თამარ შუკვანი 14.05.2019
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებასთან დაკავშირებით თუ გვქონდა რაიმე კონკრეტული წინადადებები, კარგი იქნებოდა ტრიბუნიდან მაშინ გაჟღერებულიყო, როდესაც ჩვენ მას არაერთხელ მოვუსმინეთ, როგორც ეკონომიკის მინისტრს - ამ რანგში არაერთი მოსმენა იყო,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ხვალინდელ მისვლასთან დაკავშირებით.
| | |
ელზა პაპოშვილი 13.05.2019
ახალ პოლიტიკური სახეების კასტინგი მმართველ გუნდში - ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს. კასტინგი, ჯერჯერობით, განსაკუთრებული შედეგების გარეშე გრძელდება, თუმცა ახალი სახეების მოძიებას მაია მიმინოშვილი კურირებს.
|
ელზა პაპოშვილი 13.05.2019
სად არის ზაზა სარალიძე და რატომ აღარ იმყოფება ის რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება მედიაში და საზოგადოებაში მოსაზრება და ეჭვები, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შორის გარკვეული დაპირსპირებაა. რა ხდება რეალურად და რატომ აიღო გარკვეული ტაიმ-აუტი სარალიძემ აქციებთან დაკავშირებით. ამ კითხვებით „რეზონანსმა“ მის ადვოკატს მიმართა.
|
ია აბულაშვილი 13.05.2019
"ხელისუფლება შუალედურ არჩევნებს თუ წააგებს, მისი შეცვლა მხოლოდ ტექნიკური საკითხი იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.05.2019
"ქართული ოცნებისთვის" შუალედური არჩევნები ყველაზე რთულად ზუგდიდსა და მარნეულში ჩაივლის, ამბობს "რეზონასთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
|
ია აბულაშვილი 13.05.2019
"საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის, ვის ენდობა ბიძინა ივანიშვილი ახალი სიის შედგენას, რადგან ყველაფერი ისევ ისე ხდება, როგორც 2012-ში, მაშინაც მახინჯი იყო სიის შედგენის წესი და როგორც ჩანს "ოცნება, არ არის ის ძალა, რომელიც რაიმეს სწავლობს პოლიტიკაში" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე "ოცნებაში" მიმდინარე განახლების პროცესს.
|
თამარ შუკვანი 13.05.2019
პრემიერ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით მახათას მთაზე მომხდარი ინციდენტის გამო მთავრობაში დიდი აჟიოტაჟია. საბოლოოდ ვერ შეჯერდნენ, როგორ ახსნან და ამბობენ, რომ ამას მოკვლევა დაადგენს.
|
თამარ შუკვანი 13.05.2019
"ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მმართველი პარტია ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს გეგმავდა.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხალხი პანიკაშია. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ოთხმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია. სინამდვილეში ეს მისმა შვილმა გააკეთა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიმალვაშია, უთხრა "მთელ კვირას" რამდენიმე ადგილობრივმა, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გავამხილოთ.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2019
უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება და რამდენად მზად არის საზოგადოება, ხელისუფლება და თავად პროსტიტუციაში ჩართული ადამიანები იმისთვის, რომ ეს სფერო კანონის დონეზე დარეგულირდეს. ამ თემაზე დისკუსია მას შეემდეგ გაიხსნა, რაც 8 მაისს სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული და კიდევ ორი პირი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|