ტატა შოშიაშვილი 22.06.2019
რუს ტურისტებს საქართველოდან დროზე ადრე წასვლა არ უნდათ, ხოლო მათ კი, ვინც რუსეთდან საქართველოში საცხოვრებლადაა ჩამოსული, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ სისულელედ მიანჩნიათ.
|
თამარ შუკვანი 22.06.2019
„ის ნარატივი, რაც ბოლოს გარკვეულმა ძალებმა შემოგვთავაზეს - ერთმორწმუნეობის და დასავლეთის დემონიზაციის - ამას საზოგადოებაში სერიოზული საყრდენი არ აქვს და რაც მთავარია, ეს პროტესტი პოლიტიკოსების მხრიდან კი არაა ინსპირირებული, რასაც ხელისუფლება ორი დღის წინ გვეუბნებოდა, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი (ახალგაზრდების) განწყობაა," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოს გია ხუხაშვილი ბოლო ორი დღის საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 22.06.2019
„ეს არის ყველაზე დამამცირებელი, სამარცხვინო და საზიზღარი საქციელი... ადამიანი, რომელიც ვერ იაზრებს რა არის ქრისტიანობა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მამა შალვა კეკელია რუსი ეპისკოპოსის, მეუფე პიტირიმის განცხადებას, რომელმაც ქართველებს „ჭინკები" უწოდა, 20 ივნიის თბილისში გამართულ საპროტესო აქციას კი - „შაბაში".
|
ტატა შოშიაშვილი 22.06.2019
„არ ვიზიარებ კვირიკაშვილის პოზიციას. ბოლო ხნის, მისი პრემიერობის დროსაც არ ვიზიარებდი კვირიკაშვილის ბევრ რამეს. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, მე წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას" სჭირდება რეალობიდან გამომდინარე გადაწყობა. მე შევაფასე ზოგადად მოვლენები ერთი-ორი სიტყვით. შემეძლო უფრო გრძლად, მაგრამ ამ წუთში მეზარება", - ასე შეაფასა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 21 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას გადაყენებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
|
ტატა შოშიაშვილი 21.06.2019
„ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია წუთიერ მომენტზე. არ მგონია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ორი მიზეზის გამო: არც ისე დიდი სხვაობაა ვადამდელსა და დანიშნულ არჩევნებს შორის და თუკი ემოციური მხარე არ იქნება ხელისუფლებისთვის სასარგებლო და მისთვის რისკის შემცველი აღმოჩნდება, ხელისუფლება არ წავა ამაზე და ეცდება, რომ დაელოდოს 2020 წელს", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ითხოვს.
|
ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი 21.06.2019
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, რომლებიც აღჭურვილები არიან ხელკეტებითა და დამცავი ფარებით. მათ აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილით „წადი!“ შეხვდნენ. სპეცრაზმელები პარლამენტის კიბეებთან იმპროვიზებული ტრიბუნის უკან იდგნენ, თუმცა შემდეგ პარლამენტის ეზოს სიღრმეში გადაინაცვლეს.
|
ეკატერინე ბასილაია 21.06.2019
„გავრილოვის იქ ჩაჯდომა ეს იყო ძალზედ მძიმე სიმბოლო, რომელიც „ოცნებას“ დარჩება ბოლომდე. როგორც ტალეირანი იტყოდა, ეს არ იყო დანაშაული, ეს იყო შეცდომა, რაც პოლიტიკაში გაცილებით უარესია. ეს იყო ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება დაგვავიწყდეს დარბევა, ტკივილმა გადაიაროს, განრისხებამ გადაიაროს, მაგრამ პარლამენტში სავარძელში მჯდომი გავრილოვის სურათი მუდმივად იქნება „ოცნების“ სამარკო ნიშანი“, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 21.06.2019
„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ იმ მოთხოვნების შესრულება, რაც აქციის მონაწილეების მიერ ჟღერდება, ნაკლებად სავარაუდოა. ქანთარია აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა მართალია დაძაბულ სიტუაციას მთლიანად ვერ განმუხტავს, მაგრამ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებულია და მმართველმა გუნდმა მომხდარი სწორად გაანალიზა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.06.2019
„ქართული ოცნება" იძულებული გახდა საზოგადოების დიდი პროტესტისა და სამართალდამცველების მიერ დარბეული აქციის შემდეგ გაბრაზებული ხალხისთვის პატარა მსხვერპლი შეეწირა - პოლიტსაბჭოში რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ პარლამენტის სპიკერობიდან გაუშვეს ირაკლი კობახიძე, როგორც ითქვა, საკუთარი ნებით წავიდა და დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განცხადება გააკეთა ზაქრო ქუცნაშვილმა. მამუკა მდინარაძემ დაასახელა კობახიძის სავარაუდო შემცვლელიც - უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
|
რეზონანსი 21.06.2019
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ქუთაისშიც იწყება და მისი მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ განაცხადა.
|
ტატა შოშიაშვილი 21.06.2019
„სანქციები უნდა დააწესონ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა მისი მართვისთვის. არის საერთაშორისო მექანიზმი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გაიყინოს ანგარიშები, რომელიც აქვს ამა თუ იმ პირს", - ასე განმარტა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა წამოყენებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის „დასასჯელად" მისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
|
ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი 21.06.2019
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილი შეუერთდა. მიტინგზე სიტყვით გამოსვლა სცადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს და რამდენჯერმე სტვენით გააწყვეტინეს სიტყვა. მან ბოლოს დატოვა ტრიბუნა.
|
|