მარი ჩიტაია
11.01.2019

 საქონლის ხორცზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასი მატულობს და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. სანაცვლოდ, იაფდება ღორის ხორცი და იგი დაბალ ნიშნულზე კარგა ხანი შენარჩუნდება. პირველ შემთხვევაში, პრობლემა წარმოების სიმცირეა. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბოლო პერიოდში ღორის მოშენება საკმაოდ ორგანიზებული გახდა, რაც უკრაინიდან გოჭების შემოყვანას უკავშირდება.

თამარ მუკბანიანი
11.01.2019

 რუსთავი-თბილისის მიმართულებით მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი შესაძლოა, მაინც ძალაში დარჩეს. მგზავრობის ღირებულება ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლომდე 1.50 ლარს შეადგენდა, მაგრამ მძღოლების გადაწყვეტილებით ის 2 ლარი გახდა. მერიის თავდაპირველი პოზიცია ძველი ტარიფის უპირობო შენარჩუნება იყო, ბოლო გადაწყვეტილებით კი შეიქმნა შემსწავლელი კომისია, რომელიც მის მიზანშეწონილობას დაადგენს.

თამარ მუკბანიანი
11.01.2019

 დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე ამოქმედდა, თუმცა მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ინფორმაცია, ვისთვის და რა ვადით არის სავალდებულო რეფორმაში ჩართვა ან ვის უნდა მიმართონ 40 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა, თუ არ სურთ დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ახალი მიღებულია პარლამენტში, უკვე მუშაობენ შესატან ცვლილებებზე, საპენსიო ფონდში კი "რეზონანსის" კითხვებს არ პასუხობენ.

მარი ჩიტაია
10.01.2019

 ყოველი მეორე მარჯვენასაჭიანი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გადის. ყველაზე მეტად პრობლემა მანქანებს ფარების რეგულირებასა და საქარე მინასთან დაკავშირებით აქვს. შარშანდელთან შედარებით, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვამ 4-ჯერ მოიმატა. რაც შეეხება საჭეგადატანილებს, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მძღოლებს რამე განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ. მთავარი პირობაა, რომ საჭის გადატანის თარიღი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ფიქსირდებოდეს. მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების მძღოლებს მოუწევთ, რომ ყურადღება ფარებს, საქარე მინებსა და სავალ ნაწილებს მიაქციონ.

თეო გუდავაძე
10.01.2019

 მიწის უფასო რეგისტრაციის ვადა უკვე მერამდენედ გახანგრძლივდა და ამჯერად 2019 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდა. საჯარო რეესტრსა და მთავრობაში ამტკიცებენ, რომ რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს და მოსახლეობის აქტივობა მაღალია, მაგრამ სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ პროგრამას უამრავი ხარვეზი აქვს და ამიტომ მისი ეფექტი მცირეა. შესაბამისად, შეიძლება, სარეგისტრაციო პერიოდი კიდევ გახანგრძლივდეს.

თამარ მუკბანიანი
10.01.2019

 სხვა პროდუქტებსა და მომსახურებასთან ერთად, 2019 წელს საქართველო გაძვირებული საფოსტო ტარიფებითაც შეხვდა. მომხმარებლები აღშფოთებულნი არიან, რადგან ზოგიერთ სერვისზე ფასი 4-ჯერ გაიზარდა. წელს ფოსტის პრივატიზება იგეგმება, რამდენადაც სახელმწიფო კომპანია დღეს წამგებიან ბიზნესთა შორისაა, სავარაუდოა, რომ, გასხვისების შემდეგ, ტარიფები კიდევ მოიმატებს.

თამარ მუკბანიანი
09.01.2019

 იანვრიდან, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რეგულაცია შეეხოთ კერძო გამსესხებლებსაც. მევახშეები, რომლებსაც 20-ზე მეტი კლიენტი ჰყავთ, ვალდებულნი ხდებიან, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში და 10 000 ლარი გადაიხადონ. ცვლილების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში, რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. როგორც ჩანს, საქმე ასე მარტივად არ არის. ახლა მთავარი კითხვა ისაა, რა კონტროლის მექანიზმი არსებობს და რა ელით მევახშეებს, რომლებიც რეგისტრაციას თავს აარიდებენ.

მარი ჩიტაია
09.01.2019

 ახალი წლის დადგომისთანავე ქვეყანაში გაძვირების მორიგი ტალღა აგორდა. თამბაქოს ნაწარმის ფასმა 50-80 თეთრით მოიმატა, გაძვირდა კომერციული გაზის ტარიფი, წლის ბოლოს მოსახლეობას პური გაუძვირეს. მოსალოდნელია, რომ ბინების ფასიც მოიმატებს და ცვლილება საპროცენტო განაკვეთებსაც შეეხება. არაფერს ვამბობთ წამლების ფასზე, რომელიც ღორის გრიპის ფონზე ნახტომისებურად გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი
09.01.2019

 მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს ტურისტული მოსაკრებელი და იქ, სადაც ჯერ არ ამოქმედებულა, ახლა იღებენ. ბოლოს გადასახადი იაპონიამ აამოქმედა და ის 9.2 დოლარს შეადგენს. საქართველოში მსგავსი სისტემის ამოქმედება ჯერჯერობით არ იგეგმება, არადა, მოსაკრებელი 3 დოლარის ოდენობითაც კი ქვეყნის ბიუჯეტში 25 მლნ-ზე მეტი ლარის მოზიდვას შეძლებდა.

მარი ჩიტაია
29.12.2018

 წელს ქვეყანაში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა, ასეთი არც ერთ პერიოდში არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი კონტრაბანდის წელია საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ხდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების არალეგალურად შემოტანის ფაქტები, რაც ბიზნესსაც აზარალებს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც.

მარი ჩიტაია
29.12.2018

 2019 წელს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ფაქტია, რომ მან წელს ვერ შეძლო ძირითადი მიზნის შესრულება - ქვეყანაში დევალვაციაა, ფასები იზრდება, ცხოვრების დონე ეცემა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უარესდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ, სპეციალისტების პრონგნოზით, ლარის კურსი და ინფლაცია გაისადაც პრობლემად დარჩება.

თამარ მუკბანიანი
28.12.2018

 სესხების ჩამოწერის პროცესში იმდენმა გაუგებრობამ იჩინა თავი, რომ ივანიშვილის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გაუფერულდა და მალე ეფექტს სრულიად დაკარგავს. პროგრამა, რომლითაც 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი უნდა განულებოდა, დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს და ყოველდღიურად ახალ-ახალი პრობლემების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×