თამარ მუკბანიანი
18.10.2018

 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. ამას უკვე აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტიდან საშუალოდ 1,3 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს დიდ პრობლემებს შეუქმნის ისედაც გაუფასურებულ ლარს.

მარი ჩიტაია
18.10.2018

 წლევანდელ ზამთარში მთიანი რეგიონი კიდევ უფრო დაცარიელდება. გაზრდილი ფასებისა და დაბალმოსავლიანობის პირობებში ადამიანებს საგრძნობლად გაუჭირდებათ. დღეს ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ბარშიც კი ჭირს თავის რჩენა, ხოლო მთიანი სოფლებისათვის ეს გაცილებით დიდი პრობლემაა.

მარი ჩიტაია
17.10.2018

 ლარის კურსის მორიგმა ელვისებურმა გაუფასურებამ ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით იმ კომპანიებს უჭირთ, რომლებიც უცხოური ნედლეულით მარაგდებიან. შეიძლება ითქვას, ასეთია ქართული საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა, რამდენადაც ქვეყანას ადგილობრივი წარმოება არ აქვს და თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.

თამარ მუკბანიანი
17.10.2018

 რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. "სტანდარტები იმდენად "გაუფასურდა", რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა იპოვა პურში, უკვე პრობლემად არ მიაჩნიათ", - ამბობენ სურსათის სფეროს სპეციალისტები.

თამარ მუკბანიანი
17.10.2018

 სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღება კვლავ ჭიანურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირდაპირი წესით მიყიდვა აიკრძალება. როგორი იქნება საგამონაკლისო წესი, კომენტარს კანონპრექტის ინიციატორები კვლავ არ აკეთებენ.

მარი ჩიტაია
16.10.2018

 პირველი ნოემბრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს. ვინ მოჰყვება შეზღუდვაში? ძირითადად ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც თანამსესხებელი თავისსავე ოჯახიდან არ ეყოლებათ, უკვე აქვთ მიმდინარე სესხი და ის კატეგორია, რომელთა გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის. კრედიტს ვერც ის გაეკარება, ვისაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არა აქვს.

თამარ მუკბანიანი
16.10.2018

 ერთ დღეში ლარი ერთბაშად 3 პუნქტით გაუფასურდა. კურსი ყველასთვის მოულოდნელად დაიძრა 2.70-კენ, რაც წინასაარჩევნოდ უჩვეულო აღმოჩნდა. როგორც წესი, პოლიტიკურად ასეთ ცხელ პერიოდში ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის მეტ-ნაკლებად სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებდნენ, მაგრამ ახლა საქმე იმდენად ცუდადაა, რომ აღარც არჩევნებს ერიდებიან.

მარი ჩიტაია
16.10.2018

 ეროვნული ბანკის რეგულაცია როგორც მსესხებლებს, ასევე საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონების ბაზარს დიდ პრობლემებს შეუქმნის. მოსალოდნელია, რომ მიწის ნაკვეთების, ბინების, ავტომობილებისა და სხვა ძვირადღირებული ნივთების რეალიზაცია შემცირდება. ტექნიკის მაღაზიებს განვადებასთან დაკავშირებით უკვე შეექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სამომავლოდ უფრო მეტად დამძიმდება.

თამარ მუკბანიანი
16.10.2018

 დედაქალაქში ავტობუსების ტაბლოებზე სრული ქაოსია. მგზავრები იმდენად დაბნეულები არიან, რომ ვეღარ გაურკვევიათ, რამდენ ხანს უნდა ელოდონ ავტობუსს. ასევე, აცდენაა ტაბლოებსა და ინტერნეტაპლიკაციას შორის, რომელიც ლოდინის დროის დაგეგმვას უნდა უწყობდეს ხელს. პრობლემის შესახებ მერიაში იციან და ამბობენ, რომ მის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ ვადას, როდის გამოსწორდება ხარვეზი, ვერ ასახელებენ.

მარი გოცირიძე
16.10.2018

 "რთველი 2018" დასასრულს უახლოვდება. მთავრობის შეფასებით, ეს არის ყველაზე ორგანიზებული და წარმატებული სეზონი, რამაც მევენეხეობის რეგიონებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. წელს რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 230 ათას ტონამდე, რაც თითქმის ბოლო 30-წლის საუკეთესო მაჩვენებელია. ასევე, რეკორდულია ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული მევენახეების შემოსავალი - 300 მლნ ლარი.

მარი გოცირიძე
16.10.2018

 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა, თუმცა საპირისპირო ტენდენციას ასახავს მიმდინარე წლის 3 კვარტალის მონაცემი, რითად დასტურდება, რომ აღნიშნულ პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. რაც შეეხება სექტემბრის ტენდენციას, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს სეზონური მოცემულობაა, რითაც საწვავის ბიზნესი ხასიათდება და ამ პერიოდში იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

მარი ჩიტაია
13.10.2018

 მომავალი წლიდან პენსიონერების ნაწილს საპენსიო თანხა არ გაეზრდება. ასეთები, როგორც დეპუტატები განმარტავენ, შესაძლოა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის პენსიონერები აღმოჩნდნენ. ძირითადად ესენი არიან შშმ პირები 18 წლის ზემოთ, რომლებზეც პენსიის მატება პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული არ არის. სახელმწიფოსგან გაზრდილ თანხას ვერ მიიღებს 23 000 მარჩენალდაკარგული და 125 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიც. გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს კატეგორია დანამატის გარეშე დარჩეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×