თიკო ოსმანოვა
14.07.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად, გაურკვეველია, გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლი. "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროგნოზირებს. ამბობს, რომ მთავარი ორთაბრძოლა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.

გვანცა წულაია
14.07.2017

 დღეს, 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია "ქართველთა მარში" გაიმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საემიგრაციო კანონის გამკაცრება, არალეგალი არაბი და ირანელი მოქალაქეების ქვეყნიდან დეპორტაცია და მათ მიერ საქართველოში გახსნილი იმ კლუბების დახურვაა, სადაც, "ქართველთა მარშის" ორგანიზატორ სანდრო ბრეგაძის თქმით, ბავშვთა პროსტიტუცია ხდება.

მარი ჩიტაია
14.07.2017

 აფხაზეთში ტურისტული სეზონი კატასტროფის პირასაა. ოკუპირებულ რეგიონში გახშირებული კრიმინალის გამო რუსი ტურისტები იქაურობას მასობრივად ტოვებენ. ამ მხრივ მაპროვოცირებელი გახდა 11 ივლისს გუდაუთასთან მომხდარი სისხლიანი ყაჩაღობის ფაქტი, როდესაც ერთი რუსი ტურისტი მოკლეს, ხოლო 2 ზრდასრული ადამიანი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი გაიტაცეს.

ნინო ქეთელაური
14.07.2017

 "მე ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტის შეცვლა აუცილებელია. ეს არჩევნებამდე რომ მოხდეს, ცუდი არ იქნება, იმიტომ, რომ საზოგადოებას გარკვეული იმედი მიეცემოდა. შეიძლება რეიტინგის თვალსაზრისითაც კარგად ემოქმედა მმართველ გუნდზე," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
14.07.2017

 "აქცია "ქართული მარშის" შესახებ მინდა ვთქვა, რომ როგორც მინიმუმი, ის თავისებურ სიგნალად უნდა იქცეს ხელისუფლებისთვის, რომ დროულად შეიქმნას ცივილიზებული სამართლებრივი ბაზა უკანონო მიგრაციის ხვალინდელი თუ დღევანდელი საფრთხის ნეიტრალიზაციისათვის," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მოძრაობა "ეროვნულების" მიერ დაანონსებულ აქციას.

გვანცა ღვედაშვილი
13.07.2017

 "ეს ცვლილებები იყო იძულებითი და კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას უკავშირდება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ილია ელოშვილის ენერგეტიკის მინისტრად, ხოლო მიხეილ ჯანელიძის ვიცე-პრემიერად დანიშვნას.

ნინო ქეთელაური
13.07.2017

 ნატო-მ ლიტვაში ამერიკული სარაკეტო კომპლექსი "პატრიოტი" განალაგა, რაზეც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამით ჩდრილოატლანტიკური ალიანსი ერთიანი საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

გვანცა ღვედაშვილი
13.07.2017

 "ჩემი პოზიციების შეცვლის არანაირი მოტივი არ შემქმნია არც მიმდინარე პოცესში. პირიქით, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ის მოსაზრებები, რომლებიც მე მქონდა, ყველაზე რეალისტურია", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

ვახტანგ შამუგია
13.07.2017

 გუდაუთის რაიონში მომხდარმა მკვლელობამ რუსულ და აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია - 11 ივლისს ბოროტმოქმედთა ჯგუფი თავს დაესხა რუსი ტურისტების ოჯახს. გამოსასყიდის მიღების მიზნით, ყაჩაღები შეეცადნენ ორი მცირეწლოვანი ბავშვის მოტაცებას.

ნინო ქეთელაური
13.07.2017

 "2008 წელს ბრძოლით დაკარგული ტერიტორია უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წლის შემდეგ მცოცავი ოკუპაციით. ეს არის დათმობისა და ე.წ. შერბილებული პოლიტიკის შედეგი", - აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია "რეზონანსთან" საუბრისას.

გვანცა წულაია
12.07.2017

 ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა გუშინ განახლდა. პროცესზე პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე რამდენიმე მოწმე დაკითხა, მათ შორის, ერთ-ერთი ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იყო, რომლის მოსაზრებითაც, საქმე არა შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციის კუთხით უნდა მიდიოდეს, არამედ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მხრივ უნდა წავიდეს.

ნინო ქეთელაური
12.07.2017

 "ტერიტორიების ოკუპაციის მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება," - ასეთია კონფლიქტოლოგების პროგნოზი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, იმ ფაქტს, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას არ ან ვერ ახდენენ, რუსი ოკუპანტები კარგად იყენებენ და მათი მხრიდან მომავალში კიდევ უფრო რადიკალურ ქმედებებს უნდა ველოდოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×