თამარ მუკბანიანი 13.10.2018
ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბარელი ერთბაშად 5 დოლარით გაიაფდა, რაც სრულიად საპირისპირო მომენტია იმ პროგნოზის ფონზე, რომ "შავი ოქროს" ღირებულებ 100 დოლარს მიაღწევდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 20 დეკემბრამდე კლების ტენდენცია გაგრძელდება. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზარი ტოტალურ გაძვირებს გადაურჩა.
|
მარი ჩიტაია 12.10.2018
მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას აპირებს, მაგრამ დადებითის ნაცვლად, მას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტთა წრეებში უკმაყოფილებას ვერ მალავენ და წინასწარვე აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ეკონომიკურად უსარგებლო პროექტი მზადდება. როგორი და რა სახის იქნება იგი, რეალურად რას შეცვლის სოფლის მოსახლეობისთვის სექტორში, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამის აღდგენა 2019 წელს იგეგმება და სრულიად განსხვავებული იქნება.
|
თამარ მუკბანიანი 12.10.2018
ყაზახი ინვესტორები საქართველოს ტოვებენ. "ბორჯომი რიქსოსისა" და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" შემდეგ, ახლა კიდევ ერთი ყაზახური კომპანია - ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მფლობელი გეგმავს ქვეყნიდან წასვლას.
|
მარი ჩიტაია 11.10.2018
ახალი რეგულაცია სესხების გაცემას მინიმუმამდე შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო კრედიტის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 50%-მდე დაიკლებს. ცვლილება ჭარბვალიანობის შემცირებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ეს კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, რადგან მოსახლეობას ამით "საკრედიტო შიმშილი" ემუქრება.
|
თამარ მუკბანიანი 11.10.2018
2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა. ბიზნესი, პოლიტიკოსები და ანალისტიკოსები ფაქტს ხელისუფლების ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს უკავშირებენ. ბოლო დროს გამოიკვეთა გულგრილობაც კაპიტალდაბანდების მიმართულებითაც.
|
მარი ჩიტაია 10.10.2018
ავიაკომპანიების იაფი ბილეთები საქართველოში მხოლოდ მითია. ერთი შეხედვით იაფი სატარიფო პოლიტიკის მიღმა დაბალბიუჯეტიანად წოდებული ავიაკომპანიები მომხმარებლების კეთილგანწყობით სარგებლობენ და გაუმართლებლად აწესებენ სხვადასხვა ტიპის გადასახადებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომსახურებას აძვირებს. ბოლო ასეთი ცვლილება "ვიზ ეარის" მიერ ბარგის გადატანის საფასურს უკავშირდება, რამაც მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.
|
თამარ მუკბანიანი 10.10.2018
2019 წელს საქართველო ბიუჯეტის უპრეცედენტოდ დიდ ვალს აიღებს. გაისად ახალი საშინაო და საგარეო ვალდებულებების მოცულობა 2.160 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც ბიუჯეტის 1/6-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 1 ლარიდან თითქმის 20 თეთრი ვალების მომსახურებას ხმარდება.
|
მარი ჩიტაია 10.10.2018
ბუნებრივი აირის მოხმარების მკვეთრი ზრდით შესაძლოა, საქართველოში რუსული გაზის საჭიროება დადგეს. საეჭვოა, აზერბაიჯანული გაზი გაზრდილ მოთხოვნას გაუმკლავდეს. ერთ-ერთ ალტერნატივად ენერგეტიკოსების ნაწილი თურქმენული გაზის იმპორტს მიიჩნევს, რისი შესაძლებლობაც პერსპექტივაში რეალურია. რა გზას აირჩევს ქვეყანა საბოლოოდ, ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.
|
თამარ მუკბანიანი 10.10.2018
"საქსტატი" ამტკიცებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 999 ლარია. იმ ფრონზე, როცა ქვეყანაში სიღარიბე იზრდება, ყველაზე მეტი ადამიანი მომსახურების სფეროშია დასაქმებული და მათი საშუალო ხელფასი 300-450 ლარია. გამოდის, რომ ოფიციალური და რეალური სტატისტიკა ერთმანეთს, მინიმუმ, ორჯერ არის აცდენილი.
| |
მარი ჩიტაია 09.10.2018
სუპერმარკეტებში განთავსებული საწყობების უდიდეს ნაწილში ანტისანიტარიაა. იქ, სადაც ადამიანის თვალი ვერ ხვდება, გარემო ხშირად მოუწესრიგებელი და ბინძურია. როცა პრობლემაა მაღაზიების დახლებზეც კი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გარეშე პირთათვის აკრძალულ ადგილებში, ისეთებში, როგორებიც საწყობებია, სრული ქაოსია.
|
თამარ მუკბანიანი 09.10.2018
2019 წელს დენის, გაზისა და წყლის ტარიფის მატებაა მოსალოდნელი. მიზეზი ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელია, რომელიც მთავრობის მიერ წარდგნილი ბიუჯეტის პროექტით 2.63-ია. იგი 13 პუნქტით მეტია აქამდე დადგენილ მაჩვენებელზე, რომლის პირობებშიც ტარიფი 3 წლით დადგინდა. ამ შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ გამანაწილებელმა კომპანიებმა "ბიზნეს-რეზონანსისაგან" გაიგეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|