მარი ჩიტაია
11.04.2019

 საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ისევ მზარდია. ზედიზედ რამდენიმე თვეა, უცხოურ ბაზარზე ძვირფასი ლითონის ფასი მატულობს. ამჟამად ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 1302 დოლარია. საქართველოში ვითარება სულ სხვაგვარია. ძვირფასი ლითონების ბიზნესში ჩართული ადამიანები ფასის ცვლილებას ძალიან უფრთხიან, რადგან მყიდველთა რაოდენობა ერთბაშად შემცირდა.

თამარ მუკბანიანი
11.04.2019

 საქართველოს "დაუყოვნებლივ გადასახდელი" საგარეო ვალის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. 2018 წლის მეორე კვარტალში გადასახდელი იყო 758.2 მლნ, ხოლო წელს 1.426 მლრდ დოლარია. წლიდან წლამდე მთავრობა უფრო მეტ ფულს სესხულობს და, შესაბამისად, შემდეგ წლებში გადასახდელების ოდენობის ზრდასაც უნდა ველოდოთ.

თამარ მუკბანიანი
10.04.2019

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო პერიოდში მუდმივად მაღლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 5 თვის მაქსიმუმია. ფასების მატებამ უკვე იქონია გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და საბითუმო ქსელში საწვავი 7-10 თეთრით გაძვირდა.

მარი ჩიტაია
10.04.2019

 მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს. ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.

თამარ მუკბანიანი
10.04.2019

 რეგიონებში სამორინეების მოსაწყობად საგადასახადო შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილებით, 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან 10 წლით განთავისუფლდება. ფაქტია, რომ ამ ბიზნესს ხელისუფლება ლობირებს და აპირებს, მთელი ქვეყანა აზარტული დაწესებულებებით აავსოს.

თამარ მუკბანიანი
09.04.2019

 საპენსიო სისტემის დატოვება 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს რამდენიმე დღეა, უკვე შეუძლიათ. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, პირველ რვა დღეში სისტემა 70-მა ადამიანმა დატოვა. მსგავსი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. სავარაუდოდ, ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სისტემა 53%-ს არ მოსწონს.

მარი ჩიტაია
09.04.2019

 საქართველოში რუსული ცხვარი შემოდის და ექსპორტზე როგორც ქართული, ისე გადის. ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, რომ ცხვრის ექსპორტი ქვეყანაში არნახულად გაიზარდა, თუმცა ირკვევა, რომ ქვეყნიდან გასული ცხვრის ხორცის დიდი ნაწილი რეალურად არაქართული პროდუქტია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან ცოცხალი ცხვრის შეძენაზე 1.5 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, ანუ ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე შარშანდელ იმავე პერიოდში.

თეო გუდავაძე
09.04.2019

 კორპუსებში გაზის სენსორული დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო ხდება. ჯერჯერობით რეგულაციის ავტორებმაც არ იციან, რა ეღირება და ვისი ვალდებულება იქნება აპარატურის საცხოვრებელ ბინებში დამონტაჟება - "ყაზტრანსგაზის", მერიის თუ მოსახლეობის. სემეკ-ის ინფორმაციით, რეგულაციები აპრილის ბოლომდე შევა ძალაში.

მარიკა გოგოხია
09.04.2019

 საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობისათვის საშიშია. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ.

მარი ჩიტაია
09.04.2019

 ევროპის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაციის გამო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტები გახშირდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად პრობლემას ქართველები გერმანიაში აწყდებიან, საიდანაც ქართველებს ლამის ყოველდღიურად აძევებენ. არალეგალისათვის ამ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა და დარჩენა თითქმის წარმოუდგენელია. არ არის გამორიცხული, ამან ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე შექმნას. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშო არ არის, თუმცა სტატისტიკა საკამოდ მძიმეა.

თეო გუდავაძე
06.04.2019

 ბენეფიციარებს სოციალურ ბარათზე დარიცხული თანხის ნაწილით მხოლოდ პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ და ისიც კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში. გაურკვევლობას იწვევს ისიც, რომ პროდუქტების სახეობებიც შეზღუდულია. მოქალაქეები გაწბილებულები არიან. საუბარია იმ დანამატზე, რომელიც პენსიონერებს, დევნილებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ბარათზე ერიცხებათ, თუმცა სურვილისამებრ ვერ იყენებენ.

მარი ჩიტაია
06.04.2019

 ხელისუფლება აზარტული თამაშების ბიზნესს უკვე დაუფარავად ქომაგობს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა მათი მავნებლური საქმიანობისგან დაიცვას, აზარტული ბიზნესი შეიზღუდოს და მკაცრი რეგულაცია დაწესდეს, თავისი გაუგონარი პოლიტიკით აზარტული ბიზნესის წახალისებას ახდენს. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებით საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ბიზნესის ინტერესები გაცილებით წინა პლანზეა, ვიდრე მოსახლეობის კეთილდღეობა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×