მარი ჩიტაია 05.03.2019
ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილება, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც მკაცრად იქნება განსაზღვრული და ე.წ. "დაშპაკლული", მინარტყამი (ნაავარიევი) მანქანები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.
|
თეო გუდავაძე 05.03.2019
დედაქალაქში ავტობუსების ტაბლოებზე სრული ქაოსია. მგზავრები უმეტესად ვერც იგებენ, რამდენი ხანი უნდა ელოდონ ტრანსპორტს. აცდენაა ტაბლოებსა და ინტერნეტაპლიკაციას შორისაც, რომელიც ლოდინის დროის დაგეგმვას უნდა უწყობდეს ხელს. პრობლემის შესახებ მერიაში იციან და ამბობენ, რომ მის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე წარმატებით ამოქმედდა, თუმცა კონკრეტული ვადა, როდის გამოსწორდება ხარვეზი, კვლავ უცნობია.
|
მარი ჩიტაია 05.03.2019
მუნიციპალიტეტები საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას არხეინად აგრძელებენ. მილიონობით ლარი ისე იხარჯება ბიუჯეტიდან, რომ გაკეთებულ საქმეს ან ვერავინ ხედავს, ან იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ, ფაქტობრივად, ხელახლა გასაკეთებელია, რაც ცხადია, დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს. არაერთი დადასტურებული ფაქტის მიუხედავად, ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ვერაფერს აკეთებს.
|
მარი ჩიტაია 02.03.2019
2018 წელს საქართველოში ინვესტიციების კატასტროფული ვარდნაა. 3 კვარტალის შედეგით ინვესტიციების მოცულობა 998,7 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეკონომისტების შეფასებით, საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა პოლიტიკურად დაძაბულმა სიტუაციამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნამ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამაც კი, რაც ინვესტორებში არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას იწვევს.
|
მარი ჩიტაია 02.03.2019
საქართველოში ეკონომიკური ზრდა საფრთხეშია. მთავრობა ვერ ასრულებს ძირითად პარამეტრებს ეკონომიკაში, რომლისკენაც აქვს სწორება და რაშიც ის ვითარების გაუმჯობესებას ელის. დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ქვეყანას რეალურად სჭირდება. ვხედავთ იმასაც, რომ ვითარების გაუმჯობესებას ეწირება ლარის კურსიც, მაგრამ მდგომარეობა არათუ უკეთესობისკენ არ იცვლება, უარესობისკენ მიდის.
|
თეო გუდავაძე 01.03.2019
იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური საათობრივი პარკირების ზონაში აქვთ და ყოველდღიურად ავტომობილებით გადაადგილდებიან, დღეში, მინიმუმ, 4 ლარი დასჭირდებათ მანქანის გასაჩერებლად, რაც თვეში 80 ლარს, ხოლო წელიწადში 960 ლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ავტომფლობელების შევიწროება გრძელდება, რაც შესაძლოა, უკმაყოფილებასა და აგრესიაში გადაიზარდოს.
|
მარი ჩიტაია 01.03.2019
საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე აფხაზები დენს მომავალშიც უფასოდ მიიღებენ. ამჟამადაც, როცა ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტია, ქართული მხარე ამ ვალდებულებას უკვე რუსეთთან ერთად ინაწილებს და გაუგებარი მიზეზის გამო სეპარატისტებს დენს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე სრულიად უსასყიდლოდ აწვდის.
|
თამარ მუკბანიანი 01.03.2019
პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კიდევ ერთხელ მომავალ კვირას იმსჯელებს. კანონპროექტი, რომელიც რელიგიური, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან 200 მეტრში რეკლამირებას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მას შემდეგ "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვლილია და პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას გამოეყო. უცნობია, ამ რეალობაში დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს, რომელიც ძალიან აქტუალურია.
|
მარი ჩიტაია 28.02.2019
ლარის გაუფასურების მორიგი ტენდენცია დაიწყო და ეს პროცესი მომდევნო 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ვითარება დაიძაბა "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოც. სპეციალისტების პროგნოზით, მასშტაბური გაუფასურება მოსალოდნელი არ არის და კურსი მარტის განმავლობაში 2,70-2,72 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
|
მარი ჩიტაია 28.02.2019
საბანკო რეგულაციას ტექნიკის მაღაზიები ეწირებიან. გარდა იმისა, რომ ყველა მათგანს რეალიზაციის პრობლემა აქვს, გაკოტრების პროცესიც დაიწყო. "ტექნო ბუმმა" 4 ობიექტი დახურა, ხოლო "ბეკოს" რეგულაციის ამოქმედებიდან 2 თვეში გაყიდვის მაჩვენებელი 50%-ით შეუმცირდა. ეს მხოლოდ დასაწყისია, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან წვრილი მაღაზიები, რომლებმაც რამდენიმე თვეში, შესაძლოა, საქმიანობა ვეღარ გააგრძელონ.
|
თამარ მუკბანიანი 28.02.2019
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვა ორგანული კანონითაც აიკრძალება. უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებას მხოლოდ მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში შეძლებენ. გრძელვადიანი იჯარით გადაცემა კი დასაშვები იქნება.
|
მარი ჩიტაია 27.02.2019
"აიდიეს ბორჯომის" ახალი მფლობელი, შესაძლოა, "კოკა-კოლა" გახდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ბორჯომის" გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში დგას. არასტაბილური მფლობელების გამო კომპანია ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიყიდა. ბოლო დრომდე ერთ-ერთ რეალურ მყიდველად "ნესტლე" მიიჩნეოდა, თუმცა თითქმის მიღწეული შეთანხმება საბოლოოდ ჩაიშალა.
|
|