თამარ შუკვანი
07.06.2019

 „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც გამოცდის ჩაბარების საფასური ახლანდელი 40-დან 150 ლარამდე ძვირდება. თბილისის საკრებულოს დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს გაძვირება უმნიშვნელოა.

თამარ შუკვანი
07.06.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა სიის განხილვას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 15:00 საათზე დაიწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის პირველი ეტაპია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის მსურველები უკვე კანდიდატებად დარეგისტრირდებიან. შემდგომი ეტაპი უკვე 50-კაციანი სიის შერჩევაა, სადაც საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 20 კაცი დამტკიცდება.

ეკატერინე ბასილაია
06.06.2019

 უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის იბრძვიან დონბასში.

ეკატერინე ბასილაია
06.06.2019

 ვის ამზადებს ბიძინა ივანიშვილი მომავალ მთავარ პროკურორად მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძეს უზენაეს სასამართლოში აირჩევენ. მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ თადუმაძის შემცვლელად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი განიხილება და კეთდება შეფასებები, რომ ამით პროკურატურა ფაქტობრივად გიორგი გახარიას ზედამხედველობის ქვეშ გადავა და გახარიას გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდება.

ია აბულაშვილი
06.06.2019

 "თადუმაძეს ისეთი სივრცე დახვდა, რომ ეტყობა თავად მიხვდა, რომ მალე გადააყენებენ, მითუმეტეს, რომ ასეთ თანამდებობებზე ძალიან მოკლე დროით არიან და სურს გადავიდეს ისეთ სფეროში, სადაც სტაბილურად იქნება."

აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
06.06.2019

 აშშ-ი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შესაძლო განხორციელებაზე. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს, რომელიც ასევე, მისი თქმით, ტერორისტებს აფინანსებს.

ია აბულაშვილი
06.06.2019

 "პარტიაში მიდის განახლების პროცესი. იქნებიან თუ არა ახალი და ძველი სახეები - წინასწარ ვერ გეტყვით, რადგან პროცესში ჩართული არ ვარ, თუმცა, სავარაუდოდ იქნებიან,როგორ ძველი ისე ახალი სახეები"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გავრცელებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის "ოცნების" ძველი გვარდიის გაერთიანებას აპირებს.

ელზა პაპოშვილი
05.06.2019

 ის, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე არ გააკეთა პროკურატურამ, შესრულდა შს სამინისტროს ხელით. მიღწეულია ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია. კიდევ ერთი ქულა გიორგი გახარიას სასარგებლოდ, რომელსაც ახლა უკვე მირზა სუბელიანის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ოჯახი ემუქრება.

ეკატერინე ბასილაია
05.06.2019

 მმართველი ძალის უარყოფის მოუხედავად, რომ ბრიუსელში მოულოდნელად ჩასული პრემიერი მამუკა ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას არ გეგმავდა, შეხვედრა შედგა, მხოლოდ მცირე ხნით, რაც თავად ვლადიმერ ზელენსკიმ დაუდასტურა ქართველ ჟურნალისტებს და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერმა შეხვედრის შინაარსი არ გაასაჯაროვა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამამშვიდებელი მესიჯი გაახმოვანა - თქვა, რომ სააკაშვილთან თანამშრომლობა და რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება.

ეკატერინე ბასილაია
05.06.2019

 „შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახლა, 9-ში მეორე ტურია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში და უნდათ, საზოგადოებას გული მოულბონ და უთხრან, რომ ასეთი გახმაურებული საქმის (სარალიძის საქმის) გამოძიება შეუძლიათ. "თუმცა ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილად არ ნიშნავს საქმის გამოძიებას... ვფიქრობ, რომ ამას გაგრძელება არ ექნება. ანუ, ყველა დამნაშავე არ იქნება პასუხისგებაში მიცემული და გამოძიება არ იქნება სრულყოფილი"- აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.

ელზა პაპოშვილი
05.06.2019

 პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას კვლავ ემუქრებიან და მუქარების რაოდენობამ მის მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა.

თამარ შუკვანი
05.06.2019

 „საქართველოს არ აწყობს სააკაშვილის ექსტრადირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რევოლუციონერები ციხეში უფრო სახიფათო არიან, ვიდრე მის გარეთ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამასთანავე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლოა ექსტრადირების შესახებ საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×