მარი ჩიტაია 21.11.2018
კონკურენციის სააგენტო საავტომობილო გაზისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონიტორინგს ხელახლა იწყებს. ამ საკითხს ხადურის უწყება უკვე მესამედ მიუბრუნდა, რაც, სააგენტოს შეფასებით, საწვავის ბაზრის მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარია გადაწყვეტილების დაცვა, რაც, მათი შეფასებით, სააგენტომ აქამდე ვერ შეძლო.
|
თამარ შუკვანი 21.11.2018
2019 წლის იანვრიდან კერძო მევახშეების წინააღმდეგ რეგულაციები ამოქმედდება. მათი დიდი ნაწილი 3 თვეში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისათვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო ვინც გადასახადების გადახდას თავს აარიდებს, ფინანსური პოლიცია მიაკითხავს.
|
თამარ მუკბანიანი 20.11.2018
ახალ წლამდე 600 000-ზე მეტი შავ სიაში მყოფი ადამიანის დავალიანებას ფონდი "ქართუ" დაფარავს. სამთავრობო ინიციატივა, რომელსაც ივანიშვილის საფინანსო ინსტიტუტი დააფინანსებს, შეეხება მათ, ვისი სესხის ძირი თანხაც 2000 ლარზე მეტს არ შეადგენს.
|
მარი ჩიტაია 20.11.2018
ლარის კურსი კანონზომიერებას არ ემორჩილება. აშკარაა, რომ ძალაშია პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც არჩევნების შემდეგ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. წესით, ლარის კურსი მიმდინარე პერიოდში უნდა უფასურდებოდეს, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით მიცურავს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც დევალვაციის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ლარი ანტირეკორდებს ამყარებდა, ახლა კი, როცა ეროვნული ვალუტა უნდა უფასურდებოდეს, პირიქით, ნახტომისებურად მყარდება.
|
მარი ჩიტაია 20.11.2018
საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის ზრდის დიდი საფრთხეა. რისკი ქვეყანაში ისედაც არსებობს, რადგან აქციზის გადასახადის მატებამ კონტრაბანდის მასშტაბი გაზარდა. ოფიციალურად დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის მომატებული. ამ ეტაპზე კი საუბარი მიდის, რომ უფლიტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გათანაბრდეს, რაც ფასზეც აისახება. თუკი თამბაქოს ყველანაირი ნაწარმის ღირებულება ერთმანეთს გაუტოლდება, მოიმატებს კონტრაბანდის მასშტაბიც და 2-3 წელიწადში დაახლოებით 50-ჯერ გაიზრდება.
|
თამარ მუკბანიანი 20.11.2018
საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი სამჯერ მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ევროპასთან სხვაობა კიდევ უფრო მეტია. ეს ეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებსაც. ხალხი თურქეთში და ლამის ევროპაში დადის წამლების მარაგის შესაძენად.
|
მარიკა გოგოხია 20.11.2018
ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საფრთხე კვლავ გაიზარდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის ნორმა გაუქმდეს. როგორი პრინციპებით ხელმძღვანელობენ ამ სასამართლოში, ყველას მოეხსენება, თუნდაც მარხუანას დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებით საზოგადოებას უდიდესი დარტყმა მიაყენეს. ასე რომ, ქართული მიწა ისევ დიდი საფრთხის წინაშეა.
|
მარი ჩიტაია 16.11.2018
ბიუჯეტი სოციალური პროექტებით გადაიტვირთა. 13-მილიარდიანი ბიუჯეტიდან ლამის ნახევარი სოციალური პროექტებისთვის დაიხარჯება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიძლება ზიანის მომტანის აღმოჩნდეს. ასეთი მიდგომით ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შენელდება და ვერც სოციალური პრობლემა მოგვარდება.
|
მარი ჩიტაია 16.11.2018
ბიტკოინის ფასი დიდი სისწრაფით დაეცა. ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეუქცევადია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ღირებულება 5500 დოლარზე ჩამოვარდა, მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ შეიმჩნევა. რაც შეეხება ეთერიუმსა და რიპლის, მათი ღირებულება უკვე იმდენად დაეცა, რომ საეჭვოა, გამომუშავების სურვილი ვინმეს საერთოდ შერჩეს.
|
მარი ჩიტაია 16.11.2018
ლარი პოლიტიკური ფაქტორების გავლენას განიცდის. წინასაარჩევნოდ კურსი ცოტათი გამყარდა, თუმცა საზოგადოებაში ნაკლებად არის მოლოდინი, რომ ტენდენცია არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება. სპეციალისტები ნაკლებად იზიარებენ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პოზიციას, რომ "ლარს არაფერი სჭირს". ფინანსისტების გათვლით, ლარის კურსი გარკვეულ პერიოდში 2,70-ის ფარგლებში შენარჩუნდება. მინისტრი კი იქადნება, რომ კურსი კიდევ გამყარდება.
|
თამარ ვეფხვაძე 16.11.2018
უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი დღესდღეობით 60 თეთრს, ფილტრიანის კი - 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს, რის გამოც ქართულმა უფილტრო სიგარეტმა, რომელიც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სეგმენტზეა გათვლილი, ბაზარზე მნიშვნელოვნად შეავიწროვა უცხოური წარმოების ნაწარმი, იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი დემპინგური ფასებითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი წარმოება მძაფრ კონკურენციაში ამყოფებს უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებს. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა და მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ საქართველოში philip morris international, british american tobacco, japan tobacco international და imperial-tobacco-სწარმომადგენლობა. მედიაში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტრო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთის გათანაბრების საკითხზე მუშაობს.
|
თამარ მუკბანიანი 15.11.2018
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 3 კვირაა, იკლებს, რაც ქართველ მომხმარებელზე, ფაქტობრივად, არ ასახულა. საეთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობი 20 დოლარით, ანუ 23%-ით გაიაფდა. განსაკუთრებით ვარდნაა ბოლო 2 დღის განმავლობაში. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში ბენზინის ღირებულება 30-40, ხოლო დიზელის 20 თეთრით უნდა შემცირდეს.
|
|