მარი ჩიტაია
29.01.2019

 მაღალჩინოსნების ხელშეწყობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები ჩალის ფასად, სულ რაღაც 30-50 თეთრად გაიყიდა. მიწის მინიმალურ ფასად რეალიზაცია კანონის მრავალჯერადი დარღვევით მოხდა, რაც კორუფციულ გარიგებებაზე მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ განუკითხაობას, რომელიც მუნიციპალური ქონების გასხვისების მხრივ რეგიონებში არსებობს.

თამარ მუკბანიანი
29.01.2019

 დედაქალაქში ახალაშენებული კორპუსებისათვის სამშენებლო და მენაშენეთა შესახლების წესი გამკაცრდება. დედაქალაქში ახალი საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული საერთოდ არ არის, ხალხი კი მათში, წლებია, ცხოვრობს. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი მუშაობს კანონზე, რომლის თანახმად, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსახლეობის შესახლება აიკრძალება. ცვლილებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევენ დეველოპერები.

მარი ჩიტაია
29.01.2019

 საქართველოში დღეს ყოველი მეორე რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით მთავრდება. გარდა იმისა, რომ ამით შობადობა მცირდება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაც კლებულობს. ასეთ პირობებში საზოგადოებას აქვს გაცილებით ნაკლები შანსი, რომ სათანადო წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

თეო გუდავაძე
29.01.2019

 ღორის გრიპმა ტურიზმზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა. ტურისტები, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ჯავშანს მასობრივად აუქმებენ. სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებში ამბობენ, რომ დამსვენებლების სიმცირეა და ყოველდღე უფრო მეტი ჯავშანი უქმდება, რადგან ეპიდემიის შიშით ისინი საქართველოში დასვენებაზე უარს ამბობენ. უკვე გაჩნდა ფინანსური კრიზისის ნიშნებიც. შეიძლება ითქვას, სეზონი ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები შეამცირეს, დამსვენებელთა რაოდენობამ მაინც იკლო.

თამარ მუკბანიანი
29.01.2019

 შარშან, წლის ბოლოს, პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა, თუმცა არ გაუმჯობესებულა ხარისხი. გზა, რომელსაც გაძვირებული პროდუქტი ნედლეულის კონდიციიდან ჩვენს სუფრამდე გადის, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელია. საწარმოებში და დისტრიბუციაში უგულებელყოფილია ჰიგიენური და სხვა სტანდარტები. შარშან 781 შემოწმებული საცხობიდან 113-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მარი გოცირიძე
29.01.2019

 ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წამყვანმა მწარმოებელმა "ქართული ლუდის კომპანიამ" (სს "ქართული ლუდის კომპანია") 25,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა.

მარი ჩიტაია
25.01.2019

 საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მალე ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ცვლილება ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა, როგორც ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეს ტენდენცია შესაძლოა უკვე მომდევნო თვეებიდან გახდეს შესამჩნევი.

რეზონანსი
25.01.2019

ქალაქის მერმა დაპირება შეასრულა და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი დაიწყო. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ `ქაქუცა ჩოლოყაშვილის~ ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება. მათი პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის:

რეზონანსი
25.01.2019

 ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წამყვანმა მწარმოებელმა „ქართული ლუდის კომპანიამ“  (სს „ქართული ლუდის კომპანია“) 25,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი  ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

თამარ მუკბანიანი
25.01.2019

 ტექდათვალიერების ცენტრებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი რიგებია. მანქანებს, რომლებსაც ტექდათვალიერების გავლა იანვარში ეკუთვნით, საათობით უწევთ ლოდინი. გარდა ცენტრების სიმცირისა, მიზეზი მძღოლების დაგვიანებული მიმართვაცაა. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორი კვირის ვადაში ქვეყანას კიდევ 20 ახალი ცენტრი შეემატება.

მარი ჩიტაია
25.01.2019

 დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლა უმუშევრობის მაჩვენებელს დაახლოებით 20-25%-ით გაზრდის. შესაძლოა, მან შრომით ბაზარზე არსებული ვითარება ზუსტად ვერ ასახოს, მაგრამ გამოასწორებს მდგომარეობას და ქვეყანას ექნება ისეთი სტატისტიკა, რომელიც რეალობას შეესაბამება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები აცხადებენ, "თეთრს შავად არავინ მოგვაჩვენებს". ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლები გაუარესდება, მაგრამ მეთოდოლოგიის შეცვლით მიღებული შედეგი რეიტინგულ უკუსვლას გადაწონის.

მარი ჩიტაია
24.01.2019

 "ღორის გრიპის" გამო ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვამ ოკუპირებულ რეგიონებში სერიოზული პრობლემა შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სურსათი და მედიკამენტები საშინლად გაძვირდა და ხალხი მათ შეძენას ვერ ახერხებს. ამ მხრივ ცხინვალში უფრო რთული ვითარებაა, რადგან ერთ კვირაზე მეტია, დიდთოვლობის გამო როკის გვირაბი ჩაიკეტა და რეგიონში ტვირთის შეტანა ვერ ხერხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×