ელზა პაპოშვილი 18.06.2019
"თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - გაიმართებოდა თუ არა "თბილისი პრაიდი", ორგანიზატორებს ამაზე გადაწყვეტილება 18 ივნისს უნდა მიეღოთ. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება და ის ჩატარდება.
|
ეკატერინე ბასილაია 18.06.2019
მედიაში გავრცელებული ცნობა ამჯერადაც გამართლდა, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაუშვეს და მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კადრია - საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი.
|
ეკატერინე ბასილაია 18.06.2019
ანტიქართულად განწყობილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა და აცხადებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკებია, თბილისში ჩამოდის და მას პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესა და პარლამენტში უმასპინძლებენ, რაც ოპოზიციის დიდი პროტესტს იწვევს და მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი და რუსული დელეგაციიდან კიდევ 2 დეპუტატი საზღვარზე უნდა გააბრუნონ.
|
ია აბულაშვილი 18.06.2019
"სერგეენკომ თუ ვერ შეძლო გაძღოლოდა ჯანდაცვის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლობას როგორ შეძლებს, საკითხავი ეს არის, თორემ, თვითონ შვებით ამოისუნთქებდა, თავი რომ დააღწია ამ აჯაფსანდალს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლას.
|
ია აბულაშვილი 18.06.2019
"კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს ვერ გეტყვით, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და რეალურად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ვერ შეცვლის.
|
თამარ შუკვანი 18.06.2019
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატიულ საშუალებას მიმართავს; მომავალ კვირას აშშ არალეგალური მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერში" დაწერა. დეპორტაცია შესაძლოა დაემუქროთ, როგორც ლათინური ამერიკიდან უკანონო მიგრანტებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, რაც არ არის გამორცხული საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოთ.
|
ელზა პაპოშვილი 18.06.2019
ვაუქმებთ პატრულირებას, - ამის შესახებ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს, ლევან ვასაძემ განუცხადა. ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
|
ია აბულაშვილი 18.06.2019
"ქვეყანაში იმდენი პრობლემური საკითხია, ოკუპაცია, დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები და სხვა, ამას სჭირდება ერთსულოვნება და არა ის უცნაური საკითხები, რომელსაც უმიზნო პროცესები მოჰყვება და საზოგადოების პირველ საკითხთა რიგში დგება". აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გაესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 17.06.2019
„საფრანგეთში 200%-ითაა გაზრდილი, ასევე 50%-ზე ბევრად მეტითაა გაზრდილი პოლონეთში, შვედეთსა და იტალიაშიც საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა ნაკადი. თუმცა, თუ კიდევ უფრო დრამატული არ გახდა სიტუაცია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ ველოდები.
|
ეკატერინე ბასილაია 17.06.2019
„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გათავისუფლებაზე არაერთგზის დასმული შეკითხვის პასუხად გააკეთა, თუმცა, ამ ზოგადი პასუხის მიუხედავად, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ „ქართული ოცნების" დღემდე უცვლელ, ყველაზე რეიტინგულ და ასევე დიდი სამინისტროს მინისტრს, სერგეენკოს თანამდებობიდან უშვებენ და მამუკა ბახტაძე ამ გადაწყვეტილებას ოფიციალურად, დიდი ალბათობით, სამშაბათს ან უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოაცხადებს.
|
ია აბულაშვილი 17.06.2019
"არავინ მაგათ სახლში არ უვარდებათ, მაგრამ ზეიმი და აღლუმი ძალით თავზე მოგვახვიონ - ეს არის ხალხის აღშფოთების მიზეზი. ვასაძემაც გამწარებულმა კაცმა, რომელიც იცავს თავის ტრადიციას, თქვა, დააშავა რაიმე? ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია?"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ლევან ვასაძის მოწოდებას - არ დაუშვან "თბილისი პრაიდის" ჩატარება დედაქალაქში.
|
ია აბულაშვილი 17.06.2019
"ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ისინი გაჩერდებიან და ვეღარ შეიკრიბებიან, ესენიც არავის არაფერს დაუშავებენ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ლევან ვასაძის მოწოდებას "თბილისი პრაიდის" ჩაშლასთან დაკავშირებით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|