თამთა ჩაჩანიძე 01.07.2019
დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდით დილის 9:00 საათზე დაიწყო, გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა, ხოლო დღეს დილით გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 92% გამოცხადდა, მეორე სესიისთვის რეგისტრაცია კი 14:00 საათზე დაიწყება.
|
თამარ შუკვანი 01.07.2019
საარჩევნო ცვლილებების ,,პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას „ქართული ოცნება" დღეს ,,შერატონ მეტეხი პალასში" მართავს.
|
ეკატერინე ბასილაია 30.06.2019
რუსეთმა გარკვეულ ქართულ კომპანიებს ღვინის შეტანა უკვე აუკრძალა, ასევე საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა სულ რაღაც ერთ კვირაში შევა ძალაში, მანამდე კი, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ენგურის ხიდთან გზა ჩაკეტა, რითაც გალში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები შეუქმნა, მით უმეტეს ეს ხდება მაშინ, როცა ეროვნული გამოცდები დაიწყო და გალიდან აბიტურიენტებისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესია.
|
ელზა პაპოშვილი 30.06.2019
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძეაცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე და შემდეგ მის დაშლაზე, უფრო მეტი კითხვები და ეჭვები აქვს, ვიდრე ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან არის გაჟღერებული. ამბობს, რომ დარბევის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად გახარიას არ მიუღია და ეს კოლექტიური გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო.
|
ელზა პაპოშვილი 30.06.2019
საპროტესტო აქციების 11-ე დღე და უცვლელი მოთხოვნა, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. თუმცა ეს მოთხოვნა კვლავ დაუკმაყოფილებელი რჩება და მინისტრი თანამდებობას არ ტოვებს. უკან დახევას არც აქციის მონაწილეები აპირებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.06.2019
"ქართულმა ოცნებამ" 24 ივნისს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების უბარიერო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაანონსა. ანუ, ამ ცვლილების მიღების შემდეგ პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად ბარიერი 0.67%-ია.
|
თამარ შუკვანი 30.06.2019
კიევის სასამართლომ უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას" რადას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა. შესაბამისად, სააკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიმდინარე წლის 21 ივლისს ჩანიშნა.
|
ეკატერინე ბასილაია 30.06.2019
„თუ პრაგმატულად შევხედავთ, ხელისუფლების მხრიდან გახარიას არგაშვება სწორი გადაწყვეტილებაა. ქვეყნისთვის კი არა, ხელისუფლებისთვისაა სწორი. როგორც კი გახარიას გასწირავს, ხელისუფლება დამთავრდება. მხოლოდ ნომინალურად დარჩებიან ხელისუფლებაში... ხელისუფლება აცხადებს, რომ გახარიას არ გაუშვებენ, ხოლო უფრო მეტად რომ აგორდეს ეს საპროტესტო ტალღა, დღეს ამის რესურსი არ არის. გარანტიას გაძლევთ, მიტინგი აუცილებლად დაიღლება და წავა სახლში,"- აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ია აბულაშვილი 29.06.2019
"ეს ორი ძალა, პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთს ისე დაუპირისპირდა, ისე ზიზღით უყურებენ ერთმანეთს, რომ შეუძლებელია მათი თანამშრომლობა. არანაირი ძალაც არ არსებობს ესენი ერთმანეთს დაახლოვოს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წელი, წყალშია გადაყრილი"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.
|
თამარ შუკვანი 29.06.2019
„გახარიას საბოლოოდ გადადგომა მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით არ გადადგება. თუკი ახლა გადადგა, ჩაითვლება, რომ აქციების შედეგად მოხდა ეს და ხელისუფლებას არ სურს პოზიციის დათმობა, კობახიძე უფრო უღირდათ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას, რომელიც უკვე მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე იმართება.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.06.2019
ექვსდღიანი პაუზის შემდეგ, შს მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინაშე 27 და 28 ივნისს ორჯერ გამოჩდნა, მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების პასუხისმგებელი პირი თავადაა, თუმცა თავი აარიდა მთავარ შეკითხვას - "ვინ გასცა ბრძანება, 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაზე".
|
ია აბულაშვილი 29.06.2019
"ჯერ-ჯერობით მიტინგი არ სცილდება იმ მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს. რამდენად გაიზიარებს მიტინგი ოპოზიციის შეთავაზებას - გაიზარდოს მოთხოვნები, არ ვიცი, ვფიქრობ, უფრო არა.
|
|