თეო გუდავაძე 15.02.2019
რესტორნებსა და ბარებს უფრო მეტი ფინანსური წნეხი ელით. დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ კლიენტთა რაოდენობა ისედაც შეამცირა, ამას დაემატა ახალი მოთხოვნაც ხმის ჩამხშობი აპარატურის დაყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც შესაძლოა, ბევრი დაიხუროს კიდეც. მეპატრონეების თქმით, ბიზნესს მოგება აღარ რჩება მას შემდეგ, რაც შეზღუდვის მასშტაბმა იმატა.
|
თამარ მუკბანიანი 14.02.2019
საქართველოს მთავრობა "გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში დაასრულებს. ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების დეტალები და ისიც, თუ რა თანხას მიიღებს საქართველო სატრანზიტო მომსახურებისათვის. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე ჩვენთვის პირობები უარესდება და შეიძლება წელსაც რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.
|
მარიკა გოგოხია 14.02.2019
მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე ცდილობს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა რეგიონებში აზარტული თამაშების ბაზრის განვითარებას გეგმავს. იმის ნაცვლად, რომ აზარტული ბიზნესი შეიზღუდოს და მკაცრი რეგულაცია დაწესდეს, მთავრობა თავისი არაგონივრული პოლიტიკით აზარტული ბიზნესის წახალისებას ახდენს. მართალია, ეს ბიზნესი მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზეა გათვლილი, მაგრამ მომხმარებლის დიფერენცირება არ ხდება და ცხადია, არავინ იღებს პასუხისმგებლობას იმ დაუცველ მოქალაქეებზე, რომლებიც უკანასკნელ თეთრსაც აზარტულ თამაშებში ხარჯავენ და ამის გამო შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ.
|
მარი ჩიტაია 14.02.2019
ძვირფასი ლითონების ბაზარზე დიდი ცვლილებაა. პალადიუმის ფასმა ოქროსა და პლატინის ღირებულებას გადაასწრო. დაახლოებით 3 წელია, რაც მისი ფასი განუხრელად მატულობს და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 200%-ით არის გაძვირებული. სპეციალისტები ძვირფასი ლითონების ბაზარზე საფასო ცვლილებას ავტომობილების ინდუსტრიაში პალადიუმის გამოყენების ინტენსიურ ზრდას უკავშირებენ. თუმცა მას აქტიურად იყენებენ სამხედრო და აეროკოსმოსურ ტექნიკაშიც.
|
მარი ჩიტაია 13.02.2019
10 წელიწადში პენსია შესაძლოა, 350 ლარამდე გაიზარდოს. ამისათვის ბიუჯეტს დაახლოებით 4 მლრდ ლარი დასჭირდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პენსიონერებისათვის ეს სხვაობა შესამჩნევი გახდეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პენსიის თვითღირებულება რეალურად უცვლელი დარჩება, რის ერთ-ერთ მიზეზადაც სწორედ ინფლაცია სახელდება.
|
თამარ მუკბანიანი 13.02.2019
საქართველოს სატრანსპორტო სფეროში ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება. 2012 წლიდან დღემდე 8.1 მლნ ტონა ტვირთი დაიკარგა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი კლებამ 0.4 ტონა შეადგინა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მასშტაბის მოლაპარაკებების გარეშე ტენდენციის შემოტრიალება შეუძლებელია.
|
თამარ მუკბანიანი 13.02.2019
საქართველოს საგარეო ვალი შეუჩერებლად იზრდება. იანვარში 32.56 მლნ დაემატა თანხას, რომელიც ქვეყანამ მომავალში უნდა გადაიხადოს. ვალის ზრდა ხდება იმ პირობებში, როცა ქვეყანა ბიუჯეტს ვერ ითვისებს და 2018 წელს თითქმის 2 მლრდ ლარი დარჩა დასახარჯი. სფეროს სპეციალისტები ვალის ამ რადენობით აღებას ეკონომიკურად წამგებიან პროცესს უწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 12.02.2019
დევნილებისა და პენსიონერების დაახლოებით 70% შემწეობისა და პენსიის კუთვნილ თანხას წინსწრებით იღებს. 240 000 დევნილი მუდმივად სესხზეა დამოკიდებული. მართალია, ეს არაოფიციალური მონაცემია, მაგრამ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმ უკიდურეს გაჭირვებას, რაშიც ამ კატეგორიის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. გამოდის, რომ 1 მილიონი პენსიონერიდან და დევნილიდან დაახლოებით 700 000 თავის გადასარჩენად სესხზეა ჩამოკიდებული.
|
მარიკა გოგოხია 12.02.2019
სავალუტო რყევებით ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. გადაჭრით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ბანკებმა იხეირეს. ფაქტია, ისინი დიდძალ ფულს სწორედ სავალუტო მანიპულაციებითა და სპეკულაციით შოულობენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს მათი მთელი მოგების მეოთხედი მარტო ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე მოდის.
|
ნინა გარდაფხაძე 12.02.2019
"რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დავტოვო", - ამ სიტყვების მოსმენა საქართველოში მცხოვრებ იმ არაერთ მიგრანტს მოუწია, რომლებსაც ბინადრობის მოწმობის ვადა უკვე ამოეწურათ, თუმცა ქვეყანაში მაინც რჩებიან სამსახურებრივი თუ ბიზნესსაქმიანობის გამო. ბინადრობის წესის ცვლილების შემდეგ, რეზიდენტი პირების ნაწილმა უფლების გაგრძელება ვეღარ შეძლო, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებსაც ბიზნესი აქვთ.
|
მარი ჩიტაია 12.02.2019
თხილის ფასი რეგიონებში 2 ლარამდე დავიდა, მაგრამ ხალხს არც გასაყიდი პროდუქტი შერჩა. იმის გამო, რომ მოსავალი უხარისხო იყო, გლეხებმა თითქმის მთელი მარაგი წლის ბოლომდე გაყიდეს. წესით, ამ დროს თხილი ყოველთვის ძვირია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფასი ამ პერიოდში მინიმუმამდე დაეცა.
|
თეო გუდავაძე 12.02.2019
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სკანდალები როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ცუდად იმოქმედებს. მოსამართლეების ირგვლივ განვითარებული მოვლენები ინვესტორებისათვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. ჯერჯერობით ამ მიმართულებით დიდი ვარდნა არ არის, მაგრამ თუკი სისტემური პრობლემები არ მოგვარდა, უცხოური კაპიტალის კლება, საბოლოო ჯამში, დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე.
|
|