მარი ჩიტაია
30.10.2018

 ბოლო რამდენიმე დღეა, უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და დაახლოებით 12%-ით შემცირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ნედლი ნავთობის წარმოება გაიზარდა და ფასზე დამატებით ამ პროცესმაც მოახდინა გავლენა. ამ ეტაპზე ბარელი ნავთობის ღირებულება 77 დოლარს შეადგენს, რაც სექტემბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, სულ ცოტა ხნის წინ კი ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ საწვავის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევდა, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

მარი ჩიტაია
27.10.2018

 ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლარზე და ჭარბვალიანობაზე კრიტიკის საბაბი გახდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის არსებული პრობლემის არასათანადოდ წარმოჩენას შეეცადა" რაც რეალურად არ ასახავს იმ ვითარებას, რაშიც ქვეყანა თავის მოსახლეობასთან ერთად ლარის დევალვაციისა და ვალების გამო აღმოჩნდა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ეროვნული ბანკი სწორად იქცევა, რაშიც მას ექსპერტები არ ეთანხმებიან.

მარი ჩიტაია
27.10.2018

 სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთს ადანაშაულებენ. "ქართული ოცნება" ექვსწლიანი მმართველობის ერთ-ერთ დიდ მონაპოვრად ბიზნესის თავისუფლებას მიიჩნევს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გვსმენია, რომ ბიზნესს დღეს არავინ ატერორებს, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა საპირისპირო ინფორმაციას ვისმენთ - ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესი სახელმწიფოს აშანტაჟებს.

თამარ მუკბანიანი
26.10.2018

 საბანკო რეგულაცია ტექნიკის მაღაზიების შემცირებას გამოიწვევს. სებ-ის მიერ ამოქმედებული შეზღუდვის შედეგად მომხმარებელს შეუმცირდა სესხსა და განვადებაზე წვდომა, მოხმარებამ უკვე იკლო და ნომბრიდან კიდევ შემციდება. ამ მიზეზით საშუალო და მსხვილი ბიზნესი ერთიანდება, ხოლო წვრილები ბაზრიდან საერთოდ მიდიან.

მარი ჩიტაია
26.10.2018

 გზების მშენებლობაში ქვეყანას დიდი პრობლემა აქვს. ბოლო 2-3 წელია, რაც მშენებლობის ტემპი შენელებულია და ვერაფრით გააქტიურდა. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მთლიანად ჩავარდა, რამაც უკვე თანხის ათვისების მხრივაც პრობლემა შექმნა. ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესიც ჭიანურდება, რის გამოც პროექტის დასრულების ვადა სამგზის შეიცვალა.

მარი ჩიტაია
26.10.2018

 უცხოურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. ბოლო რამდენიმე დღეა, ნავთობის ფასი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და ფასი ერთბაშად 12%-ით შემცირდა, რასაც ანალიტიკოსები საწვავზე მოთხოვნის კლებას უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ლარის გაუფასურების გამო მაინც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა.

თამარ მუკბანიანი
26.10.2018

 სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში მოკლევადიან კრედიტებზე მატებამ 3.3% შეადგინა. ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რეგულაცია და საფინანსო რესურსებზე წვდომის გართულებაა. კომერციული სექტორი დეფიციტის შევსებას საპროცენტო განაკვეთის მატების ხარჯზე ცდილობს.

მარი ჩიტაია
25.10.2018

 შაქრის ფასი, მინიმუმ, 5%-ით მოიმატებს. ცვლილება საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება. საქართველოს სამომხმარებლო ქსელებში მისი ფასი, შესაძლოა, უკვე 2-3 კვირაში შეიცვალოს. ადგილობრივ ბაზარზე შაქრის გაძვირება სავალუტო რყევის გამო ისედაც მოსალოდნელი იყო.

მარი გოცირიძე
25.10.2018

 საქართველოს ფოსტის მომხმარებლები "თიბისი ბანკის" პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ.

თამარ მუკბანიანი
25.10.2018

 2018 წლის იანვარ-სეტემბერში ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის 600 მლნ-ით გაიზარდა. მზარდია ექსპორტი, კიდევ უფრო დიდი სისწრაფით მატულობს იმპორტი. წელს ეს დამანგრეველი ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინო გახდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ ეს ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდოა. დაპირება ქვეყნაში ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტის შემცირების შესახებ ვერ შესრულდა.

თამარ მუკბანიანი
24.10.2018

 წლის ბოლოს ლარის კურსი 2.60-ს ჩამოსცდება და 2,55-ის ფარგლებში იტრიალებს. მანამდე თითქმის 2 თვეა დარჩენილი. როგორ გადაიტანს ქვეყანა და მისი მოსახლეობა ეროვნული ვალუტის მორიგ გაუფასურებას, ამის შესახებ სამთავრობო უწყებებში წარმოდგენაც კი არ აქვთ.

თამარ მუკბანიანი
24.10.2018

 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობა 2016-2017 წლებში 3000 ადამიანით შემცირდა. როგორც ჩანს, ქვეყანაში შეძლებულ ადამიანთა რაოდენობაც მცირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია არათუ საშუალო ფენაზეც აისახა მძიმედ, არამედ შედარებით მდიდართა კატეგორიასაც მიაყენა დარტყმა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×