თამარ მუკბანიანი
28.12.2018

 დრაკონული ჯარიმებისა და საურავების წესი შეიცვლება. პრემიერი მამუკა ბახტაძე კატეგორიულად მოითხოვს ამ კუთხით კანონის ლიბერალიზებას. სპეციალისტების აზრით, ჯარიმები მართლზომიერი უნდა იყოს და არა შემსუბუქებული, რათა ეკონომიკური დანაშაული არ წახალისდეს.

მარი გოცირიძე
28.12.2018

 "თიბისიმ" საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო. კომპანიის CSR პროექტები 5 სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ ერთიანდება. ესენია: ბიზნესის მხარდაჭერა, მემკვიდრეობა, კულტურა, "თიბისის" გუნდი, მომავალი თაობა. ეს უკანასკნელი 2019 წელს "თიბისისთვის" განსაკუთრებული ნიშა იქნება: ახალი პროექტის - "თიბისის სტიპენდიანტების"-ფარგლებში კომპანია 200 გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდას ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.

თეო გუდავაძე
27.12.2018

 სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვას უცხოელები გაზაფხულიდან შეძლებენ. საუბარია გამონაკლის წესზე, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კანონის პროექტზე პარლამენტი მუშაობს და სწორედ მათ უნდა დაადგინონ, ვინ აღმოჩნდება იმ კატეგორიაში, ვისაც, საკონსტიტუციო ჩანაწერის თანახმად, მიწის შესყიდვა შეეძლება.

თამარ მუკბანიანი
27.12.2018

 გაზის ტარიფი, მინიმუმ, 1 წლით, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო გაზის ღირებულება დედაქალაქში 0.014 თეთრით შემცირდა. რაც შეეხება კომერციული გაზის ტარიფს, ის დერეგულირებულია და სემეკი არ განსაზღვრავს. "ოცნების" უმრავლესობაში ამბობენ, რომ 2020 წლისათვის ტარიფის სუბსიდირება მოხდება სოციალურად დაუცველთათვის, მანამდე კი მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის გადასახადი სახელმწიფომ დააბალანსა.

თამარ მუკბანიანი
27.12.2018

 პირველი იანვრიდან პენსია 200 ლარი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან პენსიონერებს 20 ლარით მეტი დაერიცხებათ, ეს მატება არ არის რეალური. 2016 წელს 170 ლარად იმავე პროდუქციის ყიდვა შეიძლებოდა, რისიც გაისად 200 ლარად იქნება შესაძლებელი.

მარი ჩიტაია
26.12.2018

 ბოლო 2 თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ გუშინ ბაზარი ერთბაშად ჩამოიშალა. ერთ დღე-ღამეში ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა და ამ ეტაპზე "შავი ოქრო" 49 დოლარს ჩამოსცდა. გაიაფების ტალღა იმდენად მძლავრია, რომ ოპეკ-ი და ნავთობის ექსპორტიორები ფასების დაბალანსებას ვერაფრით ახერხებენ.

თამარ მუკბანიანი
26.12.2018

 სესხების გაცემაზე შეზღუდვები დანამდვილებით 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. დებულება ეროვნულმა ბანკმა უკვე მიიღო. ცვლილება, რომელიც წინასაარჩევნოდ ორჯერ უკვე გადაიდო, 2019 წლიდან შევა ძალაში და მისი მთავრი მიზანი ჭარბვალიანობის თავიდან აცილება იქნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეგულაციები ეფექტს მალევე არ მოიტანს და მისი სარგებელი საშუალოვადიან პერიოდში გამოჩნდება.

მარი გოცირიძე
26.12.2018

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შედეგებს აჯამებს. გარდა იმისა, რომ 2012-13 წლებში დაწყებული პროგრამები გრძელდება, მნიშვნელოვანია რამდენიმე ახალი პროექტი, რომელთა განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება.

მარი გოცირიძე
26.12.2018

 უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" (სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტმა") 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია "თიბისი ბანკის" შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო.

მარი ჩიტაია
25.12.2018

 გაზის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მაგრამ კომერციული სექტორისათვის გადასახადი გაიზარდოს. ხვალ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ ტარიფს დაადგენს. სემეკ-ში გადასახადის გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის ტენდენცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

მარი ჩიტაია
25.12.2018

 სავალუტო რყევები, სიღარიბე, უმუშევრობა და ჭარბვალიანობა - ესენია 2018 წლის მთავარი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც ქვეყნის ხელისუფლებამ წელს რეალურად ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა, რეგულაციები საფინანსო სექტორის მიმართ გამკაცრდა, არსებული გამოწვევები დარჩა. საბოლოოდ ამან არჩევნების პირველი ტურის შედეგზე იქონია გავლენა და ქვეყანას არსებული მოვლენები სულ სხვა კუთხით დაანახვა. ჭარბვალიანობასთან ბრძოლის გააქტიურება და ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილებაც არჩევნების შედეგმა განაპირობა.

თამარ მუკბანიანი
25.12.2018

 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის ფასი, მინინიმუმ 1.10-ით მოიმატებს. მიზეზი პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტია, რომლის მიხედვითაც, აქციზის გადასახადი უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე თანაბრდება. გარდა იმისა, რომ ეს ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს და ქართული ნაწარმის ფასს იმპორტირებულს გაუთანაბრებს, სპეციალისტები შიშობენ, რომ ფასის ერთბაშად ზრდა კონტრაბანდასაც გაზრდის. ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, თუმცა ალბათობა გაძვირებისა ძალიან დიდია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×