ია აბულაშვილი
27.05.2019

 "არ გამიკვირდება, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას თუ დაუბრუნებს და მაღალ თანამდებობასაც შესთავაზებს, რადგან ვინც რა უნდა ის თქვას, სააკაშვილი ძალიან ძლიერი და ატომური ენერგიის მატარებელი პოლიტიკოსია"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პეტრო პორშენკოს უკანონო ბრძანების გაუქმება სურს.

ეკატერინე ბასილაია
26.05.2019

 ქვეყანა უპრეცენდენტოდ მასშტაბურმა და თვითორგანიზებულმა სოციალურმა გაფიცვამ მოიცვა. ჭიათურაში 10 დღეზე მეტია 3 000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია პარტიებისა და პროფკავშირების ჩართულობის გარეშე და ამ პროტესტს მთელი ადგილობრივი მოსახლეობა უჭერს მხარს. შაბათს სოლიდარობის ნიშნად ჭიათურაში 50-მდე ტყიბულელი მეშახტეც ჩავიდა. მოლოდინია, რომ ზესტაფონის „ფეროს" მუშებიც შეუერთდებიან პროტესტს.

ელზა პაპოშვილი
26.05.2019

 დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსშიც აღნიშნა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა 26 მაისი ჩიჩხიტურში იზეიმეს. მათ ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი შეასრულეს.

ელზა პაპოშვილი
26.05.2019

 არის თუ არა სამართლიანი სასამართლოს იდეა ის გასაღები, რომელიც ქართველი ამომრჩევლის გულის კარს გააღებს,  მალე გამოჩნდება. პოლიტიკურად კარის გაჯახუნება გახდება თუ არა ბესელიასთავის და მისი თანამოაზრეებისთვის 2020 წლის პარლამენტში შესვლის საშუალება, ესეც ალბათ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა რეალურად ის პარტიას შექმნის. 

ია აბულაშვილი
26.05.2019

 „მხოლოდ ეჭვი, რომ მოსამართლე მოიქცა ასე უწესოდ იმიტომ, რომ ის საქართველოს სახელით არჩეული მოსამართლეა, ეს საკმარისი არ არის“, - ასე აფასებს იურისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ საუბრისას „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელით არჩეული მოსამართლის, გია ჭანტურიას აცილების მოთხოვნას.

თამარ შუკვანი
26.05.2019

 „ეს წარმოუდგენელი რამ არის... საერთოდ, მსგავსი აქტი ყველანაირი ნორმებიდან ამოვარდნილია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე როსტოვიდან ჩასული ანსამბლის მიერ მსვლელობის მოწყობას.

ეკატერინე ბასილაია
26.05.2019

 „ჭიათურაში კლასიკური გადაგდების ისტორია გათამაშდა. ჩვენ ვნახეთ იქ ჩასული „ოცნების“ ლიდერები, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ მეშახტეების მოთხოვნებს უჭერდნენ მხარს, ნიანგის ცრემლები დაღვარეს, რითაც ჭიათურელებში შექმნეს განცდა, რომ მათი პრობლემები გადაწყდებოდა, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა და მათი პრობლემები არ გადაწყდა. ანუ, ხელისუფლებას ჰქონდა ამოცანა, არჩევნები მოეგო, ამიტომ ნიანგის ცრემლები დაღვარა, ადამიანები გამოიყენა და შემდეგ კლასიკური გადაგდება მოხდა, რაც არაერთხელ გვინახავს,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

ტატა შოშიაშვილი
25.05.2019

 „ტექნიკა გაყვანილია და არ მუშაობს. შეჩერებულია ყველაფერი", - განაცხადა „რეზონანსთან" სატელეფონო საუბრისას საპარტიარქოს პრესცენტრის ხელმძრვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც ამჟამად დავით გარეჯში იმყოფება.

ია აბულაშვილი
25.05.2019

 „ჩვენ სოლიდარულები ვართ აქციის მონაწილეების მიმართ და ვთლით, რომ მათი მოთხოვნები არის სამართლიანი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე  მიავლინა მედიატორი და რამდენადაც ვიცი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი აპირებს გაიმართოს მოსმენა „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართელობის წარმომადგენლებთან“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომერე აკაკი ზოიძე ჭაითურაში გამართულ საპროტეტსო აქციას, რომელმაც უკვე მთელი ქალაქი მოიცვა.

ტატა შოშიაშვილი
25.05.2019

 „სააკაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც უკრაინაში მოქალაქეობის აღდგენას დასჯერდება და უარს იტყვის ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე. მას სჭირდება თავისი ხელისუფლება. შანსი იმისა, რომ ის გახდეს პრემიერი, მხოლოდ საქართველოშია", - ასე აფასებს პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სავარაუდო დაბრუნებას.

თამარ შუკვანი
25.05.2019

 „გამორიცხულია ეს! რეალურად, ჩვენი მხარის პოზიცია არის ის, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო და არის საქართველოს კულტური, ისტორიის მიწის ნაწილი," - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ფარული შეთანხმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, „ამ თემაზე სამთავრობო დელეგაცია მუშაობს" და სხვა ინფორმაცია არ აქვს.

ეკატერინე ბასილაია
24.05.2019

 საპატრიარქოს პრესცენტრის ხემძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დიდი პრობლემაა, როცა აზერბაიჯანი საქართველოსთან შეუთანხმებლად გზის მშენებლობას იწყებს დავით გარეჯის იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაუზუსტებელია და საქართველოს ეკლესია არ შეეგუება ამ ტერიტორიის დათმობას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×