თამთა ჩაჩანიძე 12.06.2019
„ნაციონალური მოძრაობა" პარტიის რებრენდინგს იწყებს - პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პარტიაში ცვლილების აუცილებლობა დგას, თუმცა, იგი თვლის, რომ მხარდამჭერებისგან რებრენდინგის რეცეპტის აღება დიდი შეცდომაა.
|
ია აბულაშვილი 12.06.2019
"ის, რომ პოლიტიკური სუბიექტები, მოქმედი ან ახლად შექმნილი, 2020 წლის არჩევნებისთვის რაიმე სიახლეს შემიგვთავაზებენ, ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან ყველაფერი ინერციით მიდის" - ასე ეხმიანება ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე დღეს არსებულ სიტუაციას კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი.
|
თამარ შუკვანი 11.06.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ, ტრადიციულად საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მიმართ, ჩვენი ისტორიის ცოდნაც გამოამჟღავნა და უკვე ტრადიცული მადლობა ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღია გზავნილი ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ნათელი დასტური ვაშინგტონის მტკიცე ინტერესისა, ასევე, გზავნილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამართლიან არჩევნებზე.
|
ეკატერინე ბასილაია 11.06.2019
„საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. თუ ჰოლანდიის ეს წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მეორე ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე მოიაზრება, ყველა ვარიანტში საქართველოა და გამორიცხული არ არის, რომ ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საქართველოს საკითხიც დადგება,"- აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.
|
ია აბულაშვილი 11.06.2019
როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რამდენად დიდია ალბათობა, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიციური უმრავლესობა შეიქმნას.
|
ია აბულაშვილი 11.06.2019
"არ ვიცი ვინ და რა პარტიას ქმნის - პირადად მე ყველა პარტიას ახალ ძველს სკეპტიკურად ვუყურებ იმიტომ, რომ საქართველოში პატიები არ არსებობენ გინდა ოპოზიცია იყოს, გინდა პოზიცია. მათი დაწყებული საქმე კი თავიდანვე ყარს"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.06.2019
ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსულ პორტებს შორის შავი ზღვის აუზში საკრუიზო მიმოსვლა დაიწყო - 2 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთიდან პირველ საცდელ საკრუიზო მიმოსვლისთვის დელეგაცია სოჭში გაემგზავრა. გეგმის თანახმად, პირველი რეისი უნდა შემდგარიყო 2020 წელს, თუმცა, აღნიშნული საცდელი გასვლა შეიძლება უკვე წელსვე შედგეს.
|
ელზა პაპოშვილი 10.06.2019

ამ კვირაში ორი ახალი პოლიტიკური პარტია ყალიბდება. 11 ივნისს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად დაბრუნდება და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს. ხოლო 12 ივნისს ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ საზოგადოების ყველა წევრს იწვევს, ვისაც მათთან თანამშრომლობა სურს. 20 ივნისს კი პარტიის ყრილობა ჩატარდება.
|
ეკატერინე ბასილაია 10.06.2019
„ოცნებაში“ ყოველთვის ბიძინას იმედზე იყვნენ. ბიძინა ჰგონიათ ფოკუსნიკი. ჩვენ კი არავინ არ ვართ, მაგრამ ბიძინა ფოკუსებს ჩაატარებს და მოვიგებთო - ამის იმედად არიან და იქნებიან 2020 წლისთვისაც,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
|
ია აბულაშვილი 10.06.2019
როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რომელ პარტიებს აქვს შანსი გადალახონ 3%-იანი ბარეირი? პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან დაახლოებით 4-5 პარტიას აქვს შანსი მოხვდეს მომავალ პარლამენტში.
|
თამარ შუკვანი 10.06.2019
„ბევრი შეიძლება არ იყოს ამ სიაში, ბევრი კი იყოს. ეს, პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარის პრეროგატივაა,“ - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ყოფნა-არყოფნის აუცილებლობის შესახებ მისი თანაგუნდელის, ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
|
ელზა პაპოშვილი 10.06.2019
აგარაში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის მამაკაცი და დაჭრილია ქალი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|