ელზა პაპოშვილი
09.07.2019

20 ივლისის შემდეგ, თბილისში უკვე 20-ე დღეა რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება. ხოლო 8 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით და პარალელურად ოთხი აქცია და გამოსვლა გაიმართა. ორი თბილისის  ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ამ ორ მიტინგს ერთმანეთისგან პოლიციელების კორდონი და ავტობუსები ჰყოფდა.

თამთა ჩაჩანიძე
09.07.2019

 "ახლა პრინციპში მთავრობის წინააღმდეგ ყველა პროტესტანტი მხარე სწორად მოქმედებს, ყველა მოითხოვს ამ სატანების ბუდის დაშლას, ხოდა მივუშვათ, მეც მივიღებ მონაწილეობას," აცხადებს სცენარისტი და კინორეჟისორი გიორგი შენგელაია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

ელზა პაპოშვილი
09.07.2019

 პოლიტიკაში ხელისუფლების "ბრიყვული ქცევის" გამო "იძულებით შემოსული" ხაზარაძე - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ბანკირის განცხადებას, რომელიც სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დასავლური მხარდაჭერის მქონე ხაზარაძე ქვეყნის მესამე ძალა გახდეს, რომელიც ხელისუფლესბის გეგმებს დაანგრევს. ექნება თუ არა ხაზარაძეს საზოგადოები მხარდაჭერა? ექსპერტები ამბობენ, რომ მას საკმაოდ დიდი სოციალური კაპიტალი აქვს, რისი მეშვეობითაც საკმარის ელექტორატს გაიჩენს. 

თამარ შუკვანი
09.07.2019

 „მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა, თუმცა ამ სანქციების დაწესების წინააღმდეგია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

ია აბულაშვილი
09.07.2019

 თიბის ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის. მისი განცხადებით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომელის მიზანიც ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. სავარაუდოდ მისი გუნდის წევრი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმებიან მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვტილებას და მზად არიან მასთან თანამშრომლობისთვის. ექსპერტთა წრეებში კი აცხადებენ, რომ ივანიშვილს ახალი პოლიტიკური თავსატეხი გაუჩნდა, ამჯერად ფინანსურად დატვირთული ბიზნემენის სახით, რომელიც მისი პირადი მეტოქე იქნება.

თამარ შუკვანი
09.07.2019

 „თუკი მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას, მისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე იქნება, რომ მის პარტიას ბანკირების პარტია არ დაერქვას. ეს წამგებიანია. ხაზარაძე ძალიან პოპულარული ფიგურაა. ბევრი მეგობარი, მადლიერი ადამიანი და მისი საქმიანობის დამფასებელი ჰყავს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.

ია აბულაშვილი
09.07.2019

 "გაბუნიას განცხადება, წმინდა შიდაქართული მოვლენაა და რუსათვი 2-ის გადარჩენას უკავშირდება. 18 ივლისს ცნობილი გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება. თუ რუსთავი 2 დაუბრნდება თავის მფლობელს, იტყვიან, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება; თუ დარჩება, იტყვიან, რომ ვიბრძვით პუტინს და ოკუპაციის წინააღმდეგო," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარიშვილი პირადაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ტატა შოშიაშვილი
09.07.2019

 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სამხედრო მზადყოფნას აცხადებენ და რეზერვში მყოფი ჯარისკაცების გაწვევაც აქტიურად დაიწყეს, რასაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვით ხსნიან.

ტატა შოშიაშვილი
09.07.2019

 ცხინვალის ე.წ. მთავარი პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსან სერგეი ლიპინს თანამზრახველებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

თამთა ჩაჩანიძე
09.07.2019

 თი-ბი-სი ბანკის დამფუძვნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა. ამბობს, რომ მოძრაობის შექმნა გამოიწვია ბოლო დროს მიმდინარე პროცესების საგანგაშო ფორმამ.

ელზა პაპოშვილი
08.07.2019

 პოლიციის კორდონით ორად გაყოფილი აქცია რუსთაველის გამზირზე. 8 ივლისის აქციების მთავარი მოტივი იყო, ვინ დაიკავებდა და გაამაგრებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის კიბეებთან ადგილის დაკავების საშუალება აღარ მისცეს. მთელი დღის განმავლობაში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო.

თამარ შუკვანი
08.07.2019

 რუსეთმა დღის წესრიგში დააყენა საქართველოდან გარკვეული პროდუქტის ექსპორტის აკრძალვის საკითხი; რუსეთის დუმის ფრაქცია, მმართველი პარტია „ედინაია რასია" საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. საუბარია ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებაც.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×