მარი ჩიტაია
08.02.2019

 ტექდათვალიერების ცენტრები მოთხოვნას ვერ აუდიან, ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 მანქანა მოწმდება. ერთი შეხედვით, მძღოლებს მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტექდათვალიერების პროცესს საკმაოდ ადვილად გადიან. სპეციალისტების მხრიდან ხშირად ისმის საუბარი პროცესების გაუმართაობაზე. შენიშვნა დიდწილად ბიუროკრატიულ მექანიზმს უკავშირდება.

თამარ მუკბანიანი
08.02.2019

 დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ამის თაობაზე, სპეციალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შემდეგ, თბილისის მერიც ალაპარაკდა. გამოსავლის გზად ძველი, გამხმარი ხე-მცენარეების გაჩეხვა და იმავე ადგილებში მწვანე საფარის განახლება მიიჩნევა.

თეო გუდავაძე
08.02.2019

 ყოველწლიურად სამსახურს 40 ათასამდე ადამიანი კარგავს. ასეთია გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაცია. უცნობია, რა კვლევას ეყრდნობა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, თუმცა ამ მხრივ რომ ვითარება მძიმეა, ადასტურებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე - ანალიტიკოსებიც.

მარი ჩიტაია
08.02.2019

 საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაახლოებით 40-50%-ით შემცირდება. საბანკო და სამშენებლო სფეროს რეგულაციებმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზულად დაარტყა. არაოფიციალური მონაცემით, თუკი აქამდე თბილისში ყოველწლიურად დაახლოებით 100-120 კორპუსი შენდებოდა, წელს შესაძლოა, 30-40 კორპუსზე მეტი ვერ აშენდეს. დეველოპერები ამბობენ კიდეც, რომ მასშტაბურ პროექტებს უკვე ვეღარ განახორციელებენ.

თამარ მუკბანიანი
07.02.2019

 რეგულაციების ამოქმედებიდან ერთ თვეში მევახშეებმა კანონში ხვრელები უკვე აღმოაჩინეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები ცდილობენ, თავი აარიდონ დაწესებულ მოთხოვნებს, ამიტომ გამსესხებლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, ფინანსური პოლიცია გააკონტროლებს.

მარი ჩიტაია
07.02.2019

 ერთ თვეში სიგარეტი 1 ლარით გაძვირდა. ცვლილება გადასახადის ზრდას უკავშირდება, მაგრამ, წესით, ასეთი მასშტაბური გაძვირება მაინც არ უნდა გამოეწვია. ფასი საბოლოოდ ადვალური გადასახადის გასამმაგებამ გამოიწვია და დღეს ბაზარზე იაფი სიგარეტი რეალურად აღარ არსებობს.

მარი ჩიტაია
07.02.2019

 მანქანების შენახვის ხარჯი მძღოლებს საგრძნობლად გაეზარდათ და ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მთავრობა ძალისხმევას არ აკლებს, რომ მანქანა ფუფუნების საგნად იქცეს და მისი მოვლა-შენახვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ შეძლოს. ბოლო 2 წელიწადში ავტომობილებზე დაწესებული სხვადასხვა გადასახადი უკვე 300 ლარს აჭარბებს. იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა ტექდათვალიერებისათვის სათანადოდ უნდა მომზადდეს, ხარჯი რეალურად 1000 ლარზე მეტია.

თამარ მუკბანიანი
06.02.2019

 "ტექნო ბუმი" გაკოტრდა. მფლობელმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა და საქმის წარმოებაც დაიწყო. მიზეზი საბანკო რეგულაციებია, რომელთა გამოც ქსელს განვადებები 70%-ით შეუმცირდა. როცა ტექნიკის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშეა, ბუნებრივია, უფრო მძიმე მდგომარეობაშია პატარა მაღაზიები. რეგულაციებს შეწირული ბიზნესი ქვეყანაში უმუშევრობის დონესაც ასწევს.

თამარ მუკბანიანი
06.02.2019

 2021 წლიდან საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია უნდა დაწესდეს. ასეთია ევროკავშირთან ნაკისრი ხელშეკრულება, თუმცა მთავრობა ამაზე ფეხს ითრევს, რადგან ასეთ ნაბიჯს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. პროფკავშირები და პარლამენტარები ამ სოციალურ პროექტს მეტად საჭიროდ მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება (თუნდაც 50 ლარი), დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტს წელიწადში 165 მლნ ლარის გაღება მოუწევს.

მარი ჩიტაია
06.02.2019

 ხორბლის არასაკმარისი მარაგის გამო შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს. პრობლემა, ძირითადად, რუსულ ხორბალზე ფასის ზრდას უკავშირდება, რომელიც უკვე თვეობით გრძელდება. იმის გამო, რომ საქართველო თითქმის 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, მარაგთან დაკავშირებით საფრთხე მუდმივად არსებობს.

თამარ მუკბანიანი
05.02.2019

 მანქანის შენახვა კიდევ უფრო ძვირდება. ტექინსპექტირების შემდეგ, 2019 წლის ივლისიდან, უკვე საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება, რომლის ღირებულებაც წელიწადში, მინიმუმ, 100-150 ლარი იქნება. ინიციატივას ჯერჯერობით კანონპროექტის სახე აქვს, თუმცა უკვე წარედგინა პარლამენტს.

მარი ჩიტაია
05.02.2019

 სტატისტიკური მონაცემებისა და ემპირიული დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში 250 000 ოჯახზე მეტი უკვე გაკოტრებულია. ეს არის უშემოსავლო, ვალებში ჩაფლული ხალხი, რომელიც, ფაქტობრივად, სესხებით ცხოვრობს და ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სხვა გამოსავალი არ აქვს. ერთი შეხედვით, ხელისუფლება აქცენტს ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი ხდება იმისთვის, რომ მოქალაქეების მდგომარეობა გამოსწორდეს. ხელფასების დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას ხმარდება და ხალხს ფული ელემენტარული პირობებისთვისაც არ რჩება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×