თამარ მუკბანიანი
27.02.2019

 ქვეყანაში სამუშაო ძალის კლების ტენდენცია აშკარაა, რისი ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. საქმე ისე მიდის, რომ სამომავლოდ შეიძლება სამუშაო ადგილები გაჩნდეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისი არ აღმოჩნდეს მათ დასაკავებლად.

თამარ მუკბანიანი
27.02.2019

 ახალი წლიდან მოყოლებული, ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა. ერთ-ერთ მიზეზად იმპორტიორები პირველი იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციას მიიჩნევენ, ასევე, შეცვლილ საბაჟო კოდექსს, რომელმაც ბაზარზე გაუგებრობა გამოიწვია და ცუდად აისახა გაყიდვაზეც.

თამარ მუკბანიანი
26.02.2019

 არნახული შეტევა "ქართულ სკოლასა" და მის მფლობელზე. "პროკრედიტ ბანკმა" მერაბ გვაზავას 180 000 დოლარად შეფასებული კომერციული ფართი ნულოვან აუქციონზე 9 000 დოლარად გაუყიდა. ქონების ახალი მფლობელი ზემოხსენებული ბანკის შვილობილი კომპანიაა. კომერციული ფართის შემდეგ, აუქციონზე გატანა ახლა უკვე საცხოვრებელ სახლს ემუქრება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მერაბ გვაზავა კარგავს პირწმინდად ყველაფერს და ვალი ფაქტობრივად იმავე ოდენობით რჩება.

მარი ჩიტაია
26.02.2019

 წყლის ტარიფთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. იმის მაგიერ, რომ ხელისუფლებამ არსებული ტარიფის შენარჩუნებაზე იზრუნოს, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გადასახადი 2021 წლიდან მოიმატებს და მოსახლეობისათვის დაახლოებით 3-ჯერ გაძვირდება. მართალია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, მაგრამ ითქვა, რომ გაძვირება თეორიულად დასაშვებია. საბოლოოდ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება წყლის სატარიფო პოლიტიკაზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება შეიმუშავებს.

თამარ მუკბანიანი
26.02.2019

 ბათუმის ორი კლინიკა 6 გარდაცვლილ პაციენტს "მოემსახურა". ავადობის გაზრდილი ჩამონათვალის, არასაჭირო კვლევებისა და გეგმური ოპერაციების გადაუდებლად დარეგისტრირების შემდეგ, საავადმყოფოებმა საყოველთაო დაზღვევიდან მეტი თანხის მისაღებად გარდაცვლილი პაციენტების მომსახურებაც დაიწყეს, ჩვეულებრივი შემთხვევების "მწვავედ" გატარების რაოდენობამ კი ყველა რეკორდი მოხსნა.

მარი გოცირიძე
26.02.2019

 "გალტ ენდ თაგარტმა" საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

თამარ მუკბანიანი
22.02.2019

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. ბოლო მონაცემით, 1 ბარელის ღირებულება 67 დოლარია, რაც ბოლო სამი თვის მაქსიმუმია. საქართველოში გაძვირება ჯერჯერობით მხოლოდ საბითუმო ქსელში აისახა. მალე მცირედით, თუმცა ფასის მატებას უნდა ველოდოთ საცალო ქსელშიც.

მარი ჩიტაია
22.02.2019

 წელს ზამთრის ტურიზმი ბოლომდე ჩავარდა. ცალკე უამინდობამ, ცალკეც ღორის გრიპთან დაკავშირებით შექმნილმა აჟიოტაჟმა მთის კურორტებზე სერიოზული პრობლემა შექმნა. გუდაურსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტურისტებმა საქართველოში დასვენება გადაიფიქრეს და ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს. ამჟამად კურორტები თითქმის ცარიელია.

თეო გუდავაძე
22.02.2019

 ბოლო პერიოდში ტაქსით გადაადგილება გაძვირდა. მიზეზი ტექნიკური დათვალიერების ხარჯი და ტაქსის რეგისტრაციის ახალი რეგულაციაა. საწვავის ფასი არ შეცვლილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძღოლებს მანქანის შენახვა ძვირი უჯდებათ. შესაბამისად, მათ თადარიგი დაიჭირეს და მომსახურება 1-2 ლარით გააძვირეს. ამ ტენდენციას ადასტურებენ როგორც მძღოლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ტაქსით ხშირად სარგებლობენ.

მარი გოცირიძე
21.02.2019

 სამშენებლო სფეროში პროფესიული კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია m²-მა პროფესიული სასწავლებელი "კონსტრუქტ2" დააფუძნა.

მარი ჩიტაია
21.02.2019

 რუსები აფხაზეთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ემზადებიან. შესაძლოა, ოჩამჩირის საზღვაო აკვატორია ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც არანაირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არ არსებობს, პორტი ვერ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ოჩამჩირეში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გამორიცხულია.

თამარ მუკბანიანი
21.02.2019

 კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი 55%-ს აღწევს და წლის ბოლოსთვის ეს მონაცემი რადიკალურად შეიცვლება. საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მათი წილი უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მოსახლეობა დაუდასტურებელი შემოსავლის შემთხვევაში სესხს ბანკისაგან ვეღარ იღებს და იძულებულნი არიან, კერძო პირებს მიმართონ, რომლებიც კაბალურ პირობებს უყენებენ ისედაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×