ეკატერინე ბასილაია 23.06.2019
20 ივნისიდან თბილისში დაწყებული ანტირუსული აქციების გამო რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა დროებით ეკრძალებათ, იკრძალება როგორც რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ასევე გადაზიდვებიც. ამასთან, ტუროპერატორებსა და სააგენტოებს ეძლევათ რეკომენდაცია, აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. პუტინმა ხელისუფლებას ასევე დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
|
ია აბულაშვილი 23.06.2019
„რუსეთმა საქართველოს ემბარგო 2006 წელსაც დაუწესა, მაგრამ ქვეყანა ამით არ დაზარალებულა, პირიქით, ეკონომიურად უფრო განვითარდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება, გამოჩნდება ალტერნატიული გზები და უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება იმ ბიზნესს, რომელსაც ტურისტული ბიზნესი ჰქვია“, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბრძანებას, აიკრძალოს ავიარესიები საქართველოში, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მურმან დაუმბაძე.
|
ია აბულაშვილი 23.06.2019
„მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, ღონისძიების ორგანიზატორებიდან ან „ოცნების“ ლიდერებიდან ვინმეს პროტესტი ოპოზიციაზე უფრო ადრე რომ გამოეთქვათ, როდესაც გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს“, - ასე ეხმიანება „ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე თბილისში 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებს. შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად კი, მისი ვზრით, „შევარდნაძის მეთოდი“ გაამართლებდა - როდესაც იგი ხალხში გადიოდა და ხალხიც უსმენდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.06.2019
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თბილისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იგი წერს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ირიბი მუქარით გვახსენებს, რომ „გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია". სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კადიროვი პრეზიდენტ პუტინის რუპორია და აღნიშნული განცხადება საქართველოს მიმართ პირდაპირი მუქარაა.
|
ია აბულაშვილი 23.06.2019
„კვირიკაშვილი ხდავს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით „ოცნების“ პოზიციები შესუსტა და ვიღაცის გასაგონად აკეთებს განცხადებებს, რომ „მეც მაქვს ჩემი ადგილი“. ასე წავიკითხე მისი განცხადებები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს, სადაც მან შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
|
ეკატერინე ბასილაია 23.06.2019
რას წარმოადგენს მართლმადიდებელი პარლამენტარების ასამბლეა, რომლის მორიგი სესიაც 20 ივნისს დიდი ხმაურით და სკანდალით ჩაიშალა საქართველოს პარლამენტში და რომლის შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები თუ ბრალდებები არ ცხრება თავად ასამბლეის ქართველ წევრებსა და რუს წევრებს შორის? უფრო მეტიც, ახლა რუსეთიდან გაისმა განცხადებაც, რომ შესაძლო საქართველოს ეს ასამბლეა დაატოვებინონ ჩაშლილი სესიის გამო.
|
ეკატერინე ბასილაია 23.06.2019
„ქართული ოცნების“ დეპუტატი და მართლმადიდებელი პარლამენტარების ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ეს იყო რუსული დელეგაციის ერთგვარი დემარში და პასუხი ქართული დელეგაციის მკვეთრ განცხადებაზე.
|
ია აბულაშვილი 23.06.2019
„რა თქმა უნდა, დაზარალდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიები, მაგრამ ეს იქნა ნაწილოვბრივი ზარალი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება“, - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.06.2019
„მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მიზნის მისაღწევად. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაც ამ პოცესში", - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
|
ელზა პაპოშვილი 23.06.2019
20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული ადამიანების რიცხვი 305-მდეა და აქედან 72-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ყველა დაკავებულის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. მათი თქმით, სანამ ისინი საქმეში ჩაერთვებოდნენ, მანამდე მოსამართლეები კანონის დარღვევით და ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, მათ წინასწარ პატიმრობას უსჯიდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 22.06.2019
„თბილისი პრაიდი“ დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „თბილისი პრაიდის“ გადადების მიზეზი რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები გახდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მარში, რომლის დრო და მარშრუტი მედიისთვისაც კი გასაიდუმლოებული იქნება, შესაძლოა საერთოდ შსს-სთან შეთანხმების გარეშე ჩაატარონ.
|
თამარ შუკვანი 22.06.2019
„ეს რაღაც არაადეკვატური განცხადება გაუკეთებია, რაც ჭკუასთან ახლოს ვერ არის. რა თქმა უნდა, არასწორი განცხადებაა, მაგრამ მაინც რობერტ სტურუაა და ნუ გადაუვლიან თავზე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურიას მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტს, სადაც იგი თბილისში, 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|