მარი ჩიტაია
27.03.2019

 საბანკო რეგულაციებმა საავტომობილო ბიზნესში პრობლემა შექმნა. ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, რაზეც რეგულაციებთან ერთად გავლენა საბაჟო კოდექსის ცვლილებამაც მოახდინა. განსაკუთრებით იაპონური მანქანების გაყიდვა ჭირს. როგორც დილერები ამბობენ, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა, თუმცა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების გაყიდვის მხრივაც პრობლემაა.

მარი გოცირიძე
27.03.2019

 "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, უძრავი ქონების ახალი ონლაინ პლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.

თამარ მუკბანიანი
27.03.2019

 სუპერმარკეტებში შესვლის, თითოეული შტრიხკოდის დარეგისტირებისა და "ქეშ ბექის" გადასახადი, მიმდინარე დიდი დავალიანება, რომელთა ამოღებაც მუდამ საფრთხის ქვეშ დგას და სხვა მრავალი - ეს სადისტრიბუციო კომპანიების სავაჭრო ქსელების მიმართ დაგროვილი პრეტენზიებია. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ სექტორი სუპერმარკეტების მძევლობაშია და სასწრაფოდ საჭიროა საკანონმდებლო რეგულირება.

თამარ მუკბანიანი
26.03.2019

 პირველი აპრილიდან საპენსიო რეფორმაში ჩართულ 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სისტემის დატოვების შესაძლებლობა ეძლევათ. განცხადება 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებული 70 ფილიალიდან ნებისმიერში შეუძლით დაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემას ვეღარ დატოვებენ. "ბიზნეს-რეზონანსმა" გაარკვია ამ პროცედურის ჩასატარებლად საჭირო ყველა ნიუანსი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოსახლეობას.

მარი ჩიტაია
26.03.2019

 სასტუმროების უმრავლესობაში უსაფრთხოების სისტემა, პრაქტიკულად, არ არსებობს. არასწორად დამონტაჟებული და უხარისხო დანადგარები საფრთხეს უქმნის არა მარტო მომსახურე პერსონალს, არამედ ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი გამკაცრდა და სასტუმროებს რეგულაცია დაუწესდათ, თითქმის ყველგან პრობლემა შეიმჩნევა, მათ შორის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებშიც, სადაც, წესით, პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

მარიკა გოგოხია
26.03.2019

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინგამსესხებლები რეგულაციით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს მოსახლეობისგან ინაზღაურებენ. დამატებითი თანხის მიღების მიზნით მათ რამდენიმე ხრიკი გამოიგონეს. ფინანსურ მაქინაციებში მომხმარებელი საკმაოდ ხშირად ებმება. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასესხო განაცხადის შეტანისას ხალხს ფულს იმ შემთხვევაშიც ახდევინებენ, როცა სესხს არ უმტკიცებენ. სწრაფი სესხის ზოგიერთმა ორგანიზაციამ მომხმარებლებს ხელშეკრულების გადასახადიც დაუწესა, რისი გადახდაც კლიენტს საპროცენტო განაკვეთებთან ერთად უწევს და თითქმის ორმაგს იხდის.

თეო გუდავაძე
26.03.2019

 ბინის გაქირავებისათვის 5%-იანი გადასახადის მოხსნას ან 1%-მდე დაწევას დარგობრივ კომიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ. იმის გამო, რომ ეს ბიზნესი თითქმის ბოლომდე ჩრდილოვან ეკონომიკაშია გადასული, უამრავი პრობლემა ექმნებათ გამქირავებლებს. საგადასახადო შეღავათის შემოღება უზრუნველყოფს არსებული შავი ხვრელების ამოვსებას, რის შედეგადაც ნაკლებად იზარალებს როგორც ბინის მეპატრონე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაც.

მარი ჩიტაია
22.03.2019

 რეგიონებში დაქირავებული მუშახელი ძნელად იშოვება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უმუშევრობაზე მუდმივად ჩივის, სეზონურ სამუშაოებზე დამხმარის შოვნა ოჯახებში ძალიან ჭირს. მოთხოვნა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამ მხრივ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამის მიზეზად მოსავლიანობის შემცირებას მიიჩნევენ. ამბობენ იმასაც, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა სოფლიდან გასულია და საჭიროების შემთხვევაში მუშახელის შოვნას ვერ ახერხებენ.

თამარ მუკბანიანი
22.03.2019

 ეს არის საფრთხე, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. დედაქალაქში არსებული 179 დაუსრულებელი მშენებლობა, მენაშენეთა და დეველოპერების გარდა, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც პრობლემა გახდა. კორპუსებს კონსერვაცია არ ჩატარებია და წვიმასა და ქარში წლების განმავლობაში მიტოვებული შენობები თვალსა და ხელს შუა ინგრევა.

მარი ჩიტაია
22.03.2019

 ნამახვანჰესის პროექტი დაიძრა. ეკონომიკის განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით შესრულდება. მთავრობა და ინვესტორი საბოლოოდ შეთანხმდნენ, თუმცა რა პირობა დაიდო და რის საფუძველზე გაგრძელდება ჰესის მშენებლობა, უცნობია. დეტალები ამასთან დაკავშირებით გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჰესის მასშტაბი შემცირდა და აშენდება ორსაფეხურიანი სადგური, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იქნება.

მარიკა გოგოხია
21.03.2019

 მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. კერძო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დღესდღეობით ასეთ ობიექტებზე რისკი საგრძნობლად შემცირებულია, რისი მიღწევაც კერძო და საჯარო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

თამარ მუკბანიანი
21.03.2019

 აპრილში სესხის გამცემი სუბიექტების რეგისტრაცია უნდა დასრულდეს. საუბარია 20 ან მეტ ფიზიკურ პირზე გაცემული საკრედიტო ვალდებულების მქონე გამსესხებლებზე. ამ დროისათვის ეროვნულ ბანკში მხოლოდ 105 პირია რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ მევახშეთა აბსოლუტური უმრავლესობა იატაქვეშეთში გადაინაცვლებს. სპეციალისტების აზრით, რეგულირება საჭირო იყო, თუმცა არა ამ ფორმით და ახლა, როცა ბაზარი ჯერ კიდევ არ არის მზად მსგავსი ცვლილებებისათვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×