თამარ შუკვანი
08.05.2019

 „მხოლოდ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოები დადგებიან რუსეთის გვერდით; რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, - სომხეთი, ბელორუსი... სხვადასხვა ქვეყნები მაინც იძულებულები იქნებიან რუსეთის ინტერესებს გარკვეული ანგარიში გაუწიონ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კიევის განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, უკრაინის მთავრობა დონბასის მოსახელობისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ბათილად სცნობს.

ია აბულაშვილი
08.05.2019

 მმართველმა გუნდმა რომ შეიძლება კორექტირება შეიტანოს საარჩევნო გეგმებში და შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში დასაშვებად მიიჩნევენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებისთვის შედეგის მომტანი იყოს.

ელზა პაპოშვილი
08.05.2019

 „რუსთავი 2"-ის გარშემო ახალი სასამართლო დავის დაწყებას "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აფასებს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ მოსარჩელე ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლის, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის უკან ის არ დგას.

ია აბულაშვილი
08.05.2019

 "მეეჭვება, რომ დღევანდელი "რუსთავი 2"- ის მიმართ იგივე განწყობა იყოს, როგორც შევარდნაძის დროს, ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა; რადგან მაშინ "რუსთავი 2" აღიქმებოდა ობიექტურ ტელევიზიად, დღეს აღიქმება, როგორც პარტიული ტელევიზია. ამიტომ, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს "რუსთავი 2"-ს ჩაგრავენო, ზედმეტი მოლოდინი მგონია"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

თამთა ჩაჩანიძე
08.05.2019

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ ზე მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსა და უკრაინაში დაბრუნებასა და ქვეყნებთან მიმართებაში მისი გეგმების შესახებ .

ელზა პაპოშვილი
08.05.2019

 ტერორისტული აქტის მომზადება და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვა - სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე აფეთქებას აპირებდა. უწყების ინფორმაციით, ის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილთან ერთად ამ გეგმას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე აპირებდა. ამის დასტურად სუს-ი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩეჩნურ ენაზე ძმისშვილს არიგებს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა დაადგინოს სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის გადაადგილებისა და სასაფლაოზე მისვლის მარშრუტი. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერი 23 მარტსაა გაკეთებული.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2019

 სულ მალე უზენაესში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების წარდგენა და ბრალდება-დაპირისპირებების ახალი ფაზა დაიწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ჩინჩალაძის კლანი ჩქარობს, რაც შეიძლება მალე მიიღოს თანამდებობები, ამიტომაც დარწმუნებულია, რომ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ახალი 10-კაციანი სიის შედგენის პროცესი დაიწყება და თან, მომავალ სიაში ვინც შევა, ყველა ჩინჩალაძის კადრი იქნება, "იქ შემთხვევით ვერავინ ვერ მოხვდება".

ელზა პაპოშვილი
07.05.2019

 დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს? მედიაში კულუარულად ბოლო დროს გამოდის ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შიგნით გუნდის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის  საჭიროებას ხედავს, მათი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანა  პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს. 

ია აბულაშვილი
07.05.2019

 „ხელისუფლება თუ შეცდომას დაუშვებს, ეს ძვირად დაუჯდება და რატომ აკეთებენ ამას შუალედური არჩევნების წინ, გაუგებარია, ეს ხომ 2020 წლის არჩევნებზეც გაჰყვებათ...“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ  მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

თამარ შუკვანი
07.05.2019

 „ეს საქმე უკვე გასაჩივრებულია ევროსასამართლოში და გასაჩივრება აღარ დასჭირდება - უბრალოდ, იმ ძველ განაცხადს ამას მიამატებენ, როგორც მნიშვნელოვან საქმეს. ევროსასამართლო მედიის თავისუფლებას როგორც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს, ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ამიტომ, ეს საქმე „რუსთავი 2"-ის გამარჯვებით დასრულდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ეკატერინე ბასილაია
07.05.2019

 „ხელისუფლება ანგაჟირებულია თუ არა, კოლექტიური მურუსიძე და მთელი სასამართლოს მაფია თვითონ არის დაინტერესებული პირადად, რომ „რუსთავი 2" რაიმენაირად გააჩუმოს... ეს უკვე აღარ არის ბიზნეს დავა, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალურ თემა მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში. ამ ბრიყვული პოლიტიკის გამო „რუსთავი 2" შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში და იმის რისკი, რომ შეიძლება ხელისუფლება ამას გადაჰყვეს, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დსვაზე.

ია აბულაშვილი
07.05.2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკომფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი მუშაობს დაკარგული რელიქვიის დასაბრუნებლად“. საუბარია ოქონის ტრიპტიქონზე, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×