თამთა ჩაჩანიძე
27.06.2019

 საპარლამენტო უმრავლესობა განაწყენებულია თანაგუნდელებზე, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ესენი არიან: რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე,მარიამ ჯაში და ალექსანდრე ერქვანია.

ია აბულაშვილი
27.06.2019

 "გახარიას პარლამენტში გამოსვლამდე, შეიძლება რაღაც პროცესები მოხდეს, დაკავება ოპოზიციური ლიდერების და ამის შემდეგ, აიღოს გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა".

ელზა პაპოშვილი
27.06.2019

 უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. მუხაშავრია ფიქრობს, რომ ამით მმართველი გუნდი ყურადღების გადატანას ცდილობს და სურს, რომ გახარიადან მთელი კონცენტრაცია მელიაზე გადავიდეს, თუმცა ეს არ გამოუვათ.

ეკატერინე ბასილაია
26.06.2019

 მორიგი ანტიქართული და ამავდროულად რუსეთის მხარდამჭერი ისტერიკაა ატეხილი ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ივნისის გავრილოვის სკანდალის შემდეგ და ამჯერად სეპარატისტული ხელისუფლების საგანგებო სამიზნე ქართველი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გახდა, რომლის მიმართაც სს საქმის აღძვრას აანონსებენ, ასევე მოსკოვს მიმართავენ, რომ ქართველ პარლამენტარზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადოს.

ეკატერინე ბასილაია
26.06.2019

 „ქართული ოცნება" აბსოლუტურ კრახშია. ყველა რევოლუციის და ხელისუფლების შეცვლის წინ, მთავრობა იჭერდა ბევრ ხალხს. ახლაც ასე იქნება. მთავრობა, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით იჭერს ადამიანებს და სვამს ციხეში, ის უკვე დამთავრებული მთავრობაა,"- აცხადებს რეჟისორი გიორგი შენგელაია.

ია აბულაშვილი
26.06.2019

 "ხელისუფლებამ სწორად რომ იმოქმედოს, კრიზისის დაძლევის საშუალება არის, მაგრამ არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ მორიგი იდიოტიზმი არ გამოაცხოს, ეს მოვლენებიც ხომ ხელისუფლების მონაპოვარია" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
26.06.2019

91 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი უყარეს. 

ელზა პაპოშვილი
26.06.2019

 პეკინზე  "iPhone +"-ის მაღაზიის გაძარცვა,  დღისით, მზისით, ხალხის თვალწინ  სცადეს. შეიარაღებული თავდასხმა  იმ დროს მოხდა, როცა მაღაზიაში კლიენტები იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა   მძევლად მაღაზიის ერთი თანამშრომელი აიყვანა და მისი მოკვლით იმუქრებოდა. თვითმხილველები „რეზონანსთაან“ ყვებიან, რომ   პირი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა, ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.

ეკატერინე ბასილაია
26.06.2019

 „აქცია არ უნდა ჩატარებულიყო. არაფერი საოკუპაციო არ სჭირდა ქვეყანას. გავრილოვი ახლა ოკუპაციას ვერ მოახდენდა და არ ახდენდა. 2008 წელს არ იყო, როდესაც მიშა (სააკაშვილი) თვითონ შემოუძღვა ჯარს საქართველოში?" - აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

თამარ შუკვანი
26.06.2019

 პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა, 91 ხმა არც ერთის წინააღმდეგ. ამით მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.

თამარ შუკვანი
26.06.2019

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის სადამსჯელო აქციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია და კიდევ სამი დეპუტატი გეგმავდა. ესენია არიან მიხეილყაველაშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რომლებიც, მისი თქმით, იმ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზის მეოთხე სართულზე დაცვით იმყოფებოდნენ.

თამთა ჩაჩანიძე
26.06.2019

 უკვე მეშვიდე დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენებაზე დღემდე უპასუხოდაა, რატომ ვერ ელევა ბიძინა ივანიშვილი გახარიას და რა მნიშვნელობა აქვს მას პარტიისთვის? ჟურნალისტი და ყოფილი დეპუტატი ანა მიროტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ არ გადააყენა გახარია, რომ თვითონვე აწყობს მოზღვავებული პროტესტი, რათა საქმე მივიდეს ვადამდელ საპარლამენტი არჩევნების დანიშვნამდე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×