმ ხალხთან, ვინც ჩართული იყო ანტიკორუფციული პროექტების განხორციელებაში. ამჯერადაც, თუ ჩემი გამოცდილება დასჭირდებათ, არ გამოვრიცხავ ჩავერთო ახალი რეფორმების გატარებაში“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, რეფორმების გატრებაში ქართველი თანაპარტიელები დაეხმარებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|