თამარ მუკბანიანი 25.12.2018
ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზრიდან 280 მლნ დოლარი შეისყიდა, რაც, რასაკვირველია, აისახა ლარის გაუფასურებაზე. პერიოდულად ეროვნული ბანკი ბაზრიდან დოლარის შესყიდვას ახორციელებს და ამით პირდაპირ გავლენას ახდენს კურსზე. ინტერვენციის მიზეზი ყბადაღებული საერთაშორისო რეზერვებია, რომლებსაც გვენეტაძის უწყება მუდმივად ავსებს, მაგრამ მაინც ერთ დონეზეა. ვინ და რა იმალება რეზერვების უკან, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.
|
მარი გოცირიძე 25.12.2018
"თიბისი ჯგუფი" და ALLPROPERTY.GE საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისათვის "თიბისი ჯგუფი" უძრავი ქონების პლატფორმა ALLPROPERTY.GE-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.
|
მარი გოცირიძე 25.12.2018
ნავთობპროდუქტების ბაზრისათვის 2018 წელი საკმაოდ რთული იყო. წლის მთავარ გამოწვევას, როგორც უცხოურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც წარმოადგენდა არასტაბილური ფასი, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. იგი წლის განმავლობაში არაერთგვაროვანი დინამიკით ხასიათდებოდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა სწორედ საფასო დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება 2018 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში. აგრეთვე, შეიძლება ითქვას, გამოიკვეთა საწვავის მოხმარების შემცირება, თუმცა რამდენიმე დასახელების ნავთობპროდუქტზე, მათ შორის, საავიაციო ნავთის მოხმარების რეალიზაციაც გაზრდილია.
|
მარი გოცირიძე 25.12.2018
"ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში" 100 000-ზე მეტი ფერმერი დარეგისტრირდა. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2018 წლის ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირები აღირიცხებიან.
|
მარი ჩიტაია 22.12.2018
ოკუპირებულ გალის რაიონში წინასაახალწლოდ სასურსათო პროდუქციის ფასმა პიკს მიაღწია. მართალია, საზღვარი არ ჩაკეტილა, მაგრამ საახალწლო სეზონი გალელებისთვის წელს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ზუგდიდიდან სურსათი ნაკლებად შედის, რუსეთიდან შეტანილი საკვები პროდუქტის ადგილზე შეძენა კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მძიმე მატერიალური პირობების გამო უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ხალხი ფიქრობს, რომ კვირის ბოლოს საზღვარი შეიძლება მთელი 1 თვით ჩაიკეტოს და მიმოსვლას ვერ შეძლებენ.
|
თეო გუდავაძე 22.12.2018
წელს საქართველოში ზამთრის კურორტებზე სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე სასტუმროების ქსელები და საოჯახო ტიპის სასტუმროები დამსვენებლებს უკვე იღებენ. როგორც სასტუმროებში ამბობენ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათი ოთახების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ფასები არ შეცვლილა და მეპატრონეები ცდილობენ, შეინარჩუნონ ძველი ტარიფი, რათა დამსვენებელთა ოდენობამ არ იკლოს.
|
მარი ჩიტაია 22.12.2018
ბანკების მოგება არნახული ტემპით მატულობს და წლის ბოლომდე, შესაძლოა, მილიარდს მიაღწიოს. იანვარ-ნოემბრის მონაცემით, ბანკების მოგებამ 795 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებზე ადის. ბანკების ასეთი გრანდიოზული მოგება ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს და განვითარების შანსს უსპობს.
|
თამარ მუკბანიანი 21.12.2018
მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი შეუჩერებლივ იკლებს. 1 ბარელის ფასი უკვე 55 დოლარის ფარგლებშია და ანალიტიკოსები კლებას კიდევ ვარაუდობენ. ტენდენცია ნაწილობრივ აისახა ქართულ ბაზარზეც და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ცოტათი გაიაფდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცირება არ არის გლობალური ტენდენციისა და რეალობის ადეკვატური.
|
მარი ჩიტაია 21.12.2018
1 კვირაში საქართველო შეიძლება დიდი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. დასავლეთის მიმართულებით მომუშავე 500-მდე მძღოლი მასობრივი აქციებით იმუქრება. საქართველოში მოქმედი თურქული სატრანსპორტო კომპანია "მეტროს", მათი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობს და მათ მგზავრებს ართმევს. გამაფრთხილებელი აქცია უკმაყოფილო მძღოლებმა გუშინვე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს და სამინისტროს მიერ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს.
|
თამარ მუკბანიანი 21.12.2018
სიღარიბე 10%-ით შემცირდა, კერძო სექტორში ყოველწლიურად 40 000-მდე ადამიანი საქმდება - ეს "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკური გუნდის აღქმაა ქვეყანაში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით. რეალურად კი, 2012 წლიდან დღემდე სიღარიბე 8%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთოდაც არ შემცირებულა. კერძო სექტორში 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 29 000 კაცი დასაქმდა. გამოდის, რომ ციფრები, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი ასახელებს, მხოლოდ უცხოელების წინაშე თავის მოწონებისთვის თუ გამოდგება.
|
მარი ჩიტაია 20.12.2018
საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მომავალი წლიდან ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ვითარების დარეგულირებაში გადამწყვეტი შეიძლება, ეროვნული ბანკის პოზიცია აღმოჩნდეს, თუმცა ამ უწყებას სურვილი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, არ აქვს.
|
მარი ჩიტაია 20.12.2018
ბიტკოინმა ყველანაირი მიმზიდველობა დაკარგა. კრიპტოვალუტის ფასი კატასტროფულად დაეცა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის პიარზე აგებული ფარსი იყო და შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიძიროს. ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეუქცევადია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს. 1 წელიწადში ბიტკოინის ღირებულება 16 000 დოლარით შემცირდა. წლის დასაწყისში მისი ფასი 19 000 დოლარს აჭარბებდა და ბოლო დღეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3600 დოლარის ფარგლებშია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|