ია აბულაშვილი
10.06.2019

 ხმები იმის თაობაზე, რომ ბათუმის შემდეგ, ხმაურიანი დაჭერების სერია გაგრძელდებოდა და რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის გახმაურების შემდეგ უფრო გაქტიურდა. ამას „რეზონანსთან“ საუბარში არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გამორიცხავს.

ია აბულაშვილი
10.06.2019

 „ბიძინა ივანიშივლი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, პირიქით, „ოცნებაში“ ისეთი მონოლითი იკვრება, რომ ამ ურთულესი პერიოდის გავლის შემდეგ, მასთან ერთად უფრო ძლიერი პოზიციებით მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - ასე ეხმაურება მთაწმინდის მაჟორიტატრი დეპუტატი ლადო კახაძე „ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესს.

თამარ შუკვანი
10.06.2019

 „რა მნიშვნელობა აქვს კერძო ტელევიზიაა თუ არა, რა უფლება აქვს? გვარამიას ასე მოქცევის უფლებას ქვეყენა რომ აძლევს, ჩემთვის ეს უფროა ტრაგედია, თორემ გვარამია ვინ არის და რას წარმოადგენს, კარგად ვიცი," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლას.

თამარ შუკვანი
10.06.2019

 „ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს ის, რაც მოხდა. შანსები იმ შემთხვევაში ექნებათ თუ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწევენ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.

ელზა პაპოშვილი
09.06.2019

 შეძლებს თუ არა „ოცნება“ ივანიშვილის გარეშე არსებობას და აპირებს თუ არა თავად ივანიშვილი ისეთი ახალი ლიდერის პოვნას, რომელიც მის ჩანაცვლებას შეძლებს? ივანიშვილს ამის მცდელობა ორჯერ უკვე ჰქონდა, როდესაც პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყანამ მის არყოფნაში ორი სხვადასხვა პრემიერი გამოიცვალა. თუმცა ბოლოს სიტუაცია იმდენად აირია, რომ მას უკან ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. 

ია აბულაშვილი
09.06.2019

 „ვაშინგტონში ძირითადი განხილვის თემა იქნება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის საკითხი“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მამუკა ბახტაძის ვიზიტს აშშ-ში.

ტატა შოშიაშვილი
09.06.2019

 სომეხმა მესაზღვრეებმა „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" („ო-დე-კა-ბე") ყოფილი გენერალური მდივანი და 2018 წელს სომხეთში საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის მცდელობაში ბრალდებული იური ხაჩაუროვი 8 ივნისს საქართველოში, მის მშობლიურ თეთრწყაროში, პირადი საქმების მოსაგვარებლად არ გაუშვეს და უკან დაბრუნება აიძულეს.

ია აბულაშვილი
09.06.2019

 „ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესი, ჩემი აზრით, უკავშირდება სტრატეგიას, რომ 2020 წლისთვის შეიქმნას ისეთი პარტია, რომელიც ივანიშვილის გარეშე შეძლებს არსებობას და ივანიშვილსაც ექნება საშუალება მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან, რადგან პოლიტიკა არ არის მისთვის კომფორტული სფერო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმიდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ახალი ათონის მონასტრის ირგვლივ სიტუაცია ძალიან უცნაურად ვითარდება. წლების წინ ორ ბანაკად დაყოფილი და დიდ განხეთქილებაში მყოფი აფხაზური სასულიერო პირთა ორი დაჯგუფება, დოროთე დბარისა და ბესარიონ აპლიას ხელმძღვანელობით, შერიგებას და ახალი ათონის მონასტრის გაყოფაზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა შერიგდნენ თუ არა, ამაზე საბოლოო სიტყვას და თანხმობას რუსეთის პატრიარქისგან ელიან.

ეკატერინე ბასილაია
09.06.2019

 „ხელისუფლება ეცდება სწორედ პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, ივლის-აგვისტოში აირჩიოს ოდიოზური მოსამართლეები უზენაესში, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი ამბავი „ქართული ოცნებისთვის“... „ოცნება“ უნდა გადაყვეს თამარ ალანიას უზენაესში გაყვანას. უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, იმიტომ, რომ, თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ეს ნიშნავს ხაზი გადაუსვა 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარს,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ  მოსამართლეების თემის გამო წამოსული ლევან გოგიჩაიშვილი. 

ტატა შოშიაშვილი
09.06.2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხ ნოვიხ სილ" („ახალი ძალების მოძრაობა") 21 ივლისს დანიშნული უკრაინის რადას არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აპირებს უკრაინის ძველ პოლიტიკოსებთან კომპრომისზე წასვლას და არც მათთან გაერთიანებას, რადგან ქვეყანას ახალი მამოძრავებელი ძალა სჭირდება.

თამარ შუკვანი
08.06.2019

 „მოსამართლე ალანიასთან დაკავშირებით დღეს ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს შევიკავებ; იმედი მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებისას ობიექტური იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსში მოსამართლე თამარ ალანიას მონაწილეობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×