ია აბულაშვილი
03.06.2019

 „დღეს აჭარას მართავს ის ხალხი, ვინც ასლან აბაშიძის დროს დროშას აფრიალებდა და „ბაბუ-ბაბუ“-ს ღრიალებდა. 6 მაისს ასლანი ბათუმიდან გავისტუმრეთ და მეორე დღეს მიშასთან გადაბარგდნენ, 2012 წელს - ბიძინასთან. ესაა ივანიშვილის სახეები, რომლებიც დღეს აჭარას მართვენ - „აღორიძინების“ წევრები“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ხმაურიან დაკავებას.

თამარ შუკვანი
03.06.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა სიის განხილვას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე ამ კვირაში დაიწყებს. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ გაცხრილული კანდიდატთა სია იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ის 10-კაციანი სია იყო, რომელმაც მმართველ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია.

ელზა პაპოშვილი
03.06.2019

 ნაწილობრივ აღდგნილი სამართალი - დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ სააპელაციო სასამართლომ ერთი პირი - გ.ჯ. სცნო, თუმცა ასევე დაადგინა, რომ ამ მკვლელობაში მხოლოდ ის არ მონაწილეობდა და ეს დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი, სხვა დამნაშავეთა  ვინაობა  კი დასადგენია. 

თამარ შუკვანი
03.06.2019

 ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა კოსტავა მანდატის დატოვებას არ აპირებს და იგი ქუთაისის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს. ხოლო ქუთაისის მერიასთან დღეს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაციები მის წინააღმდეგ აქციის გამართვა გეგმავენ სწორედ იმ მოთხოვნით, რომ მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს და დატოვოს ქუთაისის საკრებულო. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაია „რეზონანსს" განუცხადა.

ელზა პაპოშვილი
02.06.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი ოპტიმიზმი ემყარება იმ ფაქტს, რომ სია საკმაოდ ვრცელია, მასში ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა არ არის და თანაც 144 კანდიდატიდან მხოლოდ 60-ია მოქმედი მოსამართლე. თუმცა აქვე აცხადებენ, რომ სანამ ამ კანდიდატებიდან შედგენილი საბოლოო სია პარლამენტს არ წარედგინება

ელზა პაპოშვილი
02.06.2019

 საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ქეთი გოგოლაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში ესპანეთში შექმნილ სიტაუციაზე და თავშესაფრის მაძიებელ ქართველებზე საუბრობს. კონსულის თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ  ქართველებს პოლიტიკურ თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ და არც ე.წ. პროგრამები იქნება, რომელიც  თავშესაფრის მაძიებლებს საცხოვრებელი ადგილით, დაზღვევით, კვებით და ფულით უზრუნველყოფენ.

მარიამ ბოლქვაძე
02.06.2019

 ის ფაქტი, რომ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე შეიტანა განაცხადა, ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ იგი თანამდებობიდან გადადგება და მოსამართლე გახება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

ია აბულაშვილი
02.06.2019

 „ქართული ოცნება“ არის ჩიხში, მისი რეიტინგი დაეცა, ბოლოს ამოირჩიეს ბათუმი - წესრიგი მყარდება და არავის არაფერი შერჩებაო. მაგრამ ეს არის მოჩვენებითი, 4 წელია ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი და ახლა გაახსენდათ?“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი მედეა ვასაძე ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ხმაურიან დაკავებას.

ია აბულაშვილი
02.06.2019

 საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს დღესასწაულზე, მრევლთან ერთად ჯვრით ხელში, ნინოს გზის გავლას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი პრეზიდენტის ამ ქმედებას არც ისე ეფექტურ პიარად აფასებს, ნაწილი კი თვლის, რომ პრეზიდენტი ყველა აღმსარებლობის ადამიანის პრეზიენტია და საკუთარი რწმენის საჯარო დემონსტრირებას ერთმორწმუნეობის პრიორიტეტობასთან მივყავართ.

ელზა პაპოშვილი
02.06.2019

 „უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე ამ სიაში, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, რომ უნდა გაემეორებინა ის, რაც დეკემბერში იყო დასახული,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ დეპუტატი გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციან სიას. 

ია აბულაშვილი
02.06.2019

 „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი აქვს შალვა თადუმაძეს, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს.

თამარ შუკვანი
01.06.2019

 „შავგულიძის გამარჯვების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ აქილევსს ქუსლი აქვს - სუსტი წერტილი აქვს, რომლითაც შეიძლება ის დაამარცხო. არჩევნები ოპოზიციისთვის მუდმივად ამ აქილევსის ქუსლის ძიებაა. ეტყობა ვერ არტყამენ იმ ქუსლში და ამიტომაც ბრძოლა, სუსტი წერტილის პოვნა, გრძელდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე 9 ივნისს გასამართ შაულედური არჩევნების მეორე ტურის შესახებ საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×