მარი ჩიტაია
06.12.2018

 ყვითელ მიკროავტობუსებში მსხდომი მგზავრების რაოდენობა ორით შეამცირეს. ტრანსპორტიდან წინა და უკანა 2 სავარძელი ისე ამოიღეს, რომ სპეციალისტებისათვის რჩევა არავის უკითხავს. იმის ნაცვლად, რომ ფეხზე დგომის ნებართვა აეკრძალათ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ სავარძლების შემცირება მგზავრების დისკომფორტს გამოიწვევს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ცვლილებას ასაბუთებენ იმით, რომ ამით ავარიული გასასვლელი შექმნეს.

მარი გოცირიძე
06.12.2018

 "საქართველოს ბანკი", ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ს წარმოადგენს, "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისათვის.

თამარ მუკბანიანი
05.12.2018

 16 დეკემბრიდან საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კანონს მიღმა აღმოჩნდებიან. მიზეზი საკანონმდებლო კაზუსია. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონები ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს, კანონი კი დღემდე არ გვაქვს. გამოდის, პარლამენტს ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება ახალი კანონის ინიცირებისათვის, განხილვისა და მიღებისათვის.

თამარ მუკბანიანი
05.12.2018

 პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე მსჯელობს. კანონპროექტი, რომელიც რელიგიურ, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან 200 მეტრში რეკლამირებას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. პირველადი ჯარიმა 10 000 ლარია, ხოლო განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ოდენობაა.

თეო გუდავაძე
05.12.2018

 საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს აქვს სესხი. წინა წელთან შედარებით, ასეთი ადამიანების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალურმა მდგომარეობამ ადამიანები იძულებული გახადა, სხვადასხვა სახის კრედიტი გამოეტანათ ბანკებიდან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, გადახდისუნარიანობა კი საკმაოდ დაბალია და უმეტესობა ცდილობს, მხოლოდ პროცენტი იხადოს.

მარი ჩიტაია
05.12.2018

 ინფლაციის მაჩვენებელი ფასების ზრდის დინამიკას საერთოდ აღარ ასახავს. ოფიციალური სტატისტიკა "გვარწმუნებს", რომ წლიური ინფლაცია 1,9%-ს შეადგენს. სინამდვილეში, სხვაობა არსებულ ვითარებასთან შედარებით, დიდია. შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ასეთი დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდეს, როცა მოსახლეობა მასობრივად ფასების ზრდაზე საუბრობს.

თამარ მუკბანიანი
04.12.2018

 სესხების განულების პროგრამის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღები კვლავ უცნობია. მიზეზად ფინანსთა სამინისტრო და ფონდი "ქართუ" ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეს ასახელებენ, თუმცა ვრცელდება საინტერესო ცნობები, რომ შეღავათით მოსარგებლეთა სეგემენტი შეიძლება გაფართოვდეს.

მარი ჩიტაია
04.12.2018

 გაისად მოსახლეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღარიბდეს. ამ მხრივ 2018 წელი საკმაოდ მძიმე იყო და სიდუხჭირეს ყველაზე მწვავედ მოქალაქეები განსაკუთრებით მომავალი წლიდან იგრძნობენ. შინამეურნეობების შემოსავლის დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას მოხმარდება. ხალხს ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლადაც არ ჰყოფნის ფული.

მარი ჩიტაია
04.12.2018

 თამბაქოს აქციზის ზრდის პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ იაფ სიგარეტზე მომხმარებელს წვდომა კიდევ შეეზღუდება, თუმცა ასეთი ნაბიჯებით მოხმარების მასშტაბის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. სანაცვლოდ, დიდია ალბათობა იმისა, რომ კონტრაბანდა გაიზარდოს, რამაც ბოლო წლებში ისედაც არანორმალურად მოიმატა. ოფიციალურად დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის გაზრდილი.

მარი ჩიტაია
04.12.2018

 ოპეკის ერთიანობა შეირყა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (ოპეკიდან) გასვლას გეგმავს. გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ფასებზე, სავარაუდოდ, არ აისახება, თუმცა ყატარის ყოფნა ოპეკში მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ორგანიზაციის ერთიანობა ნავთობის მოპოვების კვოტების კონტროლს ეფუძნება და ამ მხრივ გავლენა, შესაძლოა, შესუსტდეს.

თამარ მუკბანიანი
04.12.2018

 ქართულ ავიაბაზარზე ახალი კომპანიები ფეხს ვერ იკიდებენ. "მაივეი", რომელიც მგზავრებისთვის მისაღები ტარიფებით გამოირჩეოდა, ავიამიმოსვლას აჩერებს, მიზეზად კი არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც თბილისის აეროპორტისა და იქ ფეხმოკიდებული ავიაკომპანიების დადანაშაულება ხდება.

მარი ჩიტაია
30.11.2018

 მოქალაქეების ვალების ჩამოწერა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოესწროს. დროულად ვერც ვებ-გვერდის შექმნა მოხერხდა, რომელშიც პროექტის მონაწილე გადახდისუუნარო მსესხებლების სია უნდა განთავსდეს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება დახურული პროცესი და ინფორმაციაც მაქსიმალურად შეიზღუდება. ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ვალების განულება 600 000 მოქალაქეს არ შეეხება და სინამდვილეში მათი რიცხვი ნაკლები იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×