ელზა პაპოშვილი
28.05.2019

 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია.

ელზა პაპოშვილი
28.05.2019

 კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ინტერვიუში დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე საუბრობს. არეშიძე ამბობს, რომ წლებია ეს საკითხი იმის გამო რომ არავინ გაგვენაწყენებინა, გაყინულია. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა გაბედა - სადაც ვიწროა იქ გაწყდეს პოლიტიკით, ეს თემა ღიად გახსნა.

ეკატერინე ბასილაია
28.05.2019

 29 მაისს მიხეილ სააკაშვილი კიევში ბრუნდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა.

ეკატერინე ბასილაია
28.05.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში რიგით მე-7 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება, გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ეს იყო რაულ ხაჯიმბას იძულებითი ნაბიჯი გასულ კვირას ოპოზიციის დიდი გამოსვლისა და ორდღიანი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციის შემდეგ, რომელიც „საპრეზიდენტო" კანდიდატის ასლან ბჟანიას მომხრეებმა წამოიწყეს.

ია აბულაშვილი
28.05.2019

 "ახალი პარტიის შექმნა მისასალმებლია და შიში იმისა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა არ იქმნებოდა, დაძლეულია"- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ია აბულაშვილი
28.05.2019

 "სიტუაციის დაძაბვა საქართველო-აზერბაიჯანის სტარტეგიულ ინტერესებში არ შედის და ეს ჩანს იმ განცხადებებიდან, რომელიც ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან კეთდება. თუმცა, გამორიცხული, არ არის, რომ დაინტერსებული იყოს, როგორც მესამე ძალა, ისე შიდა ძალები, რომლებიც ცდილობენ წყლის ამღვრევას"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კრიზისის გაღრმავება მიზანმიმართულად ხდება.

თამთა ჩაჩანიძე
28.05.2019

 სკოლების ექსკურსიებზე ტრაგიკულმა შემთხვევებმა მოსწავლეების მშობლებში შიში და პანიკა გამოიწვია, ისინი ფიქრობენ, რომ ფატალური შედეგები გამოწვეულია იმით, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

ელზა პაპოშვილი
27.05.2019

 13 დღიანი პროტესტი ჭიათურაში შეწყვეტილია - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის წინადადებას დათანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მათ ხელფასის 25% დაუყოვნებლივ მოემატებათ, წლის ბოლომდე კი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. ბოლო 11 დღე გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. რამდენიმე მათგანს სამედიცინო დახმარების გაწევაც დასჭირდა.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2019

 „ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეები ძალიან ხმაურიანები იქნებიან, თუმცა, მათ რაიმე დიდი გავლენები ვერ ექნებათ... საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯს არ ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში არსებული დღევანდელი კონფიგურაცია ამის თქმის საფუძველს მომავალი 5 წლის განმავლობაში არ მაძლევს,"

ელზა პაპოშვილი
27.05.2019

 მაღაროელების გაფიცვის და შიმშილობის 11-ე დღე - ჭიათურა პარალიზებულია, ქალაქში გაფიცვა გრძელდება. დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები. ქალაქის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს.

თამარ შუკვანი
27.05.2019

 „ყველამ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა, იცის, რომ მოთხოვნა არის ოპოზიციურ ძალაზე, - მესამე ცენტრის, თუ მესამე ძალის მოთხოვნის არსებობა ყველა არჩევნებმა დაადასტურა, მათ შორის შუალედურმა არჩევნებმაც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.

ია აბულაშვილი
27.05.2019

 "30 წელია მესმის დავით გარეჯის პრობლემა და რით ვერ მოაგვარა ეს საკითხი ორმა მეგობარმა ქვეყანამ. ჯერ იყო და იქ სამხედრო პოლიგონი იყო - ჩატარებულმა წვრთნებმა, როგორ დააზიანა ძეგლი; მეგონა დამთავრდა და ახლა ისევ პრობლემები შეიქმნა. ვფიქრობ, რომ დადგა დრო ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს"- ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგი თორაძე დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×