გვანცა ღვედაშვილი
18.07.2017

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, "ქართველთა მარშის" წევრების მიერ თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალი ადასტურებს, რომ თავის დროზე, როცა ხელისუფლება საუბრობდა, რომ ინტერნეტში ძალადობისა და მუქარის შემცველი ტექსტების მიმართ გარკვეული ღონიძიებების ჩატარების აუცილებლობა იყო, სწორი იყო.

ნინო ქეთელაური
18.07.2017

 დემირელის კოლეჯის თანამშრომელ მუსტაფა ჩაბუქის გარდა, მთავრობამ თავშესაფარზე უარი საქართველოში დაკავებულ კიდევ ერთ თურქს უთხრა, რომელსაც ასევე ექსტრადიცია ემუქრება.

ნინო ქეთელაური
17.07.2017

 "ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები ხდება, პოლიტიზებული და პოპულისტური ხასიათი აქვს," - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში საქართველოს ელჩისა და გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრას.

გვანცა ღვედაშვილი
17.07.2017

 ზაფხულის დადგომასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიისწრაფვის ზღვისკენ, წყალსაცავებისა და მდინარეებისაკენ. სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონში ყველაზე მეტად იმატებს წყალში დაღუპულთა რაოდენობა, მიზეზები კი ძირითადად გაუფრთხილებლობა, დაწესებული შეზღუდვების გაუთვალისწინებლობა და წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შესვლაა.

ნინო ქეთელაური
17.07.2017

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები გარიგებაზე წავიდნენ და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ.

თიკო ოსმანოვა
17.07.2017

 სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს მალე დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები და ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.

თიკო ოსმანოვა
17.07.2017

 "მთლიანად გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი. არჩევანი მისაღებია ცუდსა და უარესს შორის. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ახალ ენერგიას შესძენს პოლიტიკურ პროცესს და საკმაოდ რთული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს დაანახებს ამომრჩეველს, არ არსებობს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

გვანცა ღვედაშვილი
15.07.2017

 პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ჩვენების საფუძველზე, პროკურორის განცხადებით, დადასტურდა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. თუმცა დეკანოზის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას პოზიცია განსხვავებულია. მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.

ნინო ქეთელაური
15.07.2017

 "დაიწყო ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა" - ასე შეაფასა "ქართველთა მარშის" ერთმა ორგანიზატორმა სანდო ბრეგაძემ გუშინ გამართული მსვლელობა, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და "მარჯანიშვილის" მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.

გვანცა წულაია
15.07.2017

 გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად "ბახალა" 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ნინო ქეთელაური
15.07.2017

 "მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ისეთი სახის დათმობაზეა საუბარი, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს იმ დავიდარაბას, რომელშიც საცოდავი ქართული კონსტიტუცია გაეხვია," - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართულ ოცნებასა" და 20 პოლიტიკურ პარტიას შორის დაწყებული ახალი მოლაპარაკების შესაძლო შედეგს.

გვანცა ღვედაშვილი
14.07.2017

 თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტოლოგები "ქართული ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საარჩევნო კამპანია სერიოზულად არც კი დაწყებულა, მიაჩნიათ, რომ ფავორიტი მაინც სახელისუფლებო პარტიაა, რადგან 2016 წლის არჩევნების შემდგომ ოპოზიციამ ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×