თამარ მუკბანიანი 24.01.2019
ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ უფასოდ. მიზეზი აფხაზეთში გაზრდილი მოხმარებაა. უკვე გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ყიდიან სეპარატისტები დენს, რომელიც ჩვენგან მოსახლეობისათვის უფასოდ მიეწოდებათ?
|
თამარ მუკბანიანი 23.01.2019
მსუბუქი მანქანებისათვის ტექდათვალიერების პროცესი მარტივდება. ცვლელებები ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, თუმცა მას, დიდი ალბათობით, დაამტკიცებენ. როცა ცვლილება შევა ძალაში, 5 მილიმეტრამდე დაზიანება საქარე მინაზე მანქანის დახარვეზებისა და ხელახალი ინსპექტირების საფუძველი აღარ გახდება. ასევე, უპრობლემოდ ჩაითვლება გვერდითი მინების დამუქება და ავტომობილის შეფერილობა.
|
მარი ჩიტაია 23.01.2019
უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლებას ქორწინებითაც ვეღარ მიიღებენ. მიწის გასხვისებისა და საკუთრების უფლების მოპოვების საკითხებს კანონი გაზაფხულიდან დაარეგულირებს. ხელისუფლებამ აქამდე არსებული პოზიცია შეცვალა და მიწის საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობას უკიდურესად ამკაცრებს. ამიერიდან მიწის რესურსი უფრო დაცული იქნება და სახელმწიფოც მეტი სიფრთხილით მოეკიდება საკითხს.
|
თამარ მუკბანიანი 23.01.2019
საქართველოდან რქოსანი პირუტყვის გაყვანა ნაწილობრივ შეიზღუდა. იანვრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, შინაური პირუტყვი, თუკი მისი წონა 140 კგ-ს არ აღემატება, ექსპორტზე ვერ გავა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ გაყვანილი საქონლის გამო ქვეყანაში ხორცის დეფიციტია და ამიტომ პროდუქტიც გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა მცირდება, რაც შემდგომში პოპულაციასაც შეუქმნიდა პრობლემას.
|
მარი ჩიტაია 22.01.2019
საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპის ვირუსისა და წითელას ეპიდემიასთან ბრძოლა სახელმწიფოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი უჯდება. სპეციალისტების გათვლით, ხარჯი 12-15%-ის ფარგლებში მატულობს თითოეულ ოჯახზეც. გაცილებით ნაკლები იქნებოდა ზარალი, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა გამართულად რომ მუშაობდეს და პრევენციული ღონისძიებები დროულად გატარებულიყო. ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ცალკეული ოჯახების, ასევე სახელმწიფოს დანახარჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ და არაპირდაპირაც სერიოზულ პრობლემას უქმნის.
|
მარი ჩიტაია 22.01.2019
დაწესებული რეგულაციის გამო ლომბარდები თითქმის მასობრივად იხურება. ეს პროცესი უკვე დაიწყო და, ახალი წლიდან მოყოლებული, წვრილი ლომბარდების ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა. საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სებ-ის მიერ დაწესებული სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
|
თამარ მუკბანიანი 22.01.2019
გაზგასამართი სადგურები უშუალოდ დასახლებულ პუნქტებსა და ხალხმრავალ ადგილებშია განლაგებული. საფრთხე აშკარაა და მცირე შეცდომის ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი აფეთქების მასშტაბი კატასტროფული იქნება, თუმცა ამ სფეროს რეგულირებაზე არავინ მუშაობს. არადა, 1 გაზგასამართი სადგურიც რომ აფეთქდეს, დიდი დიღმის ტრაგედია მონაგონი იქნება იმ სავალალო შედეგებთან, რაც მას მოჰყვება.
|
თამარ მუკბანიანი 22.01.2019
იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო სფეროს რეგულაციის შედეგად, სხვა პრდუქტებთან ერთად, ონლაინ სესხებით სარგებლობაც შეფერხებულია. ამიტომ კომპანიებმა შემოსავლის ზრდის გზების ძებნა დაიწყეს და კანონში "ხვრელებსაც" მიაგნეს. ერთ-ერთია ლიზინგის საფარქვეშ ტელეფონების ონლაინ ლომბარდის შექმნა. რადგან რეგულირებით არ გამქრალა მოთხოვნა ფულზე, შესაბამისად, გამსესხებლები ფულის მიწოდების გზებს ეძებენ, რომელიც უფრო ძვირია მომხმარებლისთვის, ვიდრე იანვრამდე იყო.
|
თამარ ადუაშვილი 21.01.2019
რადგან მაგთიკომის ხელშეწყობით წიგნები ხშირად იბეჭდებოდა, მეშინოდა, რომ შემდეგზე წერისას შემთხვევით რომელიმე არ გამომრჩენოდა. ამიტომ სია ჩამოვწერე. სულ მალე ეს ჩამონათვალი ისე გაფართოვდა, რომ სტატიის მომზადებისას, თავისი მოცულობიდან გამომდინარე, სრულიად გამოუსადეგარი გახდა. ახლა მხოლოდ ზოგადად თუ აღვნიშნავ, რომ მაგთის მხარდაჭერით გამოიცა მხატვართა და არქიტექტორთა ალბომები, მხატვრული და ბიოგრაფიული ლიტერატურა, ისტორიული ნარკვევები, ფოტოალბომები, მოგონებები... დღეს კი მაგთიკომის დახმარებით გამოცემულ წიგნებს კიდევ ერთი ტრიპლეტი - "დე" შეემატა - დათო ევგენიძის სამ პატარა წიგნად გამოცემული ლექსები. "დე" ავტორმა დედას მიუძღვნა, რომელსაც ასე მიმართავდა. საყვარელი სიტყვა "დე" ამავდროულად პოეტის სახელის ინიციალებიცაა.
|
მარი ჩიტაია 18.01.2019
ღორის გრიპმა ტურიზმის სექტორს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ახალი წლიდან მოყოლებული, ტურისტები, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჯავშნებს მასიურად აუქმებენ. სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ დამსვენებლების სიმცირეა, რადგან ღორის გრიპის შიშით ისინი საქართველოში დასვენებაზე უარს ამბობენ. საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი აქტიურად ეწევა ანტიქართულ კამპანიას და მოსახლეობას აფრთხილებენ ყველა შესაძლო რისკზე, რაც შეიძლება მათ საქართველოში დასვენების შემთხვევაში შეიძლება შეექმნათ.
|
თამარ მუკბანიანი 18.01.2019
"ქართუს" მიერ შესყიდული სესხების განულების პროცესი სრულდება. მსესხებლებს, რომელთა დავალიანებაც ფონდმა გადაიხადა, სტატუსი "დახურულია" მიენიჭებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მომენტალურად შეძლებენ სესხის თავიდან აღებას. სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მკაცრი პარამეტრების გარდა, სესხის თავიდან ასაღებად, მინიმუმ, 6 თვის გასვლაცაა საჭირო. ამის შემდეგ ბანკები მათ, სავარაუდოდ, უფრო მაღალ პროცენტში შესთავაზებენ სესხს.
|
თამარ მუკბანიანი 18.01.2019
მცხეთაში ჯიხურები სრულად აიკრძალება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 2019 წლის ბოლოს მორატორიუმი სრულად გაუქმდება. იქამდე კი, 1-ლი მარტიდან დოკუმენტში ცვლელებები შევა, რომლითაც გარემოვაჭრეებს შესაძლოა, მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაღაზიებისა და საოჯახო სასტუმროების მშენებლობის უფლება მიეცეთ.
|
|