ტატა შოშიაშვილი 29.06.2019
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რომელთა შორის 6 ქართველიც აღმოჩნდა.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2019

ის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს შესაძლოა, გუნდიდან გარიცხონ - ურჩი დეპუტატების ბედი უმრავლესობის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც ივანიშვილის თაოსნობით ჩატარდა. თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ. სწორედ ეს დეპუტატები შეიძლება მმართველი გუნდიდან გარიცხონ.
|
ელზა პაპოშვილი 28.06.2019
ერთკვირიანი საპროტესტო აქციების პარალელურად და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ფონზე, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად ახლოს არის ეს გადაწყვეტილება და აწყობს თუ არა ივანიშვილს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ ამბობენ,რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს ასეთ ძლიერი პოლიტიკური რყევების პირობებში, უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მიყვანა გაუჭირდება.
|
თამარ შუკვანი 28.06.2019
„გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ," - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში მოგზაურობას გეგმავს.
|
ია აბულაშვილი 28.06.2019
"მოვლენები კონტროლირებადია. თუ ხელისულება კიდევ დიდ შეცდომას არ დაშვებს, არა მგონია, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს; თუცმა ეს გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვდგევართ და მომავალ წელს მძიმე არჩევნები გვექნება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება.
|
ია აბულაშვილი 28.06.2019
"კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რადგან ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ბევრი დეტალია გასავლელი და დასაზუსტებელი თუ გვინდა, რომ მომავალ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები ვიხილოთ" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 28.06.2019
დღეს პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომელიც სავარაუდოდ 17:00 საათზე დაიწყება. რომან კაკულია, მარიამ ჯაში, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე, - იმ „ურჩი" დეპუტატების სია, რომლებმაც 26 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, - 91 ხმა 0-ის წინააღმდეგ. ამ ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, რასაც უმრავლესობაში არაერთგვაროვანი შეფასებებო მოყვა.
|
თამარ შუკვანი 28.06.2019
საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო მოქმედებით ეხმაურება. ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოქალაქეებს აღარ ატარებენ. ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მოწვევის მქონე პირებს აქვთ, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.
|
ეკატერინე ბასილაია 27.06.2019
რა ელის „ქართული ოცნების" იმ 4 დეპუტატს, ვინც 91 თანაგუნდელის წინააღმდეგ წავიდა და ოთხშაბათს მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, მიიღებენ თუ არა ისინი მკაცრ გაფრთხილება-საყვედურს პარტიის ლიდერებისგან? პარტიის შეკრებაზე „ურჩ" დეპუტატებს რას ეტყვიან, ეს უცნობია, თუმცა, საჯაროდ რიგი თანაგუნდელებისგან საყვედურები უკვე მიიღეს.
|
ეკატერინე ბასილაია 27.06.2019
რაც აქციის ღამეს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა; სანამ არ დასრულდება გამოძიება, მე ვიქნები ამ (მინისტრის) სავარძელში; პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა; თუ მე გავხდი სისხლიანი ჯალათი ხალხის თვალში, ამ ტვირთს როგორმე ვატარებ; დაშლის ბრძანებაზე დიახ, მე მაქვს ხელი მოწერილი... - ეს განცხადებები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კონფერენციაზე განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 27.06.2019
"მელიას დაკავება ან გამოშვება საპროტეტსო მუხტს ვერ ჩააქრობს, საპროტეტსო მუხტს ჩააქრობს გახარიას გადადგომა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც იმ ღამეს დანაშაული ჩაიდინა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
|
ელზა პაპოშვილი 27.06.2019
ნიკა მელია თავისუფალია - სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მელიამ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|