მარი ჩიტაია 05.02.2019
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების ნაწილს გაზი პლასტმასის მილებით მიეწოდება. ამიტომ გაზის გაჟონვის საფრთხე თითქმის ყველგანაა, სადაც მოსახლეობა ბუნებრივ აირს მოიხმარს. სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ამ კომპანიებს შორის კაბალური ხელშეკრულებებია გაფორმებული, ქვეყანაში არ არის ისეთი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კერძო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას აიძულებს. ამასობაში მოსახლეობა თბილისსა და თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაზით იწამლება და იღუპება.
|
ნინა გარდაფხაძე 05.02.2019
ახალ წელს კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული ასობით მოქალაქე სამსახურის გარეშე შეხვდა. პროცესი, როგორც ჩანს, 2019 წელსაც გაგრძელდება. შემცირების მიზეზი საბანკო რეგულაციაა, მეორე მხრივ კი, სავაჭრო სექტორში ცვლილება, რომელიც რაც დრო გავა, უფრო მძაფრი იქნება.
|
მარი გოცირიძე 05.02.2019
საქართველოში საავტომობილო ზეთის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ირანი ქვეყანაში საავტომობილო ზეთის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა გახდა. იმპორტი მატულობს, რაც ბაზრისთვის კარგი ტენდენციაა, თუმცა დამაფიქრებელია ხარისხი, რითაც ირანული პროდუქტი ნამდვილად გამორჩეული არ არის და ხარისხის ნიშით მას ზეთის მწარმოებელ ქვეყნებთან კონკურენციის გაწევის შანსიც კი არ აქვს.
|
მარი ჩიტაია 02.02.2019
გაზის ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას ენერგეტიკოსები გამორიცხავენ. ისინი არ იზიარებენ ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, რომ შეიძლება საქართველოში ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებელი შემოვიდეს. იმის გამო, რომ დღეს გაზის ბაზარი მთლიანად მონოპოლიზებულია, კონკურენციის გაზრდის შესაძლებლობას სპეციალისტები საეჭვოდ მიიჩნევენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის სახით გამოჩნდეს "სოკარის" შვილობილი რომელიმე კომპანია.
|
მარი ჩიტაია 02.02.2019
აფთიაქებში შეძენილ თითქმის არც ერთ წამალს ქართულ ენაზე ეტიკეტი არ მოჰყვება. სურსათის შემთხვევაში კანონმდებლობა ამ საკითხს მეტ-ნაკლენად არეგულირებს, ხოლო სააფთიაქო ქსელებში სრული განუკითხაობაა. იმპორტული წამლების დიდ ნაწილზე დატანებული ეტიკეტის წაკითხვა ხშირად შეუძლებელია შრიფტის სიმცირის ან გაურკვეველ ენაზე დართული წარწერის გამო.
|
თეო გუდავაძე 01.02.2019
დედაქალაქის შემდეგ კომერციული გაზი რეგიონებშიც გაძვირდება. ფასმა თბილისში პირველი იანვრიდან მოიმატა, ხოლო დანარჩენ საქართველოში პირველი მარტიდან მოიმატებს. იმ პირობებში, როცა ცენტრიდან მოშორებით ბიზნესს განვითარება ისედაც უჭირს და სამუშაო ადგილები ძალიან მცირეა, ეს დამატებითი მუხრუჭი იქნება კერძო სექტორისთვის. თანაც გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის ღირებულება.
|
მარიკა გოგოხია 01.02.2019
ქართულ სოფლებში უცხოელების დასახლების შემთხვევები დღესაც მრავლადაა. მართალია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუმისში "არაბული სოფელი", შესაძლოა, აღარ აშენდეს, მაგრამ საქართველოს რეგიონებში კვლავ რჩება რამდენიმე სოფელი, სადაც უცხოელები სახლდებიან, განსაკუთრებით მცხეთის რაიონსა და დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება კუმისში "არაბული სოფლის" გაშენებას, იქ მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შექმნილმა პრობლემამ შეუშალა ხელი.
|
თამარ მუკბანიანი 01.02.2019
2019 წლის იანვარში დედაქალაქში გაზით მოწამვლისა და აფეთქების შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 73 კი მოიწამლა. სტატისტიკა საგანგაშოა. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა კომპანიის მხრიდან გაფრთხილებული იყო, მილებიც დალუქეს, თუმცა მომხმარებლებმა თვითნებურად აღადგინეს მიწოდება. ამ კუთხით სანქციას კანონი არ ითვალისწინებს. ენერგოომბუდსმენი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრებიც მიიჩნევენ, რომ უბედური შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს კანონი ურჩი მომხმარებლის დაჯარიმებისთვის.
|
თამარ მუკბანიანი 31.01.2019
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ბანკების 55 სერვისცენტრი დაიხურა. მხოლოდ "თიბისი ბანკმა" შარშან დეკემბერში 15 ფილიალი გააუქმა და 200 თანამშრომელი დაითხოვა. სფეროს სპეციალისტები ფილიალების დახურვის მიზეზად ბანკების გამსხვილებასა და ინტერნეტბანკინგის განვითარებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პროცესი შეუქცევადია და კვლავ გაგრძელდება.
|
მარი ჩიტაია 31.01.2019
საქართველოში მსხვილი ჰესების მშენებლობა, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს, შედარებით მცირე ჰესების რამდენიმე პროექტი კი 2019 წლიდან განხორციელდება. 2018 წელი ისე გავიდა, რომ არც ერთი ენერგეტიკული პროექტი არ დაძრულა. ენერგეტიკოსების შეფასებით, მთავრობა ინვესტორებთან უკვე გარკვეულ დათმობაზე მიდის და მშენებელს შესყიდვისა და ტარიფის კომპონენტში გარანტიას სთავაზობს. სხვა გამოსავალი სახელმწიფოს რეალურად არ აქვს. ელექტროენერგიის იმპორტი და მოხმარებაც კატასტროფულად მატულობს და სექტორი დღითი დღე ღრმა კრიზისში შედის.
|
მარიკა გოგოხია 30.01.2019
პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ზედმეტად ოპტიმისტური ჩანს. ინვესტიციებში იმდენად მაღალი ჩამორჩენაა, რომ ნაკლებად დასაჯერებელია, ქვეყანაში კაპიტალდაბანდებით ვინმე რეალურად ინტერესდებოდეს. ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, ინვესტიციებში მკვეთრი კლებაა, რითაც დასტურდება, რომ ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს.
|
თამარ მუკბანიანი 30.01.2019
1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებში რეალიზაცია მინიმუმზე დაიყვანა. "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის" სრულად ძალაში შესვლის შემდეგ მაღაზიებში განვადებები 70%-ით შემცირდა. ამის გამო სავაჭრო ობიექტები თანამშრომლების გათავისუფლებასა და რეგიონებში ფილიალების შემცირებას გეგმავენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|