ია აბულაშვილი
02.07.2019

 "გაერთიანებული ოპოზიცია", რომელიც არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროპორციულ საარჩევნო სისტამაზე გადასვლის პროცესში, აცხადებს, რომ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც "ქოცების" უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს პარლამენტში და ეს თავყრილობაც საკუთარი "ოცნების" ახდენის მექანიზმად ჩათვალეს. ამ მოსაზრებას კატეგიორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივა მიიღო. მათი აზრით, პროპორიცული არჩევნები არის პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მონაპოვარი და ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

თამარ შუკვანი
02.07.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია; მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოუწევს. მელია აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა მანამდე შინ ჯდომას არ აპირებს. ამბობს, რომ პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუზღუდა, ამიტომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს.

ტატა შოშიაშვილი
02.07.2019

 ტურისტების ნაკადის შეზღუდვის შემდეგ მოსკოვი კიდევ ერთ სანქციაზე ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სერიოზულად განიხილავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თემას, ახლა კი ეს საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ია აბულაშვილი
02.07.2019

 "ივანიშვილმა მოინდომა "გაერთიანებული ოპოზიციის" დაშლა. მეტი კონკურენტი მას არ ჰყავს, ვინ იყო მისი კონკურნეტი, ბოკერია, რომლის ლაპარაკი დღეს გახარიას ლაპარაკისგან არაფრით განსხვავდება? კიდევ კარგად გაუძლია "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა," - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელსაც "რეზონანსი" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის პრეზენტაციას.

ეკატერინე ბასილაია
01.07.2019

 კრემლიდან და რუსული სახელისუფლებო მედიიდან არ წყდება პროპაგანდისტული ისტერია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა საფრთხის შემცველია და რომ საქართველოში არიან „ექსტრემისტული ჯგუფები", რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს აღვივებენ.

ია აბულაშვილი
01.07.2019

 "2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანაში შეიქმნება მარვალპარტიული სისტემა და მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ 7-10 პარტია მაინც შევა" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანის" 20 ივნისის მოვლენებზე და მის შედეგებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
01.07.2019

 მეთორმეტე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის პარალელურად  ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით 35 სტუდენტმა მიმართა, სადაც 2020 წელს პარლამენტის პროპორციული წესით არჩევასა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას უწონებენ. 

ელზა პაპოშვილი
01.07.2019

 პროპორციული საარჩევნო სისტემა და ნულოვანი ბარიერი - "გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი  შედეგი,  "ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილვის თემა იქნება პარტიების დაფინანსებასთან ერთად უფასო საეთერო დრო და თავისუფალი მანდატების გადანაწილება. 

თამარ შუკვანი
01.07.2019

 „ამას ჰქონდა წინაპირობა. მწერალთა სახლი გაუქმდა და მის ნაცვლად ახალი ლიტერუტურული ფონდი შეიქმნა, რაც ძალიან უსამართლოდ მოხდა და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, გამომცემელიც და მწერალიც, ამის გამო შფოთავს. მწერლებთან და გამომცემლებთან, ვინც ეს სტრუქტურები შექმნეს და წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანეს, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, პირიქით, იყო ხაზგასმული იგნორირება და აგრესიაც კი," - აცხადებს „რეზონანსთან" მწერალი ლაშა ბუღაძე „მწერალთა სახლის" გაუქმების შესახებ საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
01.07.2019

 სოხუმის რეჟიმი ქართველი მოსწავლეების შევიწროებასა და ერთგვარ „დასჯას" აგრძელებს. გალის სკოლების დაბალ კლასებში ქართულად სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ვერ ახერხებენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ენგურის ხიდზე მიმოსვლა ჩაკეტა.

ია აბულაშვილი
01.07.2019

 "პარტია "თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ეს იყო ჩვენი დიდი ხნის ბრძოლის შედეგი და ეს მიღწეულია" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
01.07.2019

 „პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, ირაკლი კობახიძე ისე უძღვება, თითქოს არსადაც არ გადამდგარა და ისევ პარლამენტის თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, რომ კობახიძე „ქარული ოცნების" აღმასრულებელი მდივანია და შეხვედრაზე ამ ამპლუაში იმყოფება. შესაბამისად, იკვეთება, თითქოს ის ისევ პოლიტიკურ "მეინსტრიმში" რჩება და პარტიული ბოსის ამპლუას ირგებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×