თამარ შუკვანი
21.06.2019

 „ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, ეს არის გამოსავალი, რაც, სამწუხაროდ, გუშინ ვერ დავინახეთ. რა მნიშვნელობა აქვს პროვოკატორს დააბრალებენ თუ დესტრუქციულ ძალებს, გუშინ ჩვენი მოსახლეობა იმ მიდგომას ნამდვილად არ იმსახურებდა, რაც ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა. მითუმეტეს იმ განცხადებების შემდეგ, რომელსაც აკეთებდნენ, რომ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მათი მეთოდი არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
20.06.2019

 პარლამენტის შენობაში შეღწევის რამდენიმე მცდელობა, დაპირისპირება სამარლადამცეველებთან, ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე დაშავებული. პლუს, განცხადებები ორივე მხრიდან: „ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები იმაზე, რომ რაც პარლამენტის წინ ხდება, ეს არის ანტიკონსტიტუციური და შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ოპოზიციიის განცხადებები, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატების პარლამენტში მიმყვანი ხელისუფლება უნდა წავიდეს და სანამ გახარია, კობახიძე და გომელაური არ გადადგებიან, პროტესტი არ შეწყდება.

Resonance
20.06.2019

 როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.

ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ისევ ჩემი გონიერი და ჭკვიანი ერის იმედი მაქვს, რომ სიტუაცია არ დაიძაბება და შანსს არ მივცემთ ჩასაფრებულ მტერს"- ასე ეხმიანება მომღერალი ირმა სოხაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა.

ეკატერინე ბასილაია
20.06.2019

 „რომელი პროტოკოლის უფროსი გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარის პირდაპირი სანქციის გარეშე მის სავარძელში ნებისმიერი ადამიანის ჩასმას, ეს ხომ ზღაპარია?! მინიმუმ სანქცია გაცემული იყო კობახიძის მიერ... ქუცნაშვილი საერთოდ ვის არის, ვის დაკარგვია?! ქუცნაშვილი ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას...

თამარ შუკვანი
20.06.2019

 „გავრილოვი რუსეთის სამხედროების კლანის დაჯგუფების წევრია და რაც ყველაზე საინტერესოა, საჰაერო ძალების უშუალო ინტერესების დამცველი. ასე რომ, „მი-24"-ის გამოჩენაც შესაძლოა სწორედ ამასთან იყოს კავშირში," - ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას 20 ივნისს რუსეთის მიერ საჰაერო საზღვრის დარღვევას ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს უკავშირებს.

ელზა პაპოშვილი
20.06.2019

 დაძაბულობა, სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და ბლოკირებული პარლამენტის შენობა -საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ვიცოდი, რომ პარლამენტში უნა გამართულიყო დებატები, მაგრამ არ ვიცოდი, რომ სხდომა რუს დეპუტატს, გავრილოვს უნდა წაეყვანა, როდესაც გავიგე - დარბაზში პროტესტის ნიშნად აღარ შევედი.

ია აბულაშვილი
20.06.2019

 "ქართველთა მოძულე გავრილოვი რომ საქართველოს პარლამენტში ტრიბუნას იკავებს ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და ვინც ეს დაუშვა მკაცრად უნდა დაისაჯოს"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

თამარ შუკვანი
20.06.2019

 საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. სესიას რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი გაუძღვა, რომელმაც დელეგატებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, - როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადეობის დიდი ნაწილი აღაშფოთა.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2019

 „თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშთან" დაკავშირებით იურისტი კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ სკითხთან დაკავშირებით სამართალდმცავი ორგანოები სათანადოდ არ იყვნენ მობილიზებულები, რომ ადამიანებს თავისი კონსტიტუციური უფლება დეცვათ.

თამთა ჩაჩანიძე
20.06.2019

 თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" წევრი და უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს,რომ თუ ვინმე ტურისტად ჩამოვა, ხელი არ უნდა შეეშალოს, მაგრამ თუ პიროვნება დესტაბილიზაციისთვის ჩამოდვიდა ეს უკვე ცალკე უწყებების საქმეა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×