ელზა პაპოშვილი
17.06.2019

 სახალხო ლეგიონი, კომბლების რევოლუცია, ქამრებით ხელების შეკვრა და სრული დაუმორჩილებლობა - ლევან ვასაძე ხალხს ეროვნული ინტერესების დაცვის სახელით არეულობისკენ მოუწოდებს. ამის საპასუხოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ია აბულაშვილი
17.06.2019

 "მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა დამთავრდა და მთავრობის ფორმირება ახლა იწყება - როგორც კი შედგება და აუცილებლად შედგება კონტაქტი თანამშრომლობის შესახებ, პროცესში ჩავერთვები. ეს არ იქნება ოფიციალური თანამდებობა, მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ"- აცხადებს სააკაშვილის გუნდის წევრი ხატია დეკანოიძე მოლდოვის ახალ მთავრობასთან მის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
17.06.2019

 აშშ-საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა ნატოს გაფართოებაზე საურისას განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ნამდვილად მზადაა ალიანსში გაწევრიანებისთვის.

ელზა პაპოშვილი
16.06.2019

 თბილისში ანტიჰომოფობიური კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 17 ივნისს შეხვედრას გეგმავენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდება კონკრეტულად იმ გეგმის განხილვა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უწყებას შესთავაზეს და რომლის მიხედვითაც პრაიდის მიმდინარეობისას მათი უსაფრთხოების დაცვა უნდა მოხდეს.

ია აბულაშვილი
16.06.2019

 „ჯერ თავად ლევან ვასაძემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პოლიტიკაში მოსვლა და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი მის შანსზე ქართულ პოლიტიკაში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ლევან ვასაძის მოსვლას პოლიტიკაში და ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2019

 ბრაზილიაში სავაჭრო პალატების XI საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი თამილა მირცხულავაც იყო ჩასული. იგი რიო დე ჟანეიროს მერს მარსელო კრიველას შხვდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, აფხაზეთის ისტორიაზე ესაუბრა და კრიველლა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მიიწვია.

ია აბულაშვილი
16.06.2019

 „საკითხი, რომელიც დღეს დაპირისპირების საგანია, განხილული უნდა იყოს როგორც სამართლებრივ, მორალურ, რელიგიური, ასევე საგარეო ჭრილში. ამიტომ ხელისუფლებამ, აქციის და კონტრაქციის მონაწილეებმა თავისი უფლებები ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაიცვან", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციასა და კონტრაქციას და 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმი „თბილისი პრაიდს“.

თამთა ჩაჩანიძე
16.06.2019

 „კონკრეტული კვალიფიკაციის მიცემა გამიჭირდება, მაგრამ მის გამონათქვამებში არის მუქარის და ძალადობის მუქარის ნიშნები და შესაბამისად, ამ ამბავით, ჩემის აზრით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი კახა კოჟორიძე ლევან ვასაძის მიერ ლგბტ აქტივისტებისა და „თბილისი პრაიდის" მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

თამარ შუკვანი
15.06.2019

 „არსებითად სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტურია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება გარკვეულ სტანდარტებს. მთავრობამ არ უნდა გაითვალისწინოს ეკლესიის პოზიცია. გარკვეულწილად, მთავრობა უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციისთან განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება, რომ მთავრობამ „თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩატარება არ დაუშვას.

ტატა შოშიაშვილი
15.06.2019

 „ჩემთვის ეს არ იქნება მისაღები და შევეწინააღმდეგები. რა თქმა უნდა, არა ფიზიკურად და ცემა-ტყეპით, არამედ იმავე აგიტაცია-პროპაგანდით...ვიტყვი, რომ ეს არის გარყვნილებადა. ალბათ, ასევე თვლის ეკლესია, რომ ეს არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის ძალიან მძიმე, არასწორი აგიტაცია და ამიტომ ეუბნება (ხელისუფლებას), რომ ნუ მისცემთ („თბილისი პრაიდს" მსვლელობის ჩატარების) უფლებას", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რევაზ ახვლედიანმა გუშინ, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებული მოვლენები.

თამარ შუკვანი
15.06.2019

 „მედიასთან ორშაბათამდე არ ვთანამშრომლობთ. დასვენება და ძალების აღდგენა გვჭირდება. ორშაბათიდან განვაახლებთ კონსულტაციებს. გუშინდელი ამბების შემდეგ ახლა არაფერი ხდება," - აცხადებს „რეზონანსთან" „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი სამომავლო გეგმებისა და 18-23 ივნისის ღონისძიებების შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
15.06.2019

 „ლევან ვასაძეზე ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუს ლიდერებთან. იგი აქამდე მეტ-ნაკლებად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ახლა აშკარად ჩანს, რომ აქტიურად ცდილობს საზოგადოებაში გამოვიდეს და თავის გარშემო გარკვეული ხალხი შემოიკრიბოს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ დამფუძვნებელი კორნელი კაკაჩია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ჩართულობას „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციებში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×