თამარ შუკვანი 13.07.2019
„ეს უპასუხისმგებლო გამოსვლა იყო დროში და ფორმატში. ამხელა დროის გასვლის შემდეგ, გახარიას აზრად არ მოსვლია მომხდართან დაკავშირებით წუხილი გამოეხატა, ან ბოდიში მოეხადა იმათთვის, ვინც სრულიად უდანაშაულოდ აღმოჩნდა ამ დარბევის მსხვერპლი.
|
ელზა პაპოშვილი 12.07.2019

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური ძალები დიამეტრულად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მინისტრმა იმაზე ისაუბრა, რაც ყველამ ისედაც კარგად ნახა ტელევიზიით, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ რაც გახარიამ ილაპარაკა ყველაფერი ტყუილი იყო.
გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სიცრუეს უწოდებს. აცხადებს, რომ მინისტრმა "პრაქტიკულად ყველაფერი მოიტყუა".
|
ია აბულაშვილი 12.07.2019
"არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეჯერებულ ვარინტზე შეთანხმდნენ, თუცმა "ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ ეს პროექტი დამოუკიდებლად გაიტანოს," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ექსპერტთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გაადსვლის პროცესი შეიძლება ჩაიშალოს, რადგან ვერ მოხდეს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.
|
ია აბულაშვილი 12.07.2019
"ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში არის პროპორციულ საარჩევნო სისტამზე გადასვლა, რადგან ექსტრემისტული ძალები ცდილობენ, რომ პროცესი ჩაიშალოს. 27 წელია აქვთ სასათბურე პირობები, ტელევიზიები მათია, ბიზნესმენები მათ აფინანსებენ, სახელმწიფო აპარატი მათთვის აყალებებს არჩევნებს. ახლა სრულ ისტერიკაში არიან, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
|
ელზა პაპოშვილი 12.07.2019

არ აპირებს გადადგომას, რადგანაც ახლა თანამდებობიდან წასვლა ყველაზე ადვილი გამოსავალია - ესაა გიორგი გახარიას პოზიცია, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გადაცემა „რეაქციაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა. შს მინისტრმა აქციის დაშლიდან 21 დღის შემდეგ ასევე დაადასტურა, რომ ბრძანება მან პირადად გასცა და არსებობს ამის დამადასტურებელი ხელმოწერილი ბრძანება. ასევე რამდენიმე სიტყვიერი ბრძანება გაიცა, რომელსაც სხვადასხვა პირები დაადასტურებენ. გახარიამ „რეაქციაში“ ბევრი ისეთი რამ თქვა, რაზეც აქამდე არ უსაუბრია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მის საუბარში რესპრესიების მუქარა ამოიკითხეს.
|
თამარ შუკვანი 12.07.2019
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა, "ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს," დიდი ბრიტანეთის ელჩი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის ელჩი არ ადასტურებენ. ამის შესახებ „ტაბულას" საელჩოებში განუცხადეს.
|
თამარ შუკვანი 12.07.2019
დაგეგმილია დიღმის ტყის გაჩეხვა და კომერციულ ფართად გადაქცევა - ეს ინფორმაცია თავიდან სოციალური ქსელებით მოქალაქეებმა გაავრცელეს, შემდეგ კი „რეზონანსს" გარემოს დამცველმა და ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშგვილმაც დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. თუმცა თბილისის მერია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, დაგეგმილია დიღმის ტყე-პარკის განვითარება.
|
ია აბულაშვილი 12.07.2019
"ნაციონალებისა და "ოცნების" დაპირისპირებიდან "გამოთავისუფლებულ" მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. ბევრი საუბარი იყო მესამე ძალის აუცილებლობაზე, მაგრამ ასეთს ვერ შექმნი ხელოვნურად. სპორტის სასახლეში გამართული გრანდიოზული სანახაობებით მესამე ძალა ვერ იქმნება" - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში.
|
ელზა პაპოშვილი 11.07.2019

ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მიხეილ კალანდია კვლავ პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 11 ივლის მიიღო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა კალანდიაზე სს დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ანა კოტეტიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
|
ელზა პაპოშვილი 11.07.2019
ვაჟა ფშაველას სიტყვებით ქართულ ენაზე დაწყებული მიმართვა - რა გზავნილები ჩამოიტანა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში. დონალდ ტუსკი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება.
|
თამარ შუკვანი 11.07.2019
„ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი დასავლეთს; 11 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა," ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ ევროკავშირმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების განხილვა დაიწყოს.
|
ია აბულაშვილი 11.07.2019
"სოციალური და ეკონომიკური სირთულეები ისედაც მოსალოდნელი იყო სააკაშვილისა და მისი ნაცისტების ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გარეშეც. ახლა კი უფრო მძიმე იქნება; თუმცა არა მგონია, რომ ეს აისახოს სააკაშვილის, გვარმიას, გაბუნიას და სხვების შემოსავლებზე" - აცხადებს ექსპეტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|