ია აბულაშვილი 06.07.2019
"თუ არა იქნება ობიქტურად გამოძიებული და არ იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელსაც დაიჯერებს საზოგადოება, ან გამიოძიება გაჭიანურდება, ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის"- ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამარაძე პროკურატურის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ერთად ამბოხების მუხლით გამოძიების დაწყებას.
|
ელზა პაპოშვილი 05.07.2019
მე-4 და სამართალი - „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით უკვე მეოთხე გამოძიება დაიწყო. აქედან წინა 3 გამოძიება თაროზეა შემოდებული და როგორ დასრულდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. არცერთ საქმეზე დაკავებული ან ბრალდებული პირები არ ჩანან. 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურამ გვამცნო, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და 315-ე მუხლით დაიწყო, რაც შეთქმულებასა და ამბოხებას ნიშნავს.
|
თამარ შუკვანი 05.07.2019
„წინა შემთხვევებში გვახსოვს, არანაირი მსვლელობა საქმეებს არ მიეცა. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი საქმეს აღძრავს, ბოლომდე უნდა მიიყვანოს, დააკავოს დამნაშავეები და ბრალი წაუყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლებისთვის შეიძლება სახრჩობელა გახდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" მოვლენების შესახებ საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 05.07.2019
"ბიძინა ივანიშვილს ჩვენზე არ უზრუნია, როცა გამოაცხადა ნულოვანი ბერიერი. ბლოკების აკრძალვით კი ფიქრობს, რომ დაასუსტებს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ჩადო ნაღმები, მაგრამ ეს ის ნაღმები არ არის, რომელსაც ვერ შემოუვლი და ჩვენ მისავე ჩადებულ ნაღმებზე ავაფეთქებთ," - ასე ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავთი ბერძენიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.07.2019

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების მიზნით პარლამენტში ორი დოკუმენტია დარეგისტრირებული, რადიკალურად განსხვავებული სულისკვეთებით. ერთის ავტორი ოპოზიციაა, რომელიც არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს და იმათ დასჯას ითხოვს, ვინც "სასიკვდილო ტყვიების" სროლის ბრძანება გასცა. „ქართული ოცნება“ კი შეთქმულებაზე და კონსტიტუციური წესრიგის დამხობაზე აკეთებს აქცენტს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.07.2019
ცნობილი რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი იგივე „ლექსუსი", რომელიც ღია პრო-პუტინური პოზიციითაა ცნობილი, თბილისში იმყოფება. მან უკვე გაავრცელა რამდენიმე ფოტო და ვიდეო სოცქსელებში. ერთ-ერთ ფოტოზე ის რუსთაველზე ანტი-საოკუპაციო მიტინგის წინ პოზირებს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია RT-ის მაისურითა და კეპით.
|
თამარ შუკვანი 05.07.2019
გიგი უგულავამ, რომელმაც გამოკითხვაზე მისვლა არ ისურვა, ,,ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად, გვიან ღამით ქვეყანა დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა. უგულავა თბილისში კვირას დაბრუნდება. ამასთანავე, შსს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა გამოკითხვაზე მისვლას არცერთი არ აპირებს. მათი განცხადებით, გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.
|
ია აბულაშვილი 05.07.2019
"ასეთი განცხადებები, საქმის გადაკვალიფიცირება 90-იანი წლებიდან ხელისუფლების მხრიდან მძიმე ვითარებაში მუდმივად ხდებოდა, მაგრამ მწვავე გაგრძელება არ მოჰყოლია. ვნახოთ, ამჯერად რა გზას აირჩევენ. ჩემი აზრით, ეს უფრო ფსიქოლოგიური შეტევაა როგორც საზოგადოებაზე, ისე აქციის მონაწილეებზე, დაიჯერონ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იძიებს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას.
|
ელზა პაპოშვილი 04.07.2019

20 ივნისის მოვლენები - ოპოზიციის ლიდერები სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. შესაძლოა ნიკა მელიას შემდეგ, ბრალდებულთა სია გაიზარდოს. ამას არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს და ამბობს, რომ „შესაძლოა ბრალდებულთა რიცხვი 1-ზე მეტი იყოს“-ო.
|
ია აბულაშვილი 04.07.2019
"ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხდეს შინაგან საქმეთა სამინისტოში გამოკითხვაზე მისვლაზე. ამის გამო შსს-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა, რასაც ითხოვენ ოპოზიციის ლიდერები.
|
ელზა პაპოშვილი 04.07.2019
სახელმწიფო გადატრიალება, ქვეყანაში არეულობის გამოწვევა და ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება. პროკურატურამ 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების პირველადი შედეგები წარმოადგინა. შესაძლოა ნიკა მელიას გარდა ბრალი სხვებსაც წაუყენონ. თუმცა უწყებას ბრიფინგზე ახალი მტკიცებულებების შესახებ კონკერტულად არ უსაუბრიათ. ამიტომაც ისმება კითხვა, რამდენად რეალური მტკიცებულებები აქვს პროკურატურას იმისთვის, რომ ამ ვერსიის დამტკიცება შეძლოს. იურისტები და პოლიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ 2016 წლიდან მსგავსი მუხლებით დაწყებული გამოძიება არა ერთი ყოფილა, თუმცა ბოლომდე დასრულებეული არცერთი გვინახავს და არც ვინმე პასუხისგებაში მიცემული.
|
ია აბულაშვილი 04.07.2019
როგორც "გაერთიანებულ ოპოზიციაში" აცხადებენ, თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს გულწრფელი სურვილი 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, ოპოზიციის მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს, რადგან მათი აზრით, პროექტი, რომელიც "ოცნებამ" წარმოადგინა, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
|
|