მარი ჩიტაია 21.02.2019
"ცენტრ პოინტის" დაზარალებული მობინადრეებისთვის ბოლო შანსიც მოისპო. თბილისის მერიასა და კომპანია "მ2"-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რაც ნიშნავს, რომ "ცენტრ პოინტს" პერსპექტივა აღარ აქვს და დაზარალებული მეანაბრეები ბინებს ვერ მიიღებენ, რისი იმედიც მათ ბოლო დრომდე ჯერ კიდევ ჰქონდათ.
|
მარი ჩიტაია 20.02.2019
საქართველოს მთავრობა აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხში მიდგომას დროებით ცვლის და დღეიდან ოკუპირებულ რეგიონს დენს გრაფიკით მიაწვდის. ამით, როგორც ქართველი ენერგეტიკოსები ამბობენ, აფხაზეთში ბრუნდება 90-იანი წლების ხანა, როცა ქვეყანა ნახევრად ჩაბნელებული იყო. გრაფიკის დაწესების საფუძველი ამ ეტაპზე წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.
|
თამარ მუკბანიანი 20.02.2019
ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება, თითოეულ ავტომფლობელს, საშუალოდ, 150 ლარი დაუჯდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე განიხილეს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოქალაქეებიდან წლიურად 180 მლნ ლარის ამოღება მოხდება. აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში ჩართული არ ყოფილან არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები სამოქალაქო სექტორიდან, შესაბამისად, ამ კუთხით მოსალოდნელია დიდი დაპირისპირება.
|
რეზონანსი 19.02.2019
სრული მასშტაბით ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს თავისი წვლილი უკვე დაატყო და ამ ფაქტზე მაღაზიების უმეტესობა ღიად საუბრობს.
|
თამარ მუკბანიანი 19.02.2019
"თიბისი ბანკის" მმართველებმა "ფულის გათეთრების" საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთეს. ხაზარაძე და ჯაფარიძე ფაქტს სრულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მზად არიან, ტრანზაქციის ყველა დოკუმენტი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გააცნონ.
|
ქეთო გოგოხია 19.02.2019
აუდიტის სამსახურის დასკვნა შესაძლოა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ვახტანგ ყოლბაიას გათავისუფლების საფუძველი გახდეს. ოფიციალური უწყება მას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს. ყოლბაიას საქმიანობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი დევნილების მხრიდან კრიტიკას ყოველთვის იწვევდა, თუმცა აქამდე მისი განთავისუფლების საკითხი არ დამდგარა. აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნის შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის შეცვლის აუცილებლობაზე უკვე მმართველ გუნდშიც საუბრობენ.
|
მარი ჩიტაია 19.02.2019
როგორც იქნა, საქონლის ხორცმა გაიაფება დაიწყო. სამომხმარებლო ბაზრებში ფასი უკვე 1 ლარით შემცირდა. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში ხორცის ღირებულება კიდევ 1-2 ლარით დაიწევს. საფასო ცვლილებას ისინი მსხვილფეხა რქოსანი (მოზარდი) პირუტყვის ექსპორტის აკრძალვას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ხორცის მარაგი გაზარდა.
|
თეო გუდავაძე 19.02.2019
საქართველოში 54 000 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან უმრავლესობის პრობლემა ფინანსური მდგომარეობაა და სწავლას მხოლოდ იმიტომ ვერ აგრძელებს, რომ სწავლის გადასახადი არ აქვს დაფარული. ასეთი სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება.
|
თამარ მუკბანიანი 19.02.2019
საქართველოს მთავრობამ რუსული გაზისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს, ალტერნატივად კი არც ერთ სხვა გზას არ განიხილავს, გარდა რუსეთისა. ენერგეტიკოსებში აზრი ორიდ არის გაყოფილი, ვითარება კი თანდათან რთულდება, რადგან ბუნებრივი აირის მოხმარება დიდი სისწრაფით იზრდება.
|
მარი ჩიტაია 15.02.2019
კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის "გაყიდვა" აიკრძალება, მაგრამ უკვე გაცემულ ნებართვებს მერია ვერაფერს უხერხებს. კომპანიებს, რომლებსაც ეს ნებართვა უკვე ნაყიდი აქვთ, სართულიანობის ზრდას უპრობლემოდ მოახერხებენ. თბილისის მერის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაცია მხოლოდ სამომავლო პროექტებს შეეხება.
|
თამარ მუკბანიანი 15.02.2019
ახალი მინისტრები სულ უფრო საოცარი განცხადებებით გამოდიან. ბოლო მათგანი ასე ჟღერს - "ქვეყანა უფრო გაბედული და სწრაფი ნაბიჯებით უნდა წავიდეს შიდა ვალის აღებისკენ". ეს არის მთავრობის პოზიცია, რომელიც ფინანსთა მინისტრმა "ახარა" საზოგადოებას. ამიტომაც 2019 წელს 500 მლნ შიდა ვალის აღებაა დაგეგმილი. ხელისუფლება თანდათან ბანკების მძევალი ხდება.
|
მარი გოცირიძე 15.02.2019
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია ,,რედკოსთან" და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან" თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|