ია აბულაშვილი
15.07.2019

 "ამხანაგმა პუტინმა თავის თავზე აიღო მისი ფალსიფიკატორი ისტორიკოსების შექმნილი ზეისტორიის წარმოჩენა, მაგრამ ამ სისულელეს მსოფლიო ცივილიზაცია არ ღებულობს. ისტორია თავისას აკეთებს, მას თავისი ბუნებრივი კანონები აქვს" - ასე ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა პუტინის ისტორიულ წიაღსვლებს აფხაზეთთან მიმართებაში.

ეკატერინე ბასილაია
15.07.2019

 აფხაზური ოპოზიციური ძალების ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს და დღემდე მკურნალობს, უარი განაცხადა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მომხრეებს თხოვნით მიმართა, სხვა კანდიდატს, პარტია "ამცახარას" თავმჯდომარე ალხას კვიცინიას დაუჭირონ მხარი.

თამარ შუკვანი
15.07.2019

 „ქვეყნის გამოწვევების წინაშე თვითონ ხელისუფლებაში არაა გარკვეული სიმყარე და მდგრადობა. როდესაც ცენტრი სუსტია, პერიფერიებზე სხვადასხვა მარგინალური ძალები თავს წამოყოფს ხოლმე.

ია აბულაშვილი
15.07.2019

 "პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გასაკვირი არ იქნება ისიც მოითხოვოს, რომ ნიკანორ მელია იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე."

თამარ შუკვანი
15.07.2019

 „მაშინ, როდესაც ევროკავშირში ხელმძღვანელობა იცვლება, სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული ღონისძიება მოგვიანებით გამართულიყო. ღონისძიების ნოემბერში ჩატარება უკეთესი იქნებოდა, რადგან აქტუალური თემების განხილვა ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელებთან მოხდებოდა. ვეროპის ახალ ხელმძღვანელობის ხედვა საქართველოს ხელისუფლებისთვის კი უცნობია" - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
15.07.2019

 „პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებიან. „რეზონანსი" "ალიანსის" პოლიტიკურ მდივანს გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება, მისი განცხადებით, ალიანსის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები რუსეთის დუმის დეპუტატებთან.

თამთა ჩაჩანიძე
15.07.2019

 „ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რა დასკვნებს გამოიტანს, ამის მიხედვით იქნება სახელმწიფოში კიდევ უფრო სიმშვიდე, ან პირიქით ისევ მოიმართება „ნაღმი", რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ ამოქმედდეს."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

თამარ შუკვანი
14.07.2019

 „ცდილობენ, რომ გახარია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ამოაგდონ და ეს ინტერესი შეიძლება, ოპოზიაციას კი არა, „ქართულ ოცნებაში" მყოფ პოლიტიკოსებს ამოძრავებდეთ, რადგან გახარია კონკურენტია.

ია აბულაშვილი
14.07.2019

 "ძალიან ბევრი ძალა გამოჩნდება, როცა დემოკრატიას თავისი კანონის განხორციელება უჭირს, მაგრამ რევოლუციებს შედეგი არასდროს არ მოაქვს. ყოველთვის ასე ხდება, როცა საზოგადოება არ ირჩევს სწორ გზას, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის".

აცხადებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

ია აბულაშვილი
13.07.2019

 "საზოგადოებაშიც და პოლიტიურ ბაზარზეც არის მოთხოვნა, რომ შეიქმნას ახალი ძალა. თუ მამუკა ხაზარაძე სწორ ნაბიჯებს გადაგამს პოლიტიკაში, მას ექნება შანსი სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მოქმედ პარტიებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში.

ტატა შოშიაშვილი
13.07.2019

  

20 ივნისის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა და მოკავშირე ქვეყნები აქტიურად ადევნებენ თვალყურს. საპროტესტო აქციის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ერთერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ქვეყანაში არსებულმა აშშ-ის საელჩომ მხოლოდ რამდენიმე განცხადება გააკეთეს, სადაც განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში არ არის დანიშნული აშშ-ის ელჩი.

ია აბულაშვილი
13.07.2019

 აფხაზეთი, რომ საქართველოა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ეპოქების წერილობითი წყაროები, გარდა რუსეთის პრეზიდენტისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა საკუთარი ისტორიული წიაღ-სვლებით სცადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×