გვანცა წულაია 12.07.2017
"საქართველოს იმიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე შელახა იმით, რომ ვენეციის კომისიას ექსპერტიზა კონსტიტუციის სხვა პროექტზე ჩაატარებინა და მიიღო სხვა გადაწყვეტილება," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის სამდივნო საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას დიდი ოპტიმიზმით არ უყურებს.
|
ნინო ქეთელაური 12.07.2017
"განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ და მარშებს უცხოელების წინააღმდეგ კი არ უნდა ვაწყობდეთ, რაც რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, არამედ იმ ფორმიანი უცხოელების მიმართ, რომლებიც საქართველოს ისტორიულ რეგიონში საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით არიან განთავსებულნი," - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
ვახტანგ შამუგია 12.07.2017
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებითი სამხედრო შეიარაღების შეძენას გეგმავს. საუბარია ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიამფრქვევების დასავლური ანალოგებით ჩანაცვლებაზე. ამ ეტაპზე ქართველ ჯარისკაცებს შეიარაღებაში მეტწილად "აკ" სისტემის ავტომატები და "პკ" ტიპის ტყვიამფრქვევები აქვთ.
|
ნინო ქეთელაური 11.07.2017
ბოლო დროს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საქართველო აქტუალობას კარგავს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიის შესუსტებითა და დასავლეთის მხრიდან მოვლენების არასწორი შეფასებითაა განპირობებული. ეს "დიდი ოცეულის" სამიტზეც გამოიკვეთა, სადაც მხოლოდ უკრაინის ოკუპაცია ახსენეს და საქართველო "სხვა ქვეყნების" რიგებში მოხვდა.
|
მარი ჩიტაია 11.07.2017
დედაქალაქის შემდეგ ბაზრობები უკვე რეგიონებშიც იწვის. აქამდე ხანძარი მხოლოდ თბილისს უკავშირდებოდა, მაგრამ ფოთის ბაზრის განადგურებამ ეჭვი ძალიან გაამძაფრა. მოვაჭრეებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, კითხვებს უკვე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც სვამენ. ფოთის მერ ირაკლი კაკულიას უკვირს, რატომ ჩნდება სავაჭრო ცენტრებში ხანძარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით.
|
თიკო ოსმანოვა 11.07.2017
"მიდის ერთმანეთზე გადაბრალება - ხელისუფლება აბრალებს ოპოზიციას, რომ ის არ მიდის კოსენსუსზე, ხოლო ოპოზიცია - ხელისუფლებას. ეს თამაში დადგმულია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა.
|
ეკატერინე ბასილაია 10.07.2017
შიდა ქართლში რუსული მცოცავი ოკუპაციის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი, სოფელ ბერშუეთის შემდეგ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ქართულ სოფელში გაუყოფს ადგილობრივებს საკუთარ სახნავ-სათეს მიწებსა და ბაღებს.
|
თიკო ოსმანოვა 10.07.2017
"ივანიშვილს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი ხელისუფლების არსებობა საქართველოში, რომელიც მისი უშუალო კონტროლის ქვეშ არ არის.
|
თიკო ოსმანოვა 10.07.2017
თუ როდის დაიწყება ტვირთების ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეიცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება.
|
თიკო ოსმანოვა 08.07.2017
საქართველოდან გატაცებული და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმემ ევროსასამართლოში გადაინაცვლა. სტრასბურგმა საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა, რის შედეგადაც აფგან მუხთარლის ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ ევროპელი მოსამართლეების ზემოქმედებით აზერბაიჯანული მხარე მას მალე გაათავისუფლებს.
|
თიკო ოსმანოვა 08.07.2017
"ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ალეკო ელისაშვილისკენ მინიმალური ინტერესით იყურება. აქედან გამომდინარე, ეს ინტერესი იმედში გადაიზრდება თუ არა, მის წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული," ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
|
თიკო ოსმანოვა 07.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით 5-დღიანი რეიდების შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე ღამის ბარებიდან გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. აქედან 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი გახლავთ. ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის 15 ქართველი და უცხოეთის 41 მოქალაქე.
|