მარი გოცირიძე
21.03.2019

 ბოლო წლებში ქართული ღვინის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა იმისა, რომ პერმანენტულად ჩნდება ახალი ბრენდები უცხოურ ბაზრებზე, ქართული ღვინო უკვე მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ამ ეტაპზე ქართულ პროდუქციას იაპონიის ქალაქ ტოკიოში გაეცნენ. საგამოფენო ცენტრში ეუკკფვფ ცფკურწგთუ გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო" ოფიციალურად გაიხსნა.

მარი ჩიტაია
20.03.2019

 ქართული პროდუქტის ხარისხი ვერ გაუმჯობესდა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ექსპორტმა ევროკავშირის ბაზრებზე იკლო და ქვეყანა კვლავ პოსტსაბჭოთა ბაზრების იმედად რჩება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეღავათიან რეჟიმს ამ ეტაპზე ქართული პროდუქციის ექსპორტზე დადებითად საერთოდ არ უმოქმედია. ქვეყანა ამით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს და მხოლოდ იმპორტი რჩება მოგებული. წარმატებას ექსპორტმა ვერც ჩინეთის მიმართულებით მიაღწია.

თამარ მუკბანიანი
20.03.2019

 აზარტული თამაშების მსხვილმა კომპანიებმა საბარათე სისტემა შექმნეს, სადაც ბრუნვა და გადარიცხვები დაფარულია. ასე რომ, ბანკებს ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ ექნებათ. ეკონომისტებმა ამ სქემით ფულის გათეთრების საფრთხე იგრძნეს.

თამარ მუკბანიანი
19.03.2019

 ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ჯართად ქცეული და გაჩერებული მანქანების რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა უნდა მოუხერხოს მას მოსახლეობამ, ამაზე არაფერია ცნობილი. სხვადასხვა ინფორმაციით, თბილისში საერთო ავტოპარტის 10% უკვე უმოძრაოდაა ქუჩებსა თუ ეზოებში. რთული სათქმელია, რამდენით გაიზრდება მათი რიცხვი. მანქანების თითქმის ნახევარი 20 წელს გადაცილებულია.

მარი ჩიტაია
19.03.2019

 ერთ თვეში გაზის მომხმარებლებისთვის გამკაცრებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც მოსახლეობას მატერიალურ ტვირთად დააწვება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თითო ოჯახისთვის გასაწევი ხარჯი 700 ლარზე ნაკლები არ იქნება და ამ ვალდებულების შესასრულებლად მომხმარებელი მოუმზადებელია. დაკისრებული ვალდებულებები მოქალაქეების დიდი ნაწილს პრობლემას შეუქმნის, რაც შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს.

თეო გუდავაძე
19.03.2019

 ტექნიკის მაღაზიებმა ზოგიერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ფასები გაზარდეს. მიზეზი საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შემცირებული რეალიზაციაა, რის კომპენსაციასაც ბიზნესი მომხმარებლის ხარჯზე ცდილობს. ოფიციალურად ამას მაღაზიის მფლობელები თითქმის არ ადასტურებენ, მომხმარებლები კი კონკრეტული ფაქტებით ფასის ზრდის შემთხვევებზე საუბრობენ.

თამარ მუკბანიანი
19.03.2019

 მცირე ბანკების მოგება კიდევ უფრო მცირდება. მეტიც, 15-დან 4-მა 2019 წლის პირველი 2 თვე ზარალით დაასრულა. მიზეზებს შორის ერთ-ერთი საბანკო რეგულაციაა, რომელიც გასული წლის მაისიდან ნაწილობრივ ამოქმედდა, წლის დასაწყისში კი სრულად შევიდა ძალაში. მოჰყვება თუ არა ამას პატარა ბანკების გაქრობა ან შერწყმა, ჯერ გადაწყვეტილად საუბარი ნაადრევია, თუმცა ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

მარი ჩიტაია
19.03.2019

 ჯარიმების სიმძიმე ბიზნესის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინონ, მაღალი გადასახადის დაწესებით სამეწარმეო საქმიანობას ხელი ეშლება და ეკონომიკა ვერ ვითარდება. როგორც სპციალისტები განმარტავენ, ჯარიმები იმდენად მძიმეა, რომ მათ შესახებ კომპანიები ხშირად ინფორმირებულებიც კი არ არიან. არის შემთხვევები, როცა სანქციით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის მოცულობა კომპანიის შემოსავალს აჭარბებს და იგი კოტრდება.

მარი გოცირიძე
19.03.2019

  ივლისიდან საქართველოში სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება.

მარი ჩიტაია
15.03.2019

 თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის დამახინჯებულ იერსახეს საგრძნობლად გამოასწორებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ თბილისი ამ გეგმის განხორციელებით მნიშვნელოვნად შეიცვლება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს. გენგეგმა გუშინ საკრებულოზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, თუმცა, როგორც ურბანისტები ამბობენ, ქალაქის განაშენიანების პროცესი უკვე დაწყებულია - ზოგიერთი პროექტი უკვე დასრულდა და რამდენიმე მათგანის განხორციელება მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში იგეგმება.

თამარ მუკბანიანი
15.03.2019

 დასაქმებულთა ნახევარზე მეტს საკუთარი შემოსავლის 60-65% ყოველთვიურად გადასახდელებში ეხარჯება და მხოლოდ დარჩენილი თანხით უწევს მედიკამენტების, საკვების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯების დაფარვა. მიუხედავად ნომინალური შემოსავლის ზრდისა, მოსახლეობას რეალური თანხა უფრო და უფრო უმცირდება იმ ფონზე, როცა ფასები მუდმივად იზრდება და ხელფასი თითქმის უცვლელია.

თეო გუდავაძე
15.03.2019

 თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდამ, დუალური გადასახადის მატებამ და თუთუნის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი დაბალი ხარისხის პროდუქციაზე გადაიყვანა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, რაც მასშტაბური გაძვირების ფონზე დიდი ვერაფერი შედეგია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×