ელზა პაპოშვილი 08.07.2019
სახიფათო "თამაშები სიტყვებით", რომლის უკან ქვეყნის უსაფრთხოება დგას - რა მოიგო გაბუნიამ პუტინის გინებით და რა შეიძლება ქვეყანამ ამით წააგოს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი საზოგადოება შოკში ჩააგდო "რუსთავი 2"-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ღია ეთერიდან აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამას კი მყისიერი რეაგირება, როგორც საზოგადოების, ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც მოჰყვა. გარდა ამისა, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც გაბუნიას განცხადებებს გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.07.2019
რუსეთმა საქართველოს მისამართით არაორაზროვანი, მოკლე და ხისტი მესიჯები გააჟღერა - „ეს საქართველოს უბედურებაა", „რაც მოხდა, ეს დიდი სირცხვილია საქართველოსთვის"... ამის მიზეზი კი გუშინ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „პს"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით გააჟღერებული შეურაცხყოფა გახდა.
|
ია აბულაშვილი 08.07.2019
"მესმის, რომ ტელევიზიის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ სახე კი არ უნდა დაკარგონ. უცბად აეშალა ნერვები გაბუნიას და წამოსცდა? ვის სჯერა ამის, ვინ კითხავს გაბუნიას?"- ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავატორო გადაცემის წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.07.2019
კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 21:00 საათიანი კურიერი "PS"-ის პირდაპირ ეთერში მისმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეურაცხმყოფელი სიტყვენით მოიხსენია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გაბუნიას გინება ისევე, როგორც სხვა მოვლენა, უნდა ახსნა იმით, თუ ვის აწყობს ეს.
|
ია აბულაშვილი 08.07.2019
"ეს იყო თავად რუსთავი 2"-ისთვის სილის გაწნა, თორემ ქართველებს არავისი არ ეშინია, უბრალოდ არსებობს ნორმები, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე "რუსთავი 2"- ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემაში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2019
„რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლაში ვინ დარჩება გამარჯვებული 2-წლიანი დავის შემდეგ, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილებას ამ დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ეცნობა იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენელს სტრასბურგში. ეს საქმეებია: კორტების სპეცოპერაციის საქმე, 2008 წელს პოლიციის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობა და „რუსთავი2" საქმე.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.07.2019
სამოქალაქო პროტესტი უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება, თუმცა, მმართველ გუნდი ხალხის მთავარი მოთხოვნის (შსს მინისტრის გადადგომა) დაკმაყოფილებას არ აპირებს, აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და საპროტესტო მსვლელობები უკვე რეგიონებშიც იმართება.
|
ელზა პაპოშვილი 07.07.2019
„კიდევ ათეულობით ადამიანის დაკავება იგეგმება, რაც ხელისუფლებისთვის უფრო წამგებიანი იქნება", - აცხადებენ „რეზონანსთან" უფლებადამცველები, რომელთაც ინფორმაცია აქვთ, რომ 20-21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი აქციის მონაწილის დაპატიმრებას უნდა ველოდოთ.
|
ია აბულაშვილი 06.07.2019
"მე მგონი რომ ვერაფერს ვერ მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ თავს მოიჭრიან მთელს მსოფლიოში".
|
თამარ შუკვანი 06.07.2019
„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაბლოკვის გარდა, რუსეთს შეუძლია მთლიანად სავაჭრო ემბარგოს შემოღება. ასევე, შესაძლოა მოახდინოს საზღვრის ჩაკეტვა, სავიზო რეჟიმის გამკაცრება და რუსეთიდან ფულად გადმორიცხვების შეზღუდვა.
|
ია აბულაშვილი 06.07.2019
მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ ფაზაში შედის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარკება ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს შორის; ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, არ გამორიცხავს, რომ, ვიდრე ცვლილება კონსტიტუციაში არ შესულა და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა მიღწეული, რჩება საფრთხე პარტიებმა შეთახმებას ვერ მიაღწიონ და პროცესი ჩაიშალოს. მომავალი არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდეს, ან სულაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
|
თამარ შუკვანი 06.07.2019
„ნატო ხშირად, ქმნის სამხედრო-საზღვაო დაჯგუფებებს, კოალიციურ ძალებს, სადაც შედის ნატოს ყველა სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი ან ძალების შენაერთები.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|