ეკატერინე ბასილაია 24.05.2019
„ახლა ვიტანთ ამ თავხედობას, მაგრამ როდესაც დადგება უზენაესი სასამართლოში კანდიდატების განხილვა და გადაწყვეტილებები იქნება მისაღები და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ემოციური ფონი ამ საკითხების ირგვლივ, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან დიდი კონსოლოდაცია გვმართებს იმისთვის, რომ კუდით ქვა ვასროლინოთ ამ ვულგარული ცინიკოსების კლანს,“ - სასამართლოს პირველ ინსტანციაში ერთ-ერთი ოდიოზური მოსამართლის, იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის უვადოდ დანიშვნას ასე გამოეხმაურა „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ლევან გოგოჩაიშვილი.
|
თამარ შუკვანი 24.05.2019
„ვითარება საყურადღებოა და მოთხოვნები ლეგიტიმური, რადგან მათი სამუშაო პირობები საკმაოდ მძიმეა. ეს მე თვითონ მაქვს ნანახი - დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე საკუთარი თვალით ვნახე რა პირობებში მუშაობენ მეშახტეები, რისი ენით აღწერა და გადმოცემაც საკმაოდ რთული და მძიმეა,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჭიათურაში არსებულ ვითარებას, სადაც მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.
|
თამარ შუკვანი 24.05.2019
„მიქაუტაძის დანიშვნა ჩემთვის არ იყო მოულოდნელი. ის არის იმ გავლენიანი ჯგუფის წევრი, რომელთა ხელშიცაა ძალაუფლება და დღევანდელ კენჭისყრაზე მას უვადო თანამდებობისთვის დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დასჭირდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ გამორცხავს იმას, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზეც განაცხადოს პრეტენზია და ამას ღიად ამბობს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დანიშვნას.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.05.2019
„ანრი ოხანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ზარქუა ჩემზე თუ გაავცელებენ მთაწმინდის ტერიტორიაზე ხმებს, რომ ჯაბა ჯიშკარიანი არის „ნაციონალი", ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს არის იმ დიდი პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიის წაშლას", - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა ჯიშკარიანი, რომლის მტკიცებითაც, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მის დისკრედიტირებას გეგმავენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.05.2019
„ჩემი აზრით, რუსეთს არავისი არაფერი მართებს", - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით გაეკთებულ განცხადებას. პუშკოვის თქმით, საქართველო პატარა შესაძლებლობის ქვეყანაა იმისათვის, რომ რუსეთს რაიმე უკარნახოს.
|
თამარ შუკვანი 24.05.2019
„შენების მოძრაობა" და დავით უსუფაშვილი დაკავებული ვართ ჩვენი საქმეებით და წლის ბოლომდე არც რაიმე საუბარს ვგეგმავთ ვინმესთან. სხვა სპეკულაციები - „ვინმე", „ოდესმე", „რამე", - ამაზე სერიოზული საუბარი არ გვეკადრება... მე კი სერიოზულობაზე მაქვს პრეტენზია," - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტნიორთა წრის გაფართოებასა და ალიანსის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
|
თამარ შუკვანი 24.05.2019
„აზერბაიჯანული მხარე ინტენსიურად მუშაობს და ჩიჩხიტურის ტაძრის მიმართულებით მიიწევს. მათ მიერ შესრულებული სამუშაო მინიმუმ ორი ნამუშევარი დღის შედეგს წარმოადგენს. მათ უკვე 1 კილომეტრი და 200 მეტრის გზის გაყვანა მოახერხეს - სოლიდური, კაპიტალური გზის მონაკვეთი კეთდება და ჩიჩხიტურის ტაძრამდე დაახლოებით კილომეტრია დარჩენილი. ამ ტემპით თუ იმუშავებენ, ისინი ხვალ თუ არა ზეგ დილით ჩიჩხიტურს მიადგებიან," - აცხადებს „რეზონანსთან" სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოების გაყვანის შესახებ საუბრისას.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.05.2019
„პრეზიდენტის გადასაწყვეტია რაში ჩაერევა და რაში - არა, მე სხვის აზრებზე და კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის და „ქართული ოცნების" წევრის აკაკი ზოიძის კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჭიათურელი მაღაროელების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
|
ეკატერინე ბასილაია 23.05.2019
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ პერსპექტივაში, ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება. ამის შესახებ მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას განუცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 23.05.2019
სოფელ აღაიანში დატრიალებულმა ტრაგედიამ სულ უფრო მეტი კითხვები გააჩინა და საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა ნაადრევი ქორწინების პრობლემა. დამნაშავე თუ მსხვერპლი - ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელსაც სამართალდამცველები ბრალს საკუთარი შვილის 7 თვის ჩვილის მკვლელობაში სდებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 23.05.2019
იმ ფონზე, როცა ბაქოში საქართველო-აზერბაჯიანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე შექმნილი კომისიის 2-დღიანი შეხვედრები დაიწყო, დავით-გარეჯის გიდი, ზვიად ანანური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი დღეა აზერბაიჯანის მხრიდან გარეჯის ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ოფიციალური თბილისი ამაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს და მხოლოდ ჟურნალისტებისგან იგებს, რომ სადავო ტერიტორიის ახლოს მეზობელმა ქვეყანამ გზის გაყვანა დაიწყო.
|
ელზა პაპოშვილი 23.05.2019
პროტესტის მე-7 დღე და ყველაზე მასშტაბური აქცია ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ, უკვე კვირაზე მეტია ყურადღებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|