ეკატერინე ბასილაია 05.07.2017
რუსული მცოცავი ოკუპაცია შიდა ქართლში ისევ გრძელდება. ამჯერად, გორის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 10 ჰექტარი დამუშავებული მიწა მიიტაცეს, 700 მეტრით გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი.
|
გვანცა წულაია 05.07.2017
"ფრთხილად იყავით და ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა თავის "ფეისბუქზე" მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე ვარკეთილში არასრულწლოვანთა მომხდარ გარყვნილობის ფაქტს.
|
ნინო ქეთელაური 05.07.2017
დემირელის სახელობის სკოლების მმართველ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მისცემენ თუ არა თავშესაფარს საქართევლოში, 7 ივლისს გახდება ცნობილი.
|
ეკატერინე ბასილაია 04.07.2017
საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ "ციანიდის საქმე" არის ქართული ეკლესიის მტრების მიერ ეკლესიის დისკრედიტაციისთვის დადგმული სპექტაკლი და მეუფე პეტრეს შემდეგ ის მეორე ადამიანია საპატრიარქოში, ვინც მიიჩნევს, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არც პატრიარქს კლავდა, არც შორენა თეთრუაშვილს და მას ციანიდი საერთოდ არც ჰქონდა.
|
თიკო ოსმანოვა 04.07.2017
"ქართული ოცნება" არამარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა რეგიონში მოიგებს არჩევნებს დიდი უპირატესობით, რაც შეიძლება იმაზე ცუდი აღმოჩნდეს შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
|
თიკო ოსმანოვა 03.07.2017
"ზოგადად, განცდა მრჩება, რომ ზოგიერთი პარტიის მიზანი იყო, კონსენსუსი არ შემდგარიყო, ამ პირობებში კი ძალიან რთულია შეთანხმება. როდესაც მეორე მხარის თვითმიზანია, რომ არ შედგეს შეთანხმება, შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 03.07.2017
"ქართული ოცნება" მე-5 არჩევნების ჩასატარებლად სტარტს იღებს და პირველად რჩება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
|
ნინო ქეთელაური 03.07.2017
"როგორც ბოლო თვეების ტენდენცია გვიჩვენებს, კიბერ შეტევის ინტენსივობა მოიმატებს. შესაძლოა, საქართველოც ასეთი შეტევის ობიექტად იქცეს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
|
ნინო ქეთელაური 03.07.2017
"ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ გალის მოსახლეობა იძულებული გახდება, ან ჩაეწერონ აფხაზებად და იქაური პასპორტები აიღონ, ან წამოვიდნენ ჩვენსკენ. დღეის მდგომარეობით, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ," - აცხადებს აფაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
|
ნინო ქეთელაური 01.07.2017
"ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!" - ასეთი ლოზუნგით 14 ივლისს - თბილისში, ხოლო 16 ივლისს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა "ქართველთა მარში" გაიმართება. შესაბამისი მიმართვა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.07.2017
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო "პრეზიდენტ" ხაჯიმბას წინააღმდეგ 10 დღეში სახალხო გამოსვლას აანონსებს. პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ "ხელისუფლებამ", დაპირების მიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე.
|
ია აბულაშვილი 01.07.2017
"ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუება ბუნებრივია, ვინაიდან ის აშკარად არ ელოდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ "ქოცები" ასეთ ცვლილებებს მოახდენდნენ", - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებზე ესაუბრა.
|