თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტა ციფრული ფული გახდა. ბიტკოინის ფასი თავბრუდამხვევ კლებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ღირებულება 2017 წლის დეკემბერში 20 000 დოლარს აღწევდა, 11 თვის შემდეგ კი 4000 დოლარზე ნაკლებია. ანალიტიკოსები ბიტკოინს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ "საპნის ბუშტს" უწოდებდნენ.

თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 ბიუჯეტი წელსაც ვერ შესრულდება. 2018 წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. წლის დამთავრებამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა, ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხა კი 2.5 მლრდ ლარია მაშინ, როცა გასული 10 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 910 მლნ იხარჯებოდა.

მარი ჩიტაია
24.11.2018

 მთავრობა არჩევნების შემდეგ ლარის გამყარებას ელოდება. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს პროცესი დაწყებულია და სამომავლოდ კურსი კიდევ გამყარდება. ფინანსისტებს მთლად ასეთი შემართება რა აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ გამყარება არ იქნება გრძელვადიანი და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდება. პირველი რიგის ამოცანა სავალუტო რყევების მინიმუმამდე შემცირებაა.

თეო გუდავაძე
24.11.2018

 საოჯახო ტიპის საცხოვრისები ევროპაში ძალიან პოპულარულია. განვითარებული ქვეყნები საჯარო უწყებებზე ამბობენ უარს და ახალ-ახალი ტიპის ჰოსპისებს აშენებენ, თუმცა საქართველოში არსებული 5 საცხოვრისი დაფინანსების სიმცირის გამო დახურვის პირასაა. რა ელით იქ მყოფ ადამიანებს, არავინ იცის.

თამარ მუკბანიანი
23.11.2018

 2019 წლის ბიუჯეტმა, შესაძლოა, 30 მლნ დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას გაიზიარებს. კანონპროექტის მიხედვით, გადასახადი უნდა მოეხსნათ ბინის გამქირავებლებს, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 30 000-ზე ნაკლებია. სხვათა შორის, ამ აზრს უმრავლესობაც იზიარებს.

ლელა წითლანაძე
23.11.2018

 დღეს არაერთი ბიზნესკომპანია ათასობით ლარს ხარჯავს ქველმოქმედებასა და სხვადასხვა საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობაზე, მაგრამ ამგვარი ინიციატივები ხშირად უსისტემოა და სპონტანურ ხასიათს ატარებს. ასევე, შეინიშნება გრძელვადიანი შედეგების მომტან საქმიანობაზე გადასვლის ტენდენციაც. კომპანიები, რომლებსაც ქართული ბიზნესის ლიდერთა როლზე აქვთ პრეტენზია, აცნობიერებენ, რომ წარმატების მისაღწევად და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უნდა იხელმძღვანელონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით და ანგარიშგებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე.

მარი გოცირიძე
23.11.2018

 "საქართველოს ბანკმა" პსი-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. "საქართველოს ბანკი" არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში პსი-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. პსი იაპონიაში დაფუძნებული ერთადერთი მსხვილი საერთაშორისო საგადახდო ბრენდია, რომლის ბარათებიც 190 ქვეყანაში გამოიყენება. 117 მილიონი ადამიანი, რომელიც ფლობს პსი-ის ქსელში ჩართულ ბარათებს, წარმატებით ახორციელებს ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან მსოფლიოს მასშტაბით.

თამარ მუკბანიანი
22.11.2018

 საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ნეგატიური ჩანაწერების ბაზაშია რეგისტრირებული. მისი რეგულირება და ზედამხედველობა პირველი სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ფუნქცია გახდა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი თარიღებსა და ტერმინებში "დაიკარგა" და აცხადებს, რომ მოვალეთა რეესტრი იანვრიდან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცევა.

თამარ მუკბანიანი
22.11.2018

 საბჭოთა ეპოქის ბინების, ე.წ. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების მცდელობა მერიისათვის ჯერჯერობით კვლავ უშედეგოა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქალაქს არ გააჩნია ერთიანი საბინაო პოლიტიკა, ტენდერის ჩაშლა გასაკვირი არ არის.

მარი გოცირიძე
22.11.2018

 "სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის" ორგანიზებითა და "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - "კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში" გაიმართა. ფორუმის მთავარ თემას კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა წარმოადგენდა.

მარი ჩიტაია
22.11.2018

 თითქმის 1 თვეა, რაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი იაფდება. ამ ხნის განმავლობაში ფასი 30%-ით არის შემცირებული, მაგრამ საქართველოში ბენზინი 1 თეთრითაც არ გაუიაფებიათ, ორიოდ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ცვლილებას ქართველი მომხმარებელი უშედეგოდ ელის, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის გაიაფებისათვის საქართველოში ყველა პირობაა, იმპორტიორები არ ჩქარობენ. არც მთავრობა იწუხებს თავს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს.

მარი ჩიტაია
21.11.2018

 ფონდი "ქართუ" მოქალაქეების სასესხო დავალიანების დაახლოებით 30-40%-ს გადაიხდის. ამ თანხის ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, ცნობილია ის სავარაუდო მაჩვენებელი, რა დონეზეც "ცოცხლდება" უიმედო ვალები. ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს არსებული დავალიანების 20-40%-ის ფარგლებში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×