მარი ჩიტაია 05.04.2019
საქართველოში მომდევნო 1 წლის განმავლობაში პური არ გაძვირდება. როგორც მთავრობაში აცხადებენ, მიმდინარეობს მუშაობა ფასის კლების მიმართულებით, რათა მწარმოებლებს მიეცეთ დანახარჯების შემცირების შესაძლებლობა. ბაზრის კვლევა კი საპირისპიროს აჩვენებს. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრომიმოხილვის მიხედვით, მოსალოდნელია რუსეთიდან იმპორტის კლება, რაც პურის ფასზეც აისახება. ამ მოსაზრებას მწარმოებლები კატეგორიულად ემიჯნებიან.
|
თამარ მუკბანიანი 05.04.2019
პირველი კვარტალის დასრულების შემდეგ ლარი ბიუჯეტით განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2.69-ს მიაღწია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეროვნულ ვალუტას რამდენიმე მნიშვნელოვანი რყევა ელის და შედეგად კურსი 2.75 ფარგლებში იქნება, მთელი წლის განმავლობაში კი 2.65 მეტად ვერ გამყარდება.
|
მარი გოცირიძე 05.04.2019
მთავრობა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში ეხმარება. ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
|
მარი ჩიტაია 04.04.2019
ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზებული მანქანების მძღოლებისთვის ჯარიმის მოქმედების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3 დღემდე შეამცირონ. იმის გამო, რომ დაჯარიმებული მანქანები 1 თვის განმავლობაში ხელმეორედ არ ჯარიმდებიან და მოძრაობის უფლება არ ეზღუდებათ, ისინი ჩვეულებრივ დადიან და ავტოპარკის მდგომარეობაც არ იცვლება. ინსპექტირების ცენტრებში შემოწმებული მანქანების 45%-ზე მეტი ხარვეზდება. სპეციალისტები ითხოვენ, რომ საჯარიმო სანქციები გამკაცრდეს და განმეორებითი ტექდათვალიერების ვადა 10-15 დღემდე შემცირდეს.
|
მარი ჩიტაია 04.04.2019
ინფლაცია წლიურ მაჩვენებელს გასცდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადად თამბაქოს გაძვირებამ მოახდინა გავლენა. სპეციალისტები ამ ფაქტორს ნაკლებად ითვალისწინებენ და აღნიშნავენ, რომ ინფლაციაზე უკვე იგრძნობა საპენსიო რეფორმის გავლენა, რაც სამომავლოდ საერთო მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედებს.
|
თამარ მუკბანიანი 04.04.2019
ბინადრობის უფლების მქონე უცხოელების რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა. ეს დიდი პრობლემაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ ბინადრობის უფლების მიღების წესი მკაცრდება და კანონპროექტი უკვე მეორე მოსმენით მიღებულია.
|
მარი გოცირიძე 04.04.2019
"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG DEVELOPMENT GERGIA ახორციელებს. "საქართველოს ბანკის" მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას "საქართველოს ბანკსა" და G DEVELOPMENT GERGIA-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.
|
თამარ მუკბანიანი 03.04.2019
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით ექმნებათ. მას შემდეგ, რაც მათი ზედამხედველობა ეროვნული ბანკის კომპეტენცია გახდა და რეგულაციები შემუშავდა, დაიხურა არაერთი ორგანიზაცია. დაზარალებული მომხმარებლები მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებსაც ჰყავთ. ფინანსისტები ამბობენ, რომ მომავალში კიდევ არაერთი მიკროსაფინანსო დაიხურება, ხოლო მათი მეანაბრეების ბედი ჰაერში გამოკიდებული დარჩება.
|
მარი ჩიტაია 03.04.2019
სამშენებლო და საბანკო სფეროს რეგულაციებმა მიწის გაყიდვაზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, ფასი არ შეცვლილა, მაგრამ მოთხოვნამ აშკარად იკლო. გარკვეული გავლენა ამ თვალსაზრისით უცხოელ მოქალაქეებზე ბინადრობის უფლების შეზღუდვამაც მოახდინა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აღნიშნავენ, რეალიზაციის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეცა.
|
თამარ მუკბანიანი 03.04.2019
მეორეული საბურავების 95% ღია გარემოში იყრება. ზუსტად არავინ იცის, სად მიდის უკვე ამორტიზებული საბურავების დიდი ნაწილი, რადგან ნაგავსაყრელებზე მათი შეტანა აკრძალულია, საქართველოში კი გადამამუშავებელი ერთადერთი ცენტრი არსებობს, რომელიც წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტს ვერ ამუშავებს.
|
მარი ჩიტაია 02.04.2019
ელექტრომობილების მცირეხარჯიანობა უკვე მითად გადაიქცა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. იმის ნაცვლად, რომ ეკოლოგიის ხელშეწყობა მოხდეს და ტრანსპორტის ეს სფერო წახალისდეს, დატენვის საფასურის შეცვლით პრობლემას ქმნიან. ხალხს ელექტრომობილები ისედაც არ შემოჰყავდა და ახლა მოტივაცია საბოლოოდ დაკარგა.
|
ნინა გარდაფხაძე 02.04.2019
მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ქვეყანაში სამუშაო ძალა სულ უფრო და უფრო მცირდება. შედეგად საქართველოში უმუშევრობის პრობლემაზე მეტად ახლა კადრების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე, სტატისტიკის მიხედვით, მატულობს დასაქმებულთა რიცხვი, რეალური სურათი სულ სხვაგვარია.
|