ნინა გარდაფხაძე 20.12.2018
უცხოეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო ქვეყნის ფარგლებს შიგნით - 825 000 ადამიანი. შენგენის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეთათვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა დაუშვა, რაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის ახალი ტალღის გადინებას გამოიწვევს.
|
მარი გოცირიძე 20.12.2018
"თიბისი ბანკისა" და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით GRDC და "აჭარა ჯგუფი" ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმროს ააშენებს.
|
თამარ მუკბანიანი 19.12.2018
"ვალი.გე"-ს ბაზაში ბევრი მკვდარი სული ამოტივტივდა. ადამიანები, ვისაც სიცოცხლის დაზღვევა ჰქონდათ და გარდაცვალებისთანავე სესხი უნდა განულებოდათ, ბანკების მიერ "ქართუ" ფინდისათვის გადაგზავნილ სიებში აღმოჩნდნენ. ფონდში აცხადებენ, რომ სიები მუდმივად მოწმდება მათი მხრიდანაც და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
|
მარი ჩიტაია 19.12.2018
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში კატასტროფულად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ქყვეყანაში დღითი დღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შეინიშნება, დენით მომარაგება სახელმწიფოსათვის სულ უფრო რთული ხდება. როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა, 9%-ით გაიზარდოს. საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა არათუ ვერ გვარდება, უფრო და უფრო ჩიხში შედის. ამის ძირითადი მიზეზი კრიპტოვალუტების გამომუშავების ზრდა და აფხაზეთის უწყვეტი ელექტრომომარაგებაა.
|
მარი გოცირიძე 19.12.2018
პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SNDA) იქნება. "თიბისი ბანკსა" და SNDA-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა.
|
მარი ჩიტაია 18.12.2018
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს. 1 კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. მართალია, სემეკში გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სპეციალისტებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. ტარიფი თბილისელებს 2-3 თეთრის ფარგლებში გაუძვირდებათ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება რეგიონებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი ისედაც ძვირია.
|
თამარ მუკბანიანი 18.12.2018
ლარმა ყველაზე კრიზისული შემოდგომის პერიოდი უკვე გადალახა და გამყარება დაიწყო. ბოლო ორი თვის მაქსიმალურ ნიშნულთან შედარებით, დღეს ლარი 11 პუნქტით დაბალია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გამყარება გაზაფხულის დასაწყისამდე გასტანს და საშუალო კურსი 2.60 იქნება.
|
ნინა გარდაფხაძე 18.12.2018
ქართული სოფლები ზამთრიდან ზამთრამდე იცლება და ყოველ ახალ წელს უფრო მეტი დაცარიელებული სახლით ხვდება ქვეყანა. მიზეზი, რასაკვირველია, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და უპერსპექტივობაა, რაც სოფლად ბევრად მძაფრად იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთის კანონი ამოქმედდა, სოფლის განვითარების პროგრამაც შემუშავდა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მთავრობა სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, 1 წელიწადში სოფლის მოსახლეობა მაინც 3000 ადამიანით შემცირდა.
|
მარი ჩიტაია 18.12.2018
"გაშავებული" მსესხებლების "გასუფთავებას", მინიმუმ, 5 წელი დასჭირდება. სესხების განულების პროგრამაში მონაწილეების შესახებ ნეგატიურ ჩანაწერს "კრედიტ ინფო" შეინახავს. ვალების ჩამოწერის პროცესი უკვე მიმდინარეობს ავტომატურად, როგორც კი მსესხებელი ერთიან სიაში მოხვდება.
|
მარი გოცირიძე 18.12.2018
2018 წლის ბიზნესდაჯილდოება დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობაც ცნობილია. "თიბისის" მიერ დაფუძნებული წლის მთავარი ბიზნესღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და 1200-მდე სტუმარს უმასპინძლა. მიწვეულები იყვნენ როგორც ფინალისტი კომპანიების დამფუძნებლები, ასევე ისინი, ვინც დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ დასკვნით ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
|
მარი გოცირიძე 18.12.2018
"თიბისის" ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება. "თბილისის ბიზნესცენტრის" მშენებლობას 17 დეკემბერს ბანკის 26-ე იუბილეზე საფუძველი ჩაუყარეს "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბანკის წარმომადგენელებმა. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი და მის მიმდებარედ მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.
|
თამარ მუკბანიანი 14.12.2018
კანონი, კონკურენციის შესახებ საფინანსო სექტორზე, მათ შორის ბანკებზეც გავრცელდება. ეროვნული ბანკი, კანონში ცვლილების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ სექტორს, უკვე ჰყავს თავისი მარეგულირებელი, ცენტრალური ბანკის სახით. სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფორმალურად ის მართლაც არსებობს, თუმცა ის არაფრის მაქნისია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|